პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიას ამარცხებს

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიას 19:13 ამარცხებს.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ
ჩვენი დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აი რეალურად ეს არი ჩვენი ქართული ხასიათი. ასეთი ჟინით ჩვენს ნაკრებს როდესმე სათამაშოს არ მახსოვს მე პირადად. თუ ასეთი ხასიათით ვითამაშებთ შეცდომები ნაკლები იქნება ზელანდიასთან კი გვექნება შანსი. ნინიაშვილი ცალკე საკითხია ის უბრალოდ ფენომენია სულ სხვა სამყარო
ქართველი
21:04 10-07-2022
0
არ ველოდი ასეთს, ნინიაშვილი მხეცია, სტადიონის დიქტორი პარტაქტივისტივით კი ღნავის, მაგრმ მოიგონ და..
ანდრი
21:04 10-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული