გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
ფანტასტიკა, ბრავო ბიჭები. ჩვენ შევამტვრიეთ 6 ერის კარი. 6 ერში თუ არ მიგვიღებენ, იქნებ ევროპის ჩემპიონატის დაარსება დაჩქარდეს. ჩვენს ადგილას გერმანია რომ ყოფილიყო შემდეგივე წელს შეცვლიდნენ 6 ერის წესებს.

ნინიაშვილი და აბჟანდაძე რაგბის ხვიჩა კვარაცხელიები არიან.
დააT
10 ივლისი 2022 22:33
3
ლეონარდო მარინი: "საფრანგეთში ბევრი ქართველი თამაშობს და თანაც, საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს ნამდვილად გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, ძალიან გვინდა მათ მოვუგოთ. ნამდვილად არ ვიცი, ისინი ამ მარცხს როგორ გადაიტანენ"

-----

ანუ საფრანგეთში გაბლატავდნენო ეს ქართველები და ეხლა უნდა მოვსვათო თავიანთი ადგილი ვასწავლოთო დავაჩ*** როთო არ ვაბლატავოთო რა
=====
10 ივლისი 2022 22:31
1
მაისაშვილს გდადგეს ?
dato
10 ივლისი 2022 22:31
10
გილოცავთ, სულ ასე გახარებული გამყოფოთ! ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა სარაგბო ნაკრებმა დაამარცხა ტიერ 1 ნაკრები გუნდი!
....
10 ივლისი 2022 22:27
1
ნინიაშვილი ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო ფულბეკია. არ მომერიდება ამის თქმა და არც ემოციებზე ვწარ ამას და არაფერი მსგავსი. ზე კლასის მოთამაშეა
1223
10 ივლისი 2022 22:24
0
ნინიაშვილი მართლა მეორე კვარაა ჯერ ბავშვია 2-3წელში რაღაც სასწაული იქნება ერთი სამი ოთხი მასეთი კარგი ბიჭი ნაკრებს რომ შეემატოს სასწაული გუნდი გვეყოლება. ამ შერკინებას კიდევ რა ჭირს ჩილაჩავა გამოსაძახებელია ბურთების ამოცლა გინდა თუ ისე მიწოლა კარგი მორაგბეა. ძაან სუსტები ვართ დღეს მაგ კომპონენტში ახალგაზრდა ბიჭები არიან და ჯანი არ ყოფნით..... საქართველოს ნაკრებს გაუმაააააარჯოოოოოოოოსსსს
რონი
10 ივლისი 2022 22:23
2
მადლობა ბიჭებო!!!!!!სულ ასე გაგეხარებინოთ თქვენი გულსემატკივარი.
უშანგი
10 ივლისი 2022 22:20
0
მაგარი თამაში,მაგარი ატმოსფერო და მაგარი მოგება! სულ ასე გახარებული ყოფილიყოს საქართველო!!!!!!!!!! აღარ არის დრო, რომ ჩვენ ქართველებმაც გავიხაროთ და ვიზეიმოთ? ამოვიდა ყელში ეს დაუსრულებელი მიტინგობანა, აქციები და ერთმანეთან ჩხუბი. დაე სულ ასე გვეზეიმოს, ქართველებო!!!!!!!!!! თემო.
ვულოცავთ ჩვენს ლომებს, ღირსეულ გამარჯვებას!!!!!!!!!!!1
10 ივლისი 2022 22:14
6
ნინი რაგბის მესია
gurulo
10 ივლისი 2022 22:13
1
გეთანხმებით!
გურულოს
10 ივლისი 2022 22:35
1
ესეთ სტადიონს, ესეთი თამაში და ჟილკა უხდება. ეხლა ბათუმის დინამომ უნდა დაგლიჯოს კიდევ. სამ მილიონიან ერს, ესეთი სპორტსმენები გვყავს, რაგბიში, ფეხბურთში ბოლო დროს, ჭიდაობაში, კალათბურთში. კაი პატრონი უნდა ამ ქვეყანას, ნიჭი ყველაფერში გვაქვს.............
საბურთალო
10 ივლისი 2022 22:13
1

სიახლეები პოპულარული