გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მადლობა ბიჭებო! მადლობა, ჯიგრისთვის, თავდადებისთვის, ჩვენი გახარებისთვის, კიდევ მადლობა! თამაშებს ფაქტიურად არ ვტოვებ, რომ არ უყურო, მაგრამ ასეთი ჯიგრიანი თამაში ჩვენების, მართლა არ მინახავს. მადლობა!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
10 ივლისი 2022 22:09
3
აიიიი ამიისი ეშინოდა იტალიას , ამიტომაც არ უნდოდა სტუმრად თამაშიიი !!! ბრავოოო გულშემატკივარს , მადლობა ყველა ქართველ მორაგბეს , და ყველას ვინც დღეს ქართველების ერთიანობის ძალა აჩვენა მთელ სამყაროს . ასეა როცა ერთ მიზანზეა ყველა მიმართული , იმ ძალის გაჩერება წარმოედგენელია , კალათბურთის სტიმული და ენერგია გაგრძელდაა . გილოცავთ ყველას .
ATP 16
10 ივლისი 2022 22:02
2
მივმართავ იმათ, ვინც რაგბის როგორც სპორტის სახეობას აუგად და დამცინავად მოიხსენიებს - საქართველომ 6 ერის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა და ქვეყანაში ნამდვილი ზეიმი მოაწყო. ეს თქვენი გუნდია და ეს გამარჯვებაც თქვენია. იქნებ ამან მაინც დაგაფიქროთ იმაზე, თუ რამხელა ენერგიას და რესურსს ხარჯავენ მოთამაშეები გულშემატკივრის გასახარებლად. მათ დღეს ისტორია დაწერეს და მომავალშიც ბევრჯერ გაგვახარებენ! მარჯი საქართველოს!
: )))))))
11 ივლისი 2022 02:31
2
წლების წინ რუმინეთთან მოგება სასწაული და აუწერელი სიხარული იყო,ახლა რა დღეში გვყავს!!!გეყურებათ იტალიელებო?:)):))ეს ერთი და სხვა მრავალი!მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და სტადიონზე მყოფ მაყურებელს ზღაპრული ქომაგობისთვის!
gurulo
10 ივლისი 2022 22:09
0
ყველას გილოცავთთთთთთთთთთთთთთთთ
ბიჯო ბიჯო ბიჯო ეს ბათუმის სტადიონი რა იღბლიანია ვინ ააშენა მაგის მარჯვენის ჭირიმე თნაც რა დადებითი მუხტია და რა დადებითი აურა
გიორგი
10 ივლისი 2022 22:01
1
აი გმირები და ნამდვილი კაცები. დიდი მადლობა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
irakli
10 ივლისი 2022 22:04
0
ძალიან ამაყი ვარ !!! მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ მაგ ლამაზ და წესიერ უქართულეს გულებში !!!
ილიავარ...
10 ივლისი 2022 22:00
0
საქართველოოსსს გააუმააარრრრრრ???!!!!!
ქართველი
10 ივლისი 2022 22:09
0
ნამდვილად, გაუმარჯოოოოოსსსს.
ქართველსს
10 ივლისი 2022 22:23
1
ვახტანგ, სენი წილიმე, სეგვარგე ზეიმი და სიხარული! რა დროს, სსსსსსსს-ებზეა ლაპარაკი?
zauri
11 ივლისი 2022 10:40
0
ყველა გამოხმაურება
ნინიაშვილი ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო ფულბეკია. არ მომერიდება ამის თქმა და არც ემოციებზე ვწარ ამას და არაფერი მსგავსი. ზე კლასის მოთამაშეა
1223
10 ივლისი 2022 22:24
0
აუ ქართველები ამ წაგებას როგორ გადაიტანენო რო ბლატაობდა იტალელი ერთი, ეხლა თვითონ როგორ გადაირანს თუ კაცია ეგ სიტყვები რომ გადაახიეს თავზე. ერთი უნდა ამოუბეჭდო ეგ ინტერვიუ იტალიურად წააკითხო თავისი ნალაპარაკევი და კითხო მერე ვაჟკაც გადაგახიო ეხლა თავზე თქო??
Tfu
10 ივლისი 2022 22:02
2

სიახლეები პოპულარული