გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
დღეს მე ვნახე ორი ძალიან ძლიერი გუნდის თამაში ისეთი, მსოფლიოს ჩემპიონატს რომ დაამშვენებდა.
ჟორა გაბრიჭიძე
10 ივლისი 2022 22:44
1
ფანტასტიკა, ბრავო ბიჭები. ჩვენ შევამტვრიეთ 6 ერის კარი. 6 ერში თუ არ მიგვიღებენ, იქნებ ევროპის ჩემპიონატის დაარსება დაჩქარდეს. ჩვენს ადგილას გერმანია რომ ყოფილიყო შემდეგივე წელს შეცვლიდნენ 6 ერის წესებს.

ნინიაშვილი და აბჟანდაძე რაგბის ხვიჩა კვარაცხელიები არიან.
დააT
10 ივლისი 2022 22:33
3
ყველამ დაგლიჯა, მადლობა ჟილკიან კაცებს, მადლობა მაისაშვილს, აი თამაში ეს იყო, ესე გააგრძელეთ და კიდევ უფრო უკეთესად, ტემპმა და შემართებამ გამაგიჟა, მოკლედ აშენდი ქართულო გენო.............
მადლობა ბიჭებს...............
10 ივლისი 2022 22:04
0
იტალიელების თამაშამდე კომენტარები -

"მათ ძალიან უნდათ დაგვამარცხონ, თუმცა, ახლა ძალთა რეალური შეფარდება გამოჩნდება"

"ბოლოს და ბოლოს საქართველოს რეიტინგში გადავასწრებთ"


"არ ვიცი ქართველები ამ მარცხს როგორ გადაიტანენ"
Macaroneeeee
10 ივლისი 2022 22:36
0
გილოცავთ, დაუჯერებელი შეძლეს ბიჭებმა.
ანდრი
10 ივლისი 2022 22:04
2
ბიჭებო ლომებო, ვაჟკაცებო გენაცვალეეეთ!!!!!!!!!!!!! ორგანიზებისთვის რაგბის კავშირი ბრავო!!!!!!!!!
გიორგი
10 ივლისი 2022 22:02
0
ეს ერთი და სხვა მრავალი! უდიდესი წარმატებები საქართველოს მომავალშიც და დიდი მადლობა ამ სიხარულისათვის...
ვახო...
10 ივლისი 2022 22:03
0
ლეონარდო მარინი: "საფრანგეთში ბევრი ქართველი თამაშობს და თანაც, საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს ნამდვილად გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, ძალიან გვინდა მათ მოვუგოთ. ნამდვილად არ ვიცი, ისინი ამ მარცხს როგორ გადაიტანენ"

-----

ანუ საფრანგეთში გაბლატავდნენო ეს ქართველები და ეხლა უნდა მოვსვათო თავიანთი ადგილი ვასწავლოთო დავაჩ*** როთო არ ვაბლატავოთო რა
=====
10 ივლისი 2022 22:31
1
მადლობა, ბიჭებს თავდადებისთვის, ემოციისთვის, სიამაყესთვის!!!
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
გილოცავთ ყველას!!!
შალვა 73
10 ივლისი 2022 22:42
1
უუფ რა გაასწორა. ბევრი უნდა იყოს ასეთი დღეები.
ალექსანდრე
10 ივლისი 2022 22:00
3

სიახლეები პოპულარული