გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
გილოცავთ გამარჯვებას!!! მეცოდება, და ვაი იმას, ვინც ბოღმისა და შურის გამო ვერ/არ გაიხარა ამ გამარჯვებით... ვაი, ვაშაძე, ხოშტარია... სამადაშვილო...
tngh
11 ივლისი 2022 14:31
16
ნაც არხებზე საერთოდ არაფერი არ უთქვამთ თითქოს არაფერიც არ მომხდარა @ ბოღმით არიან გასიებულები @@
zura222
11 ივლისი 2022 15:54
3
რა დონის ცბიერები,გაიძვერები,ვერაგობი-სიძულვილთ სავსე ხართ-ქოც-ებო, ანუ -მტერი,რუსეთმეხოტბეებო,ტვინით,მენტალურად,მსოფლაღქმით,ცნობიერებით გადაგვარებულ-გარუსებულებო,ან ნკვდ-ში დამუშავებული -კრიმინალური იდეოლოგიით დაავადმყოფებულ-დეგრადირებულები,ე.ი. ყოველგვარი ეროვნული, სახელმწიფო აზროვნება-პასუხისმგებლობა, ღ ი რ ს ე ბ ი ს დაცვის განცდისაგან დაცლილებო...-აქაც და ყოველგან რომ უ ს რ უ ლ ე ბ თ რუს-მონღოლებს და ამძაფრებთ,მუდმივ, დაუსრულებლად,ყოველგან შიდა სიძულვილი-დაპირიოსპირებას - რუსული დემაგოგია-პროპაგანდით...
ნაც-ების დროს დაიწყო-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს სპორტისადმი სერიოზული ფინასნსების გამოყოფა-განვითარებისათვის, როცა რეფორმებით-სახელმწიფო ინსტიტუციები მოაძლიერეს-ფუნქციური გახადეს (აბა მოიძიეთ 2003 წლამდე რამდენი იყო-სპორტის სამინისტროსს დაფინასნსება და მერე 2012 წლისათვის)
-ხ ე დ ა ვ ს ერი, ახალგაზრდობა -რა ცბიერება-ვერაფობა გაქვთ (რუსული) და დღესაც სად მიათრევთ სახელმწიფოს, მით ვერაფერს მალავთ და ნუ იხარეჟებით -მაგ სიძულვილი-დემაგოგიის პროპაგანდით, ა ღ ა რ, ვ ე ღ ა რ ჭრის,ვერა !
კახაბერი
11 ივლისი 2022 17:01
13
ყველა გამოხმაურება
რომი დაეცა! საქართველოს გაუმარჯოს! გილოცავთ, ღმერთმა სულ ასე გახარებული გამყოფოთ!
მაგრებო
11 ივლისი 2022 09:01
0
გილოცავთ, ამდენი ჯარიმების გაფუჭების მაგივრად ლელოზე გვეთამაშა რამდენი ლელოს შანსი გავუშვით ხელიდან, თან დროსაც ხომ მეტს იგებ არა ?
rugby
10 ივლისი 2022 22:07
32
სხვაგან მოხვდი ძმაო , გაიარე :D
sonigi
10 ივლისი 2022 22:36
5
მსოფლიოს ბევრი მოწინავე ერი ვერ ახერხებს რაგბის, ფეხბურთის, და კალათბურთის ერთდროულად წარმატებით თამაშს. ან ტრადიციები არა აქვთ. მაგალითად არიან რასაც ქვია საფეხბურთო ერი, საკალათბურთო ერი, სარაგბო მაგრამ სამივე ერთდროულად რომ იყოს ეგეთები არა. ძალიან ცოტა. მაგალითად გერმანია მარტო ფეხბურთს და კალათბურთს თამაშობს რაგბში არაფერი არ არიან. ბრიტანელები რაგბს და ფეხბურთს კალათბურთში არაფერი არ არიან. ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთს არაუშავს მაგრამ რაგბში ჩვენი მდევარია, პორტუგალია კალათბურთს ვერა, ხორვატები და სერბები რაგბი არ იციან საერთოდ რა არის, რუსები ცდილობდნენ მაგრამ მივახრჩვეთ... და ასე შემდეგ, ამერიკა რაგბში უმატებს ამ ბოლო დროს და ფეხბურთშიც ამოქაჩეს მარა მაინც ვერ ქაჩავენ. მოკლედ, მთელ მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ერებია ვინც ამ სამივე სპორტში ტრადიციული და სერიოზული ძალაა არიან და ესენი ვართ: არგენტინა, საფრანგეთი, იტალია საქართველო და ჩვენც მათ შორის ვართ. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ვართ ერთერთი ყველაზე სპორტული ერი. პრინციპში
არგენტინა ჯინობილის მერე რა არი კალათბურთში, არ გამოგია მაგათი ახალი არაფერი. კიდევ რუსეთი ცდილობდა მაგრამ მივასაკლავეთ. მაგათი არი ხოკეი. ასე რომ ჩვენ ქართველები მთელ მსოფლიოში 3 თუ 4 ერს შორის ვართ როგორც ყველაზე სპორტული ერი 3 მილიონიანი ერი.
ქართველი.
11 ივლისი 2022 06:09
0
ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ან რომელიმე გუნდის მიღწევას ხომ არ შემახსენებდი? ოღონდ არ მითხრა, 1981 წელს დინამომ თასი მოიგოო. 40 წლის წინანდელ წარმატებეს არ ვთვლი, მასე უნგრეთს სულაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვს ნატამაშები, მაგრამ არა მგონია, ვინმემ საფეხბურთო გრანდებში ჩათვალოს.
თამაზი
11 ივლისი 2022 10:30
4
უნგრეთის "დიდი გუნდი" აღიარებულია ისტორიაში ერთერთ საუკეთესოდ და სამეულშია შესული ! რინუს მიხელსმა სანამ "ტოტალური ფეხბურთი" მოიგონა 20 წლით ადრე თამაშობდნენ უნგრელები ტოტალურ ფეხბურთს და ანადგურებდნენ ყველას და ყველაფერს ! ერთ მაგალითს მოვიყვან --ყველამ იცის რომ ინგლისელები 1955 წლამდე არ კადრულონდნენ მსოფლიოს თემპიონატებზე თამაშს იწვევდნენ მსოფლიოს ჩემპიონებს ამხანაგურ თამაშებში და ანადგურებდნენ 8-0 12-1 და ასე შემდეგ და როცა ნახეს რომ უნგრელები 5 წლის განმავლობაში ყველას უგებდნენ გადაწყვიტეს მოდით მაგათაც მივუჩინოთ თავიანთი ადგილიო და მიიწვიეს ლონდონში დახვდნენ უძლიერესი გუნდით და წააგეს 3-6 ! და ის წაგება გაუგევრობას დააბრალეს და დაიქადნეს 6 თვეში ბუდაპეშტში გავანადგურებთო და პირიქით თვითონ განადგურდნენ 1-7 DD ასე როოომ !!!
zura222
11 ივლისი 2022 16:12
0
GILOCAVT ise anbuseridze sad brzandeboda ar chanda arsad etyoba jibis biliards tamashobda
Simarte
10 ივლისი 2022 22:41
3
მაისაშვილს გდადგეს ?
dato
10 ივლისი 2022 22:31
10
ნავალოვსკიმ რო შეაგინა ყველას, ვისაც ჩვენი არ გჯეროდათ იმათი დ""""" შ"""""-ო, ესპანეთთან მოგების მერე, დაახლოებით ეგეთ ტალღაზეა მაისაშვილი და სირცხვილია ბატონოჩემო. იქნებ შეეშვათ გულშემატკივართან ომს, თან როცა მართალი არ ხართ. წაგებული საქმეა თავიდანვე.

სანდრიკა
11 ივლისი 2022 12:50
13
კომენტირება ასეთი უვარგისი რატომ არის ყველა სპორტში?? ერთი უიმბლდონს ვუყურე სიამოვნებით. მშვნივრად მიყავდათ ბიჭებს, სპორტიც ესმოდათ და არც ლაპარაკი ეშლებოდათ... კარგი, ლაპარაკი არ იცი, ხმა არ გივარგა, პატივისცემა მაინც გქონდეს მაყურებლის და ამ სახელებით და მეტსახელებით მოხსენიებას მოთამაშეებისას შეეშვი. ათასში ერთხელ მოსულა, მაგრამ სულ ეს ვასკა, ბექსონა, ჯექსონა რა უბედურებაა? 20-ჯერ ახსენეს ეს ვასკა და მაინც ვერ გავიგე ვინ იყო.
odala
11 ივლისი 2022 10:04
28
ტყუილად დაგიკარგავს დრო
ვასკა-ვასილ ლობჟანიძე #9
ბექსონა- ბექა გრგაძე #8

რაგბში ზედმეტსახელებით ან სახელებით მოხსენიება არ არის უცხო და ხშირად იყენებენ არამარტო ჩვენთან, ისევ ტენისით ისიამოვნე შემდეგში.
me
11 ივლისი 2022 10:21
8
არ გინდათ, ვის ესთეტიკაშიც არ ჯდება ჯაჯგური, ისიც აიყოლიოთ? სექტაა? იქნებ პირველად ვუყურებ და მაინტერესებს რა ხდება. შენნაირებმა ხომ ისედაც იციან ვასკა? კომენტატორის მისია მათ შორის ისიც უნდა იყოს ახალი გულშემატკივარი გადმოიბიროს და არა 'ქუულ' თინეიჯერივით სამეგობროს ენით ისაუბროს რომ არავის ესმოდეს.
odala
11 ივლისი 2022 13:20
3
ყველა გამოხმაურება
დიდი მადლობა ბიჭებს ჩვენი ასე გახარებისთვის.
ახლა 1 კითხვა მაქვს და თქვენი აზრი დაწერეთ რაშია საქმე.
მაინტერესებს რა არის მიზეზი შერკინებაში ჩვენი ასეთი დასუსტების. თითქოს მორკინალებიც კარგი გვყავს, მეორე ხაზიც და ასეთი კატასტროფული ცვლილება უარესობისკენ არსად მინახავს. თან რაც დრო გადის, მით უფრო ვსუსტდებით.
ზოგიერთი ამბობს, რომ გარკვეული ხრიკები გვქონდა, რომლებიც ამოიცნეს. მაგრამ ჯერ ერთი რამდენიმე ათეული წელია ვერაფერს გვიხერხებდნენ და მეორეც, შეიძლება რაღაც გაგვიშიფრეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყველა მაჩანჩალა გუნდთან აგებდე შერკინებას.
დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია შერკინება. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი გუშინდელი შერკინების შემყურე.
აბა თქვენი აზრები მომაწოდეთ.
დათო
11 ივლისი 2022 11:41
1
პირველ რიგში იმის ბრალია რომ 5 წლის წინ ინგლისელი შერკინების მწვრთნელი მოათრია სვანიძემ @ არადა ინგლისელებს იქეთ ვასწავლიდით და ვავარჯიშებდით შერკინებაში და ზუსტად შერკინების სასწავლად მიიწვიეს ინგლისში ჩვენი ნაკრები ადრე ერთობლივ ვარჯიშებზე ! და მეორე მიზეზი ისაა რომ იგივე 5 წლის წინ გადაწყვიტეს რომ შერკინებაში ისედაც მაგრები ვართ და დროა ხაზსაც მივხედოთო (თითქოს შერკინება ხელს უშლიდა ხაზის მიხედვას @) აი ამის გამო დასუსტდა ჩვენი შერკინება @ არადა მართლაც უძლიერესები ვიყავით ამაში ! არ დამავიწდება როგორ ათრევდნენ ხოლმე ირლანდიის და ახალი ზელანდიის ნაქებ შერკინებებს !
zura222
11 ივლისი 2022 16:01
0
ორივე კომენტარს ვეთანხმები. ორი აზრი არაა, ადრე ჩვენი შერკინება უფრო ძლიერი იყო და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მართლაც ის იქნება, რომ შერკინების გაწვრთნა უცხოელის მაგივრად რომელიმე მათგანს ჩავაბაროთ, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გარემოება.
ჯერ ერთი ჩვენი შერკინების დასუსტება ზემოთჩამოთვლილი მორაგბეების (ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი გორგოძე) დროს დაიწყო და მეორე ყველაზე მთავარი: თითქმის ყველა გუნდთან, ჩვენ გვქონდა ტოტალური უპირატესობა ამ ასპექტში. აქედან გამომდინარე, ძლიერი მოთამაშების წასვლა შერკინებას უნდა დასტყობოდა, მაგრამ ასე კატასტროფულად არა. ანუ, იმ პირობებში, როცა გვყავს საკმაოდ ძლიერი მორკინალები ევროპის მსაშტაბით, მინიმუმ კონლურენტუნარიანი უნდა ვიყოთ. ჩვენ კი მსოფლიოს საუკეთესო შერკინებიდა, ერთერთ ყველაზე სუსტ შერკინებას ვიქეცით სულ რამოდენიმე წელში.
რატომ, რანაირად - აი ეს ვერ ამიხნია ვერაფრით.
დათო
11 ივლისი 2022 14:39
0
ყველა გამოხმაურება
,,შესანიშნავი შვიდეულის,, დროა!
ოღონდ-საქართველოს ჭირდება-შერკინებაში დომინირების აღდგენა(გორგოძის თაობა -ზელანდიასაც ტოლს არ უდებდა)
და რაგბში დიდი ბიჭების მოზიდვა(მაღლები -სიმაღლე-სიგანეში)-მეტი ფიზიკა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს-შეგვიძლია...
მოკლედ-შეგვიძლია-1-ლ-6-შიც დავმკვიდრდეთ,რისთვის საჭიროა-გვჭირდება-ეროვნულ ჩემპიონატებში დ ი დ ი ფინანსების ჩადება-,,დიდი 10,, ავიყვანოთ ტოპ-14-ს დონეზე, რისთვის საჭიროა-სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება, მისთვის დასავლეთ სამყაროსთან სტრა-ლი პარტნიორობა-გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სამყაროს წევრი(დღესაც ბიჭებს ფაქტიურად ფრანგები გვიმზადებენ)
და არა-დავრჩეთ როგორც ვართ-ფაქტიურად რუსულ გუბერნიად-ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანად-არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი...- ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებლებით, სამწუხაროდ შეუქცევადის!
- აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
კახაბერი
11 ივლისი 2022 13:14
10

სიახლეები პოპულარული