გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
გილოცავთ... წარმატებები... ეს ერთი და სხვა მრავალი...
ქუთაისი
11 ივლისი 2022 10:53
0
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს 24 კამერა აშუქებდა და ვიდეომსაჯი ემსახურებოდა, დაშვებულ იქნა 2 დიდი შეცდომა. პირველი ის, რომ ჩვენი მესამე ლელოს დროს გაასინბინეს იტალიელთა 8 ნომერი ცინიკური ჯარიმისთვის (ნინიაშვილი რომ შებოჭეს ლელოდან 1 მეტრში, ბურთს დააწვა და „კლავდა“) და ეს ყველაფერი კადრში არ მოხვდა, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეცდომა, იტალიელთა ლელოს დროს იყო 100%-იანი ჯარიმა. წაქცეული იტალიელი ხდება რაქის მონაწილე, რა დროსაც სრულად კარგავს ბურთზე კონტროლს და ბურთი ვარდება რაქიდან. ამის შემდეგ იგივე იტალიელი, რომელსაც ბურთზე შეხება აღარ შეეძლო, ხელით აგორებს ბურთს თავისიანებისკენ, რაც ისჯება ჯარიმით და ყვითელი ბარათით. იხილეთ ვიდეო, მაინტერესებს თქვენი აზრიც.

https://vimeo.com/manage/videos/729123821
გააშუქეთ ეს საკითხი
12 ივლისი 2022 12:26
0
ეხლა დავაკვირდი ვიდეოს და ჯარიმა იყო 100%. ეს არ უნდა გამორჩენოდათ!
გულ_შემატკივარი
12 ივლისი 2022 12:45
0
ვასკას პასები ზეუმაგრესები იყო. ნინიაშვილი-აბჟანდაძე გლიჯავს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, მადლობა ბიჭებს და მაისაშვილს
სტალინი
11 ივლისი 2022 16:24
1
ეს რა სიგიჟე იყოოო!!! ტანში ახლაც ჟრუანტელი მივლის. თუ რამე სამართალი არსებობს რეგბის სამყაროში, ექვსი ერის ან მინიმუმ შვიდი ერის ჯახები თბილისსა და ბათუმში შორს არ უნდა იყოს.
ჩელე
11 ივლისი 2022 09:51
1
ირტყუებიან იტალიელები რომ აბობენ თითქოს პორველი თამაში ჩავატარეთ ასდე ძლიერად პირველი ჯგუფის გიბდთანო გაიხსენონ ჯერ კიდევ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მაშინდელი მსოფლიო რეიტინგის მესამე გუნდი ირლანდია 10-14 რომ გადაგვირჩა კი არა მოგებული იყო ის თამაში 100% ლელო არ ჩაგვითვალეს და წესით 17-14 უნდა მორჩენილიყო ის თამაში 2017 წელს ასევე გადაგვირჩა უელსი(თანაც სტუმრად) 6-12 დამთავრა ის თამაში მაგრამ მთელი მეორე ტაიმი გადაუარეს ჩვენებმა და ნაღდად მოუგებდნენ მაგრამ მსაჯები ჩაერივნენ საქმეში(ასიანი ზემოდან უნრძანეს) და ბოლო 10 წუთში ორჯერ ლელოს დადევამდე რომ არაფერი გვაკლდა ორივეჯერ უსამართლოდ დაგვაჯარიმეს და ასე გადაარჩინეს უელსი @@
zura222
11 ივლისი 2022 07:35
1
პირველ რიგში ვულოცავ ქართველ რაგბისტებს და გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას!!!
ეხლა ექვსეულის რეფორმასთან დაკავშირებით:
1) ექვსეულს შვიდეულად არავინ გარდაქმნის, იქიდან გამომდინარე რომ ამ შემთხვევაში ყოველ ტურში ერთ გუნდს მოუწევს დასვენება და ყოველკვირეული თამაშების ნაცვლად პერიოდულად ყველა გუნდი მორიგ თამაშს ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს. აწყობთ კი მათ ესეთი არარითმიულობა გუნდებს და მათ მესვეურებს, რაც გარდა იმისა რომ დაარღვევს მატჩისათვის მომზადების გრაფიკს, ზრდის გუნდის შეკრების ვადას და ფინანსურადაც გაუმართლებელია.
რვა გუნდად გარდაქმნის შემთხვევაში, ისმის კითხვა ვინ იქნება ის მერვე? (პორტუგალია, რუმინეთი თუ ესპანეთი, რომლებიც საქართველოსაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან).
2) დავუშვათ მიგვიღეს მე–7 გუნდად: დადგენილი საერთაშორისო ნორმების მიხედვით საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 50 ევრო (დაახლოებით 150 ლარი). როგორ ფიქრობთ ბევრი ბილეთი გაიყიდება ან გადაივსება სტადიონები. უმაყურებლო თამაში კი ვიცით რაც არის...
გულშემატკივარი
11 ივლისი 2022 17:07
1
მართალი ხარ ტყუილი ოცნებაა 6 ერში ჩვენი თამაში ! ევროკავშირში და ნატოში უფრო ადვილად მიგვიღებენ ვიდერე 6 ერში @ ბილეთების ფინანსების შორი მანძილის ინრასტრუქტურის გარდა არის მთავარი მიზეზი---არავის არ ვჭირდებიით არც ევროკავშირში არც ნატოში და არც 6 ერში @@
zura222
11 ივლისი 2022 17:35
3
სანამ იტალიას დაამატებდნენ ზუსტად მასე იყო და შეჩვეულები არიან.
მეორეც მსოფლიო ჩემპიონატისასაც 5 გუნდია ჯგუფში, ანუ კენტი. ასე რომ რაგბის სამყაროს არ ააქვს პრობლემა კენტი რაოდენობა გუნდებზე.
მეორე ამჯერად გათამაშებისას ზოგი გუნდი 3 თამაშს თამაშობს სახლში და 2ს გარეთ და ზოგი პირიქით 2ს სახლში და 3ს გარეთ რაც მთლად სამართლიანი არაა. 7 გუნდის შემთხვევაში ყველა 3ს შინ და გარეთ ითამაშებს ასე რომ წესით უნდა აწყობდეთ.
გულშემატკივარს
14 ივლისი 2022 17:12
0
ყველა გამოხმაურება
"მაისაშვილო წადიიიი..."
Zviads
11 ივლისი 2022 09:28
6
რაგბი სამხედრო და მილიტარისტული სპორტია ეს არის სამხედროების სპორტი. სამხედროების უმეტესობა რაგბს ფიზიკურად და მენტალურად ყველაზე ახლო არის ჯართან და სამხედროებთან. ტყუილად არ დაიწყო ჩვენი რუსებთან სარაგბო დაპირისპირება 1993 იდან აფხაზეთის ომის მერე. ყველაზე კაცური სპორტია და კაცური პრესტიჟის თამაშია საერთოდ. ასე რომ რაგბში რომ მაგათ უგებ ან შენ სიტყვას ამბობ ეგ იმას ნიშნავს რომ მეც კაცი ვარო ან შენზე ნაკლები კაცი არ ვარო მეც. მაგიტომ არის რომ არ სიამოვნებთ, ყველას აბლატავება არ უნდათ მაგათზე დიდი არავინ არ უნდა იყოს და მაგათ გარდა არავინ არ უნდა იბლატაოს. კიდევ არის ალბათ პოლიტიკური მიზეზებიც. მოკლედ ნატოში სანამ არ გვიღებენ მანამდე არ მიგვიღებენ მანდაც ან არც მაგის მერე ალბათ. ამიტომ ძალიან დიდი საქმეა შენ რაგბში რომ ვიღაცას უგებ და ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია საერთოდ. რაგბი რომ ვითომ მნიშვნელოვანი არ არის მაგას მხოლოდ სუსტი და წაგებული იძახის, და ეგ მოდის რუსებისგან მას მერე რაც ჩვენ რაც საბოლოო დავასამარეთ რაგბში იმიტომ რომ რუსეთში რაგბი არის წაგებული სპორტი.
1
11 ივლისი 2022 05:27
1
მანამდე საბჭოთა კავშირი იყო და რუსეთის ნაკრებთან როგორ ვითამაშებდით?ქართული გუნდები,მუდამ ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ.სამჯერ აია გახდა ჩემპიონი,თბილისის გუნდებიც მუდამ ლიდერებში იყვნენ და რუსული გუნდების შემადგენობაშიც,ლიდერები ძალიაბ ხშირად იყვნენ ქართველები.ასევე იყო წყალბურთშიც
სოსო
11 ივლისი 2022 16:25
0

სიახლეები პოპულარული