პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!
https://vimeo.com/manage/videos/729123821
ეხლა ექვსეულის რეფორმასთან დაკავშირებით:
1) ექვსეულს შვიდეულად არავინ გარდაქმნის, იქიდან გამომდინარე რომ ამ შემთხვევაში ყოველ ტურში ერთ გუნდს მოუწევს დასვენება და ყოველკვირეული თამაშების ნაცვლად პერიოდულად ყველა გუნდი მორიგ თამაშს ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს. აწყობთ კი მათ ესეთი არარითმიულობა გუნდებს და მათ მესვეურებს, რაც გარდა იმისა რომ დაარღვევს მატჩისათვის მომზადების გრაფიკს, ზრდის გუნდის შეკრების ვადას და ფინანსურადაც გაუმართლებელია.
რვა გუნდად გარდაქმნის შემთხვევაში, ისმის კითხვა ვინ იქნება ის მერვე? (პორტუგალია, რუმინეთი თუ ესპანეთი, რომლებიც საქართველოსაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან).
2) დავუშვათ მიგვიღეს მე–7 გუნდად: დადგენილი საერთაშორისო ნორმების მიხედვით საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 50 ევრო (დაახლოებით 150 ლარი). როგორ ფიქრობთ ბევრი ბილეთი გაიყიდება ან გადაივსება სტადიონები. უმაყურებლო თამაში კი ვიცით რაც არის...
მეორეც მსოფლიო ჩემპიონატისასაც 5 გუნდია ჯგუფში, ანუ კენტი. ასე რომ რაგბის სამყაროს არ ააქვს პრობლემა კენტი რაოდენობა გუნდებზე.
მეორე ამჯერად გათამაშებისას ზოგი გუნდი 3 თამაშს თამაშობს სახლში და 2ს გარეთ და ზოგი პირიქით 2ს სახლში და 3ს გარეთ რაც მთლად სამართლიანი არაა. 7 გუნდის შემთხვევაში ყველა 3ს შინ და გარეთ ითამაშებს ასე რომ წესით უნდა აწყობდეთ.
ოღონდ-საქართველოს ჭირდება-შერკინებაში დომინირების აღდგენა(გორგოძის თაობა -ზელანდიასაც ტოლს არ უდებდა)
და რაგბში დიდი ბიჭების მოზიდვა(მაღლები -სიმაღლე-სიგანეში)-მეტი ფიზიკა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს-შეგვიძლია...
მოკლედ-შეგვიძლია-1-ლ-6-შიც დავმკვიდრდეთ,რისთვის საჭიროა-გვჭირდება-ეროვნულ ჩემპიონატებში დ ი დ ი ფინანსების ჩადება-,,დიდი 10,, ავიყვანოთ ტოპ-14-ს დონეზე, რისთვის საჭიროა-სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება, მისთვის დასავლეთ სამყაროსთან სტრა-ლი პარტნიორობა-გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სამყაროს წევრი(დღესაც ბიჭებს ფაქტიურად ფრანგები გვიმზადებენ)
და არა-დავრჩეთ როგორც ვართ-ფაქტიურად რუსულ გუბერნიად-ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანად-არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი...- ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებლებით, სამწუხაროდ შეუქცევადის!
- აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
ახლა 1 კითხვა მაქვს და თქვენი აზრი დაწერეთ რაშია საქმე.
მაინტერესებს რა არის მიზეზი შერკინებაში ჩვენი ასეთი დასუსტების. თითქოს მორკინალებიც კარგი გვყავს, მეორე ხაზიც და ასეთი კატასტროფული ცვლილება უარესობისკენ არსად მინახავს. თან რაც დრო გადის, მით უფრო ვსუსტდებით.
ზოგიერთი ამბობს, რომ გარკვეული ხრიკები გვქონდა, რომლებიც ამოიცნეს. მაგრამ ჯერ ერთი რამდენიმე ათეული წელია ვერაფერს გვიხერხებდნენ და მეორეც, შეიძლება რაღაც გაგვიშიფრეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყველა მაჩანჩალა გუნდთან აგებდე შერკინებას.
დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია შერკინება. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი გუშინდელი შერკინების შემყურე.
აბა თქვენი აზრები მომაწოდეთ.