გასკდა გული, გატყდა ნავსი და იტალია - საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მივყვეთ თანმიმდევრობით: სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ ჩვენი
დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. აბჟანდაძემ მალევე უპასუხა რეალიზებული საჯარიმოთი. მერე ისევე როგორც პირველ ტაიმში აბჟანდაძემ, აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, თუმცა შემდეგ მან საჯარიმო გამოიყენა. ისევ შეამცირა მოწინააღმდეგემ საჯარიმოთი სხვაობა. საპასუხო შეტევისას აფრასიძემ საჯარიმო ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ 1 წუთში გამოიყენა აფრასიძემ. შემდეგ საჯარიმო ალანმა ააცილა და ტიერ1-ის გუნდს ვძლიეთ.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის - გილოცავთ!

მკითხველის კომენტარები / 100 /
მიუხედავად იმისა, რომ თამაშს 24 კამერა აშუქებდა და ვიდეომსაჯი ემსახურებოდა, დაშვებულ იქნა 2 დიდი შეცდომა. პირველი ის, რომ ჩვენი მესამე ლელოს დროს გაასინბინეს იტალიელთა 8 ნომერი ცინიკური ჯარიმისთვის (ნინიაშვილი რომ შებოჭეს ლელოდან 1 მეტრში, ბურთს დააწვა და „კლავდა“) და ეს ყველაფერი კადრში არ მოხვდა, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეცდომა, იტალიელთა ლელოს დროს იყო 100%-იანი ჯარიმა. წაქცეული იტალიელი ხდება რაქის მონაწილე, რა დროსაც სრულად კარგავს ბურთზე კონტროლს და ბურთი ვარდება რაქიდან. ამის შემდეგ იგივე იტალიელი, რომელსაც ბურთზე შეხება აღარ შეეძლო, ხელით აგორებს ბურთს თავისიანებისკენ, რაც ისჯება ჯარიმით და ყვითელი ბარათით. იხილეთ ვიდეო, მაინტერესებს თქვენი აზრიც.

https://vimeo.com/manage/videos/729123821
გააშუქეთ ეს საკითხი
12 ივლისი 2022 12:26
0
ეხლა დავაკვირდი ვიდეოს და ჯარიმა იყო 100%. ეს არ უნდა გამორჩენოდათ!
გულ_შემატკივარი
12 ივლისი 2022 12:45
0
პირველ რიგში ვულოცავ ქართველ რაგბისტებს და გულშემატკივრებს ისტორიულ გამარჯვებას!!!
ეხლა ექვსეულის რეფორმასთან დაკავშირებით:
1) ექვსეულს შვიდეულად არავინ გარდაქმნის, იქიდან გამომდინარე რომ ამ შემთხვევაში ყოველ ტურში ერთ გუნდს მოუწევს დასვენება და ყოველკვირეული თამაშების ნაცვლად პერიოდულად ყველა გუნდი მორიგ თამაშს ორ კვირაში ერთხელ ჩაატარებს. აწყობთ კი მათ ესეთი არარითმიულობა გუნდებს და მათ მესვეურებს, რაც გარდა იმისა რომ დაარღვევს მატჩისათვის მომზადების გრაფიკს, ზრდის გუნდის შეკრების ვადას და ფინანსურადაც გაუმართლებელია.
რვა გუნდად გარდაქმნის შემთხვევაში, ისმის კითხვა ვინ იქნება ის მერვე? (პორტუგალია, რუმინეთი თუ ესპანეთი, რომლებიც საქართველოსაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან).
2) დავუშვათ მიგვიღეს მე–7 გუნდად: დადგენილი საერთაშორისო ნორმების მიხედვით საქართველოში ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასმა უნდა შეადგინოს არანაკლებ 50 ევრო (დაახლოებით 150 ლარი). როგორ ფიქრობთ ბევრი ბილეთი გაიყიდება ან გადაივსება სტადიონები. უმაყურებლო თამაში კი ვიცით რაც არის...
გულშემატკივარი
11 ივლისი 2022 17:07
1
სანამ იტალიას დაამატებდნენ ზუსტად მასე იყო და შეჩვეულები არიან.
მეორეც მსოფლიო ჩემპიონატისასაც 5 გუნდია ჯგუფში, ანუ კენტი. ასე რომ რაგბის სამყაროს არ ააქვს პრობლემა კენტი რაოდენობა გუნდებზე.
მეორე ამჯერად გათამაშებისას ზოგი გუნდი 3 თამაშს თამაშობს სახლში და 2ს გარეთ და ზოგი პირიქით 2ს სახლში და 3ს გარეთ რაც მთლად სამართლიანი არაა. 7 გუნდის შემთხვევაში ყველა 3ს შინ და გარეთ ითამაშებს ასე რომ წესით უნდა აწყობდეთ.
გულშემატკივარს
14 ივლისი 2022 17:12
0
6 ერამდე 5 ერი იყო, 5 კი კენტია :). ასე რომ, ეგ მიზეზი არ ვარგა
მერაბი
11 ივლისი 2022 22:15
0
ყველა გამოხმაურება
ვასკას პასები ზეუმაგრესები იყო. ნინიაშვილი-აბჟანდაძე გლიჯავს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, მადლობა ბიჭებს და მაისაშვილს
სტალინი
11 ივლისი 2022 16:24
1
გილოცავთ გამარჯვებას!!! მეცოდება, და ვაი იმას, ვინც ბოღმისა და შურის გამო ვერ/არ გაიხარა ამ გამარჯვებით... ვაი, ვაშაძე, ხოშტარია... სამადაშვილო...
tngh
11 ივლისი 2022 14:31
16
აბა რა უნდა გელაპარაკო
tngh-ს
11 ივლისი 2022 18:11
2
რაც 2012 მერე წარმატებები აქ ქართულ სპორტს არ ქონია არასდროს ბიძინას თუ სადმე არ ეთქმის საყვედური ეს სპორტის დაფინანსებაა ქართუმ მარტო თავის ხარჯით რამდენი მოედანი და ბაზა ააშენა რეგიონი არ არი ერთი ორი მოედანი არ იყოს მთლად დაუნახავები ნუ იქნებით სხვა რამეს არ ვეხები ამ საკითხში როგორ უნდა იყო მართლა დაუნახავი და უმადური
დათო
11 ივლისი 2022 17:55
0
ყველა გამოხმაურება
,,შესანიშნავი შვიდეულის,, დროა!
ოღონდ-საქართველოს ჭირდება-შერკინებაში დომინირების აღდგენა(გორგოძის თაობა -ზელანდიასაც ტოლს არ უდებდა)
და რაგბში დიდი ბიჭების მოზიდვა(მაღლები -სიმაღლე-სიგანეში)-მეტი ფიზიკა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს-შეგვიძლია...
მოკლედ-შეგვიძლია-1-ლ-6-შიც დავმკვიდრდეთ,რისთვის საჭიროა-გვჭირდება-ეროვნულ ჩემპიონატებში დ ი დ ი ფინანსების ჩადება-,,დიდი 10,, ავიყვანოთ ტოპ-14-ს დონეზე, რისთვის საჭიროა-სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება, მისთვის დასავლეთ სამყაროსთან სტრა-ლი პარტნიორობა-გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სამყაროს წევრი(დღესაც ბიჭებს ფაქტიურად ფრანგები გვიმზადებენ)
და არა-დავრჩეთ როგორც ვართ-ფაქტიურად რუსულ გუბერნიად-ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანად-არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის,რეგიონშიც კი...- ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებლებით, სამწუხაროდ შეუქცევადის!
- აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
კახაბერი
11 ივლისი 2022 13:14
10
ნავალოვსკიმ რო შეაგინა ყველას, ვისაც ჩვენი არ გჯეროდათ იმათი დ""""" შ"""""-ო, ესპანეთთან მოგების მერე, დაახლოებით ეგეთ ტალღაზეა მაისაშვილი და სირცხვილია ბატონოჩემო. იქნებ შეეშვათ გულშემატკივართან ომს, თან როცა მართალი არ ხართ. წაგებული საქმეა თავიდანვე.

სანდრიკა
11 ივლისი 2022 12:50
13
დიდი მადლობა ბიჭებს ჩვენი ასე გახარებისთვის.
ახლა 1 კითხვა მაქვს და თქვენი აზრი დაწერეთ რაშია საქმე.
მაინტერესებს რა არის მიზეზი შერკინებაში ჩვენი ასეთი დასუსტების. თითქოს მორკინალებიც კარგი გვყავს, მეორე ხაზიც და ასეთი კატასტროფული ცვლილება უარესობისკენ არსად მინახავს. თან რაც დრო გადის, მით უფრო ვსუსტდებით.
ზოგიერთი ამბობს, რომ გარკვეული ხრიკები გვქონდა, რომლებიც ამოიცნეს. მაგრამ ჯერ ერთი რამდენიმე ათეული წელია ვერაფერს გვიხერხებდნენ და მეორეც, შეიძლება რაღაც გაგვიშიფრეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყველა მაჩანჩალა გუნდთან აგებდე შერკინებას.
დღეს ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილია შერკინება. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი გუშინდელი შერკინების შემყურე.
აბა თქვენი აზრები მომაწოდეთ.
დათო
11 ივლისი 2022 11:41
1
ვფიქრობ თვითონ რაგბიც საგრძნობლად შეიცვალა,მას შემდეგ და წესებიც.საუკუნის დასაწყისში შერკინება გვყავდა,ყველას ათრევდნენ,მაგრამ მხოლოდ მიწოლის ანაბარა,არაფერი გამოგვდიოდა.უამრავი მატჩი მახსოვს,შერკინებიდან გამოტანილი ბურთი,ნულოვან ზონაში რომ დაგვიდეს,წინააღმდეგობის გარეშე.დღეს უფრო სწრაფად თამაშობენ და ბურჯიც საკმაოდ მოძრავი თუ არ არის,გუნდური სისწრაფე ძალიან მცირდება.ჩვენ კი,ხელდახელ თამაშის და დაბალანსებული რაგბის ათვისება გვსურდა.ამიტომ აქცენტი კეთდება უფრო მოძრავ და ხელით კარგად მოთამაშე მორკინალებზე.სისწრაფეში მოგება,ძალაში წაგების ხარჯზე ხდება.არ გვყავს იმდენი რესურსი,რომ ორივე ასპექტში თანაბრად ძლიერები ვიყოთ.თანაც დღევანდელი მორკინალები საფრანგეთში ყალიბდებიან პროფესიონალებად და ნაწილობრივ მაინც,იქაურ უნარ ჩვევებს ითავისებენ,ისინიც სწავლობდნენ ჩვენი შერკინების ხერხებს და ამდენი ხნის განმავლობაში,სრულყოფილადაც შეისწავლიდნენ.ჩვენი გამოცანა,მათთვის ამოხსნილია.ისედაც იმდენი კუთხიდან იღებენ თამაშს,რაიმეს დამალვა,უკვე გამორიცხულია.ბათუმში,28 კამერა მუშაობდა და ვის რას გამოაპარებ?აგერ ფიჯელებს,ფლანკერებიც კი,120-130 კილოგრამიანები არიან და ხომ გვახსოვს,ჩვენო ორი უკანა ხაზელი,სურგზე ჰყავდათ ჩამოკიდებული და ნაბიჯსაც არ ანელებდნენ.ჩვენც ასე რომ ვიქნებით შერკინებაში,მაშინ დავიბრუნებთ დომინაციას,მაგრამ მოხდება ეს ოდესმე?არა მგონია.
სოსო
11 ივლისი 2022 16:03
1
პირველ რიგში იმის ბრალია რომ 5 წლის წინ ინგლისელი შერკინების მწვრთნელი მოათრია სვანიძემ @ არადა ინგლისელებს იქეთ ვასწავლიდით და ვავარჯიშებდით შერკინებაში და ზუსტად შერკინების სასწავლად მიიწვიეს ინგლისში ჩვენი ნაკრები ადრე ერთობლივ ვარჯიშებზე ! და მეორე მიზეზი ისაა რომ იგივე 5 წლის წინ გადაწყვიტეს რომ შერკინებაში ისედაც მაგრები ვართ და დროა ხაზსაც მივხედოთო (თითქოს შერკინება ხელს უშლიდა ხაზის მიხედვას @) აი ამის გამო დასუსტდა ჩვენი შერკინება @ არადა მართლაც უძლიერესები ვიყავით ამაში ! არ დამავიწდება როგორ ათრევდნენ ხოლმე ირლანდიის და ახალი ზელანდიის ნაქებ შერკინებებს !
zura222
11 ივლისი 2022 16:01
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ... წარმატებები... ეს ერთი და სხვა მრავალი...
ქუთაისი
11 ივლისი 2022 10:53
0
ნახეთ გულშემატკივრობა საქართველოს ულამაზესი კუთხის ქართველებისაგან. კულტურა და სპორტი იგრძნობა
აჭარა
11 ივლისი 2022 10:15
0
ბათუმში კარგი გულშემატკივრობა იყო! სხვა ქალაქებშიც ანალოგიური იქნებოდა – იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, ესოდენ პრინციპული დაპირისპირების დროს.
....
11 ივლისი 2022 16:34
0
კომენტირება ასეთი უვარგისი რატომ არის ყველა სპორტში?? ერთი უიმბლდონს ვუყურე სიამოვნებით. მშვნივრად მიყავდათ ბიჭებს, სპორტიც ესმოდათ და არც ლაპარაკი ეშლებოდათ... კარგი, ლაპარაკი არ იცი, ხმა არ გივარგა, პატივისცემა მაინც გქონდეს მაყურებლის და ამ სახელებით და მეტსახელებით მოხსენიებას მოთამაშეებისას შეეშვი. ათასში ერთხელ მოსულა, მაგრამ სულ ეს ვასკა, ბექსონა, ჯექსონა რა უბედურებაა? 20-ჯერ ახსენეს ეს ვასკა და მაინც ვერ გავიგე ვინ იყო.
odala
11 ივლისი 2022 10:04
28
მორაგბეებს აქვთ თიკუნი,ზედმეტსახელი.ვასკა ვასიკო ლობჟანიძე,ნინიაშვილს ბავშვობიდანვე შეარქვეს ,,ხვამლში,, ნინი,არმიაში იყო ,,ტაისონა,, გიორგი აფციაური თუ გახსოვთ იმას ,,ვან დამას,, ეძახდნენ,გორგოძე უცხოეთში ,,გორგოძილას,, ეძახდნენ.რა არის აქ გამაღიზიანებელი?:)) გაგამარუ ,ტოშინოჩინი,არ გაგიგონიათ?:))
gurulo
11 ივლისი 2022 18:28
2
გეთანხმები და ეს ნინი ვინ არის ნაკრებში? შეიძლება ნინიაშვილი მოიხსენიო კომენტატორმა როგორც ნინი?
ზურა
11 ივლისი 2022 16:32
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული