ისტორიულ შეხვედრაში იტალიის ძლევის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და აბჟანდაძის ორი საჯარიმოთი დავწინაურდით. მეტოქემ მალევე შეძლო ანგარიში გათანაბრება, მერე თედომ ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და წინ გავედით. ამას ჩვენი გუნდის შტურმი მოჰყვა, რომელიც მოწინააღმდეგემ მოიგერია და პირველი ტაიმი 9:6 დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა ხშირი იყო შეცდომები და პორტუგალიამ საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე კი ნავსი გატყდა და მოდებაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და წინ გავედით. სამწუხაროდ, ხანგრძლივი იერიშებისას შანსები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ვიზავიმ ლელო დადო, გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყეს, სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს და სიტუაცია დაიძაბა. თუმცა, ბოლოს ნინიაშვილმა ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ გარდასახვა და მოვიგეთ.
რა თქმა უნდა, იტალიასთან ურთულესი დაპირისპირების შემდეგ ძნელი იყო სრულად ძალების აღდგენა და მობილიზება, წუნმაც იმატა, მაგრამ მთავარია „ბორჯღალოსნებმა“ გამარჯვება მოიპოვა.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ ბაბუნაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა შვანგირაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
2 ლელო: მოდებაძე, ნინიაშვილი
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სტადიონზე მიკროფონით ტრიბუნები მწყემსვა და უნიფორმირებული სექტორები სირცხვილია. ორკესტრირებულ ზეიმი სულ უფრო ხელოვნური და შეუსაბამო ხდება თამაშთან.