რაგბი ევროპის ჩემპიონატი - ახალი მონაწილეებით და ახალი ფორმატით

AutoSharing Option
ბელგია, პოლონეთი და გერმანია 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. წელს ტურნირიდან არავინ გავარდნილა, შედეგად, გაისად ის 6-ის ნაცვლად 8-გუნდიანი იქნება.

2022 წლის რაგბი ევროპის ალაფაზე ბელგიამ პირველი ადგილი დაიკავა, პოლონეთი კი მეორე იყო. რადგან რუსეთი დისკვალიფიცირებულია, უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მესამე ადგილზე გასულმა გერმანიამაც მიიღო.

ამრიგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომავალ გათამაშებაში საქართველო, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი და გერმანია ითამაშებენ.

ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
პოლონეთთან ორიდან ორი წაგება გვაქ და 100 ქულას არასდროს ავსულვართ. ნეტა...
Rezo
22:10 29-07-2022
0
რაც შეეხება იტალიას და ზოგადად ნაკრებების რანჟირებას - მსოფლიო რაგბი უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებს რეიტინგს და სარეიტინგო ქულებს. ამ პარამეტრით იტალია დიდი ხანია ბობოლებში ვერ მოიაზრება. საერთოდაც რუმინეთს უფრო უკეთესი შედეგები აქვს ნაჩვენები ვიდრე იტალიას.
ასე რომ იტალიას რომ მოვუგეთ კარგია, მაგრამ რეალურად პირველი ეშელონის გუნდისთვის არ მოგვიგია. აი უელსთან მოგება თუ მოვახერხეთ, მაშინ დაიწყება ჩვენთვის სხვა დროის ათვლა...
რამაზ
12:21 28-07-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული