"ბორჯღალოსნები" | ღია ვარჯიში და კომენტარები

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე „ბორჯღალოსნებმა“ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ერკინება.

„მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, უკვე შევთამაშდით და ნოემბრის ტესტებს მომზადებული ვხვდებით. მიზანი, რა თქმა უნდა სამივე შეხვედრის მოგებაა და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. გვყავს დებიუტანტები, რომლებმაც მარტივად აუღეს ალღო სიტუაციას
და ძალიან კარგ ფორმაში არიან. განვიხილეთ ურუგვაის ძლიერი და სუსტი მხარეები და მათ ჩვენს ძლიერ მხარეებს დავუპირისპირებთ“ – განაცხადა ვარჯიშის შემდეგ გიორგი კვესელაძემ.

„სამწუხაროდ, გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ სპორტი დანაკლისის გარეშე წარმოუდგენელია. მათ ნაცვლად გუნდში არიან დებიუტანტები. დღეს გვქონდა მაღალი ინტენსივობის ვარჯიში. ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და ამ ენერგიას სწორი მიმართულება უნდა მივცეთ. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი თამასა იმდენად აიწია, რომ უფლება არ გვაქვს, ურუგვაისთან ხარისხიანი თამაში არ ვაჩვენოთ“ – აღნიშნა ბექა საღინაძემ.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კავშირის, მაისაშვილის და სზვა მესვეურების მთავარი პრობლემაა კომუნიკაციის არქონა რაგბის გულშემატკივარტან ( მცოდნესთან, კრიტიკულთან, არა ფანთან და ქომაგთან). იქნებ ყველაფერში მართალია? მაგრამ ხომ.უნდა გაგვაგებინოს? უნდა შეიგნოთ, ბატონებო, აღარ ვართ სამოყვარულო ეპოქაში და ყველაფერი შიგნით რჩება უბრალოდ კიჩია. ჩვენამდეცმოდის ხმები: ჩილაჩავამ მოითხოვა ზირითადში თამაში მსოფლიოზე და დასაჯეს. მაგის მერე კონფლიქტი გაღრმავდა. ეგრეა? არაფერი არ უნდა დაიმალოს. მხოლოდ ეგრე გვექნება თქვენი ნდომა. სხვა შემთხვევაში ბზარი უფსკრულად იქცევა. ვერ ატყობთ ინტერესის კლებას? ნამდვილად არის. აი თუნდაც ამ შემადგენლობასთან კითხვები: რატომ არაა ჯავახია? ლოგიკურია პრო დ 2 ს გუნდის ძირიტადი მეორეხაზელის გამოძახება, თანაც პრობლემებია. საერტოს იგნორირებულუა გოგოლაძე, რომელიც ასევე სულ ძირითადშია ორიაკში. ხან 15 ზე, ხან ცენტრში, ხან ფლანგზე. ასე გვილხინს უკანა ხაზში? მელიქიძეზე ამბობენ, ნაკრებზე უარი თქვაო. ასეა? ნუ გვიმალავთ! ყაულაშვილმა რომ თქვა თავის დროზე უარი, რაღაზე გამოიძახეთ? ან მერე რატომ მოკვეთეთ? ტაბიძეზე რატოა ხელი ჩაქნეული? ასეთი პრობლემა რომ.გიდგას 1 ხაზში, ქუბრიაშვილს რატომ არ განიხილავ? აგვიხსენით, ბატონო, იქნებ ვცდებით? ოღონდ გველაპარაკეთ! ჟურნალისტებსავ გთხოვთ, პროფესიონალურ ეპოქაში მეტის უფლება გაქვთ.
რეზო
00:39 04-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული