გორგაძის სამი ლელო - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ამარცხებს

AutoSharing Option
ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ ურუგვაის 24:13 ამარცხებს.

სტუმრები დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ იერიშები და აბჟანდაძის საპასუხო საჯარიმო მოჰყვა. შემდეგ ჩვენი გუნდის სწრაფი შეტევა გორგაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაგვირგვინდა. მერე მსაჯმა მეტოქის მორაგბე ეჩებერი გაასინბინა, მოლის შედეგად მეორე ლელოც გორგაძემ დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მაისურაძის გუნდი თამაშს წარმართვდა, დაცვაშიც დომინირებდა და მოწინააღმდეგეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ურუგვაიმ მაინც მოახერხა ანგარიშის 4 ქულამდე შემცირება, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე ცოტა ალოგიკური იყო. სამაგიეროდ ლოგიკური
გახლდათ ლამაზი კომბინაცია, გორგაძის მორიგი ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა. ბოლოს თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 24:13 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ითამაშეთ ცარიელ სტადიონზე ბლინ....ფედერაცია თქვენი....
mirosan
20:14 06-11-2022
4
Neta rashiarin zlierebì autis garda amati fafxura martla ptui
Simartle
20:11 06-11-2022
4

სიახლეები პოპულარული