გორგაძის ჰეთ-ტრიკი - საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ურუგვაი 34:18 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა ხარვეზებით ითამაშა, თუმცა მაინც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იმედია, შემდეგ შეხვედრებს უკეთესად ჩაატარებს.

სტუმრები დებიუტში საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რასაც „ბორჯღალოსნების“ იერიშები და აბჟანდაძის საპასუხო საჯარიმო მოჰყვა. შემდეგ ჩვენი გუნდის სწრაფი შეტევა გორგაძის ლელოთი და აბჟანდაძის გარდასახვით დაგვირგვინდა. მერე მსაჯმა მეტოქის მორაგბე ეჩებერი გაასინბინა, მოლის შედეგად მეორე ლელოც გორგაძემ დადო და აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. მაისურაძის გუნდი თამაშს წარმართვდა, დაცვაშიც დომინირებდა და მოწინააღმდეგეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ურუგვაიმ მაინც მოახერხა ანგარიშის 4
ქულამდე შემცირება, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე ცოტა ალოგიკური იყო. სამაგიეროდ ლოგიკური გახლდათ ლამაზი კომბინაცია, გორგაძის მორიგი ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა. ტაიმის დასასრულს თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 24:13 დასრულდა.

მეორე ტაიმი პაპიძის ლელოთი და აბჟანდაძის ზუსტი გარდასახვით დაიწყო. 55-ე წუთზე მსაჯმა თედოს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიზავი უპირატესობას დაეუფლა და ლელოთი სხვაობა შეამცირა. თუმცა, მალე აბჟანდაძემ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს თამაში ცოტა აირია, ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, "ბორჯღალოსნებმა" მეტი ლელოს გატანა ვერ შეძლეს და შეხვედრა 16 ქულით მოიგეს.

საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს კარდიფში უელსს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას!ყოველ წამს იგრძნობოდა,რომ ჩვენ ნაკრებს გაცილებით მეტი პოტენციალი ჰქონდა და ამის გამო თავს პერიოდულად მოდუნების უფლებას აძლევდნენ.ამის გამო,მივიღეთ საკმაოდ ბევრი ქულა.ამ თამაშში,ორი რეკორდი დამყარდა და მის ავტორებს ვულოცავ.მერაბ შარიქაძემ,40 მატჩი ჩაატარა კაპიტნის სამკლაურით და ეს აქამდე, არც ერთ კაპიტანს არ მოუწია.მეორე რეკორდსმენი,სანდრო თოდუაა!მან უკვე 101 მატჩი ჩაატარა ნაკრების კვართით და გუშინდელი დღიდან მოყოლებული,ყველაზე მეტი კეპის მფლობელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.ორივე რეკორდსმენს ვულოცავ და მთელი გულით ვუსურვებ,კიდევ მრავალი სანაკრებო მატჩი ჩაეტარებინოთ,თანაც დიდი წარმატებით.მომავალ მატჩებში,გაცილებით უფრო დისციპლინირებულ თამაშს ველი და ეს თუ შევძელით,სამოას,მათი გაძლიერების მიუხედავად,მაინც დავამარცხებთ,უელსელებთან კი,ღირსეულად ვითამაშებთ.ამსი იმედი მაქვს.
სოსო
18:31 07-11-2022
1
გმადლობთ და გილოცავთ!!! ყველას, ყველას... ყველას!!!
tngh
15:38 07-11-2022
0

სიახლეები პოპულარული