პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამოასთან მარცხდება

AutoSharing Option
ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ სამოასთან 6:10 მარცხდება.

უპირატესობას თავიდან სტუმრები დაეუფლენ, ჯერ მათი ლელო არ ჩაითვალა, შემდეგ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა მალე 50-მეტრიანი ჯარიმით აბჟანდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მე-13 წუთზე მსაჯმა გიორგაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითაც სამოელებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ნინიაშვილმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა საჯარიმოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. თამაში მძიმე იყო, ჩაკეტილი, მეტოქის მორაგბის გასინბინების შემდეგ აბჟანდაძემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა და პირველი ტაიმი 6:10 წავაგეთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული