ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.
კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.
19.11.22. უელსი 12-13 საქართველო 1
შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.
19.11.22. უელსი 12-13 საქართველო 2
"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.
• :D
მანტკავა კვაზი იყო :))))))) ეს მატკავაა
არავისიანიც არ იყო. იმ 8 ერისგან განსხვავებით ყველაფერზე არ გვისტვენდა.ჩემი აზრით, იტალიასთან მოგებამ გარკვეული ავტორიტეტი მოგვიპოვა და იმის შედეგია. შეიძლება ვინმემ სამოასთან მსაჯობა შემახსენოს, მაგრამ ის კაცი აშკარად კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდიდა. აკი თამაშიც ძალიან უცნაურად დაამთავრა და ეგრევე მოკურცხლა გასახდელში
• ნუგზარი ნუცუბიძე
ქალბატონებო და ბატონებო გიხაროდენ...საქართველოს ყველა კუთხე -კუნჭულო....ყველა კეფამაგარო ქართველო....გიხაროდეს!!!! წმინდა სისხლის ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ასევე ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით დაამარცხა მსოფლიო რაგბის დასტურ ელიტის წარმომადგენელი და თანაც სად???!!!!! არგენტინის დამარცხების შემდგომ საქართველოს დამარცხების მომლოდინე ხელების ფშვნეტითა და თვალებში უსიკვდილო გამარჯვების ციაგით ანთებული 55 0000 უელსელით გაჯიჯგვული კარდიფის „ფრინციფალითიზე“ ....ეს კიდევ ერთი ექვსი ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ..მაგრამ თუ იტალია ამ ექვსი ერის მეწინავედ არ ითვლება..უელსი ნამდვილად მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა რაგბის ისტორიაში და ეს არი საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება და არა მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი რასაც ხსირად აქვს ადგილი ქართულ პრესაში და თანაც უადგილოდ. ქართველ კაცს მიმტევებლობასა და სხვა ერებისადმი და კონფესიებისადმი ტოლერანტობაში ვერავინ დაუდგება დამრიგებლად...დიდი დავითი და სხვა ქართველი მეფეები დიდი პატ.ივით ექცეოდნენ თბილისში ერთმანეთის გვერდით განლაგებულ სამლოცველოებს...უამრავ ლტოლვილებს აპურებდნენ და თავშესაფარს უჩენდნენ..სად იყო მაშინ "green Card" და მისი ევროპული ნაირსახეობები???..და მაინც ნუ ჩამითვლით ჰომოფობიაში ეროვნულ ნაკრებში მინდა წმინდა სისხლის ქართველმა იჩაუქოს..მინდა შავდათუაშვილმა..მამუკელაშვილმა ..ნინიაშვილმა..ჭიჭიკო მაღულარიამ ...იბრწყინოს რამეთუ ლაარაკია ეროვნულ გუნდზე და არა ..ქე იცით რასაც ვჩივი!!! ყველა ერს აქვს საამაყო და ყველა რელიგია კაცთმოყვარებას ქადაგებს..ამინ ..და მაინც მიეცით ქართველ კაცს იამაყოს თავისი ქრისტიანობით ..მიმტევლობით..სიბრძნით .....სილამაზითა და ფიზიკური სიძლიერით...დაუბრუნდეთ კარდიფში გამარჯვებას!!!! ნატოს და ევროკავშირის არ იყოს ( კანდიდატის,ასპირანტის და ნატოსთან ძალიან ნუ პირდაპირ ძალიან ახლოს მიახლოვებულის სტატუსის მორჭმა!!!მაგალითად ალბანეთი დაგვიყენა!!! ..ევროკავშირმა ა ბატონო მოლდავეთი..ისწავლეთ მაგნებისაგანო!!) .ალბათ ექვსი ერი ამ გამარჯვებას საკურსოს წინა სამუშაოდ ჩაგვითვლის და.....დავიწყებთ 7 მილიმეტრიანი ნაბიჯებით......მაგრამ ერთს ვიტყვი!!!! ჩვენ თუ ერთმანეთს ისე დაუდგებით გვერდში როგორც რეგბისტები იმ კარგად მოსაგონარ კარდიფის საღამოს ვერანაირი ტაკიმასხარები ევროპული პარლამენტიდან ვერაფერს დაგვაკლებენ..შეიძლება რაცხა გამოგვტყუონ და თუ რა ქე იცით.......შეუნდოთ ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს..სხვა არაფრის დიდებით არ იზამს ამას..გეხვევით გეფერებით ჩემო ლამაზო და დასტურად სათნო ქართველებო...გაუმარჯოს საქართველოს ამინ!!!!
• tngh
მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის!!! მადლობა ყველას, ვისაც წლილი აქვს შეტანილი ამ უდიდეს სიხარულში!!! წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
• vova
თქვენ გენაცვალეთ ტელევიზორი მხარზე გადებული მქონდა და ისე დავრბოდი ოთახში ხო გამაგიჟეთ ..მაისაშვილი საღოლ რა შენ დაამარცხე ორი ტიერ ერთის გუნდი .
• tngh
მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის!!! მადლობა ყველას, ვისაც წლილი აქვს შეტანილი ამ უდიდეს სიხარულში!!! წარმატებები ჩვენს რაგბს!!!
• Lebron
მიჰას დოურიგებია სუდია და ამიტომ ყიფილა საქარველოსკენ. კიდე კარგი თქვენ შენიშნეთ მადლობა თქვენი ანალიზისთვის!!!
• რომა
აბა რაგბის მამებო რეიტიგ ლისტი გამოაქვეყნეთ. შევედით ათეულში თუ არა...
• გიორგი ვარშავიდან
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ! ხომ დაუმტკიცეთ ევროპას , რომ რეგბი ჩვენი თამაშია ! სულ წინ იარეთ ძმებო ! ეგ ორი და სხვა მრავალი !
• გივი
ლუკა მანტკავა - შენ გქონია ტერმინატორის კვერცხები ძმაო!
• ბექა
არა! იმათიანი არ იყო!
• Goga
გამოუშვი, გამოუშვი, გამოუშვი შოტლანდია
• Რაგბის ფანი
ყველანაირად ეცადა ჩვენს წაგებას, მეტი რაღა უნდა ექნა?
• mirosan
ბებია ჰყოლია ქართველი
• დავითი
ეს მსაჯი ჩვენიანი იყო?
• გურულო
კაი ახლა,რა მოხდა უსაშველო, უელსს მოვუგეთ იტალიას მოვუგეთ,მერე შოტლანდიას მოვუგებთ,ინგლისს,ავსტრალიას ...აუუუ,თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო!23 წლის უკან რუმინეთთან მოგება ზღაპარი იყო, ახლა?..სულ ზევით ზევით, ,მაღლა და მაღლა..
• გიორგი
ნაგავი შენ ხარ. კრიტიკა კი აუცილებელია. მაისაშვილი სუსტი მწვრთნელია.
• givi
"შავ ლომს"-აც ხომ მაგრად აკრიტიკებდნენ, ყოფილა თუ არა შედეგიანი და სწორი შავი ლომის შექმნა?!
• Ws
ქებაც და კრიტიკაც ორივე აუცილებელია, სხვანაირად ვერ ვისწავლით ვერაფერს და ვერც მოვინდომებთ!
• გეგი
აუუ ბიჭებოო ლომებოო თქვენ გენაცვალეთ!
• რატი
ეს ერთი და სხვა მრავალი. წარმატებები!
• დათო
ძალიან სასიხარულოა რომ შეცვლაზე შესულმა შერკინების დებიუტანტებმა ასე გააძლიერეს თამაში, ამ კომპონენტში ბოლოს წლებში მოვისუსტებედით და კარგია რომ ახალი თაობა მოდის. ვეტერანი ხმალაძეც მაგრად შევიდა, მატკავა საერთოდ გმირი გახდა, მოკლედ ყოჩაღ ყველას და მწვრთნელებსაც უმაღლესი შეფასება. მეორე ტაიმში რომ უელსს ერთ ქულას ვერ ააღებინებ არაა ხუმრობა საქმე. კარგი დამხმარე მწვრთნელები ჰყავს მაისაშვილს, თვითონაც ბევრს მუშაობს და დახვეწა ბევრი რამე. რაც არ უნდა იყოს ისტორიაში შევიდა უკვე და იმედია კიდევ უფრო გაგვახარებს. გენაცვალეთ ბიჭებო
უელსელები ქაჯობისათვის დაისაჯნენ ,- ჯერ თავიდან ლელოზე ითამაშეს და ქვეყნის ენერგია დახარჯეს, 2 ლელო ჩვენი შეცდომების გამო გაგვიტანეს, მაგრამ მერე თამაშის ბოლომდე ქულაც ვერ აიღეს. მეორე ტაიმში ჩვენებმა აშკარად დაჩაგრეს და დატოვეს ჩალაგამოვლებულები. აბჟანდაძეს ის ჯარიმაც რომ გაეტანა, მეტი სხვაობით მოვიგებდით და მთავარი - ეს ის 8 ერის უელსი აღარ იყო. ტიპურიკი, ფალეტაუ, ბოლოს კი ჰავპენიც გამოიყვანეს და მაინც დამარცხდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად მოვუგებთ, მაგრამ საქართველომ ისტორია დაწერა. იტალიამ ავსტრალიას, არგენტინამ ინგლისს და აგერ ჩვენც გასვლაზე უელსში მოვუგეთ. რაგბი უფრო და უფრო საინტერესო ხდება
• ATP 16
ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს , პირველი ეშელონის გუნდის დამარცხება , თანაც გასვლაზე , უკვე აღარ გავს შემთხვევითობას . მთავარია არ შევწყვიტოთ ეს აღებული ტემპი და მოვა იმის დროც , როცა უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნებათ გარდა იმისა რომ გახსნან კარები , როგორც პოლიტიკური ასევე სპორტული , რადგან ცალ-ცალკე წარმოუდგენელია ეს ყველაფერი , ან ვხდებით ყველა მიმართულებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი , ან გვტოვებენ ისევ ამ საბჭოთა კლანურ-მექრთამეთა ჭაობში .მადლობა ბიჭებს იმ თავდადებისათვის , რაც ასეთი მნიშვნელოვანი და გადამდებია მთელი ქვეყნისათვის - გამარჯვებულიის მენტალიტეტიიი !!!
• ირაკლი ქუთაისელი
შეიძლება არც უხდიან. ზნე აქვთ ასეთი
• Daviti
გაუმარჯოს საქართველოს!!!! ყველას ვისაც საქართველოს წარმატება უხარია!!! ✊
• Soso
აგინეთ მაისაშვილს ურა პატრიოტებო ერთხელ რომ არ ყოფილხართ სტადიონზე
• rigiti
დიიდი ნაბიჯი. უფრო სწორად ნახტომი ( "არც ეხლა მოვეწონები ჩემს..."რაგბის ბოსებსა?!!!!!!!!! )
• kaxa
ბოლო სამი თამაშიც არ მოგეწონათ კრიტიკოს-ნაგვებო?? რას გიხდიან ასეთს ამ გინებაში, რომ ქვეყნის წარმატებაც კი გკიდიათ?
• სოსო
1964 წლის 18 ნოემბერს,თბილისი დინამო,ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,ტაშკენტში ჩატარებულ დამატებით მატჩში და იმავე დღეს,დაიწერა შესანიშნავი სიმღერა,რომლის ტექსტიც მთელმა საქართველომ,ალბათ დღესაც ზეპირად იცის და ახლა,მის ოდნავ შეცვლილ ტექსტს გთავაზობთ,დღევანდელი,19 ნოემბრის ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად. თბილისიდან ცხრა მთა გადაიარეს, ჩვენმა ლომმა ბიჭებმა. რომ დაეცვათ ბრიტანეთის მიწაზე, საქართველოს ღირსება. არის!ასრულდა ოცნება! არის!ასრულდა მიზანი! სულ მიდამ დაგვეზრდებიან, ალგეთს ლეკვები,მგლისანი! გილოცავთ მეგობრებო!გილოცავ საქართველო!
• Lebron
დიდი მადლობა რომ შედეგი გამოიცანი და ჩვენი ნაკრების წარმატების გჯეროდა!!!! თუმცა რადგა ლაიქებს ხარ გამოკიდებული ისევე დისლაიქების თვლა მოგიწევს
რომელი ხეპრეც მაისაშვილს აძაგებს, დაწეროს რა გაუკეთებია თავად რაგბისთვის. კლავიატურის ლომებო, უყურეთ დღეს ნამდვილ ლომებს ლომი მწვრთნელის მეთაურობით??????????????????????????????????????
• ნიკა
მევიგეთ აეეეე :)
• თორნიკეს
თორნიკე! უშეცდომო ვინ არის, რომ მაისაშვილი იყოს? ყველას მოგვდის შეცდომა და გადამეტებულად ნუ ვიცით გადავლა. მოიგებენ ჩვენი სპორცმენები ნებისმიერ სახეობაში და მოდის და მოდის საქებარი სიტყვები, თუ მოთამაშეების და განსაკუთრებით მწვრთნელის მიმართ, ვაიმე თუ წააგებენ და ატყდება ერთი ვაი უშველებელი, ლანძღვა გინება. ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა არის ძალიან ცუდი!
ეს მაისაშვილი კრიტიკოსებისთვის ახალზელანდიურ "მასკას" ვერ გაიკეთებს და ურწმუნოებო დააფასეთის, რაც გააკეთა ბიჭებთან ერთად. სამ მილიონიანი ერი, მსოიფლიოს გააცნო მინიმუმ..........
• ვანდა ჯიქია
მოვიგეთ, მაგრამ მაისაშ ილი კაი მწვრთნელი მაინც არაა ;)
• სიმართლე
რაგბისტები ფულზე გაგიჟებულები არასდროს ყოფილან "სხვებისგან" განსხვავებით, მაგრამ ერთი კარგი პრემია მათთვის ურიგო არ იქნებოდა და გაითვალისწინოს ეგ "იმან" მაინც...........
• Giga
ეს მატკავა პირველად ვნახე, ცუდი ბიწი არ ჩანს, და აბჟანდაძე არაა იმ დონის რომ შეუცვლელი იყოს , და ვფიქრობ ამ მატკავასაც უნდა მიექცეს ყურადღებაა და მეტი დრო
• Just Supporter
მაისაშვილის კრიტიკოსთა სიას მივეკუთვნები დღემდე, მაგრამ ამის მიუხედავად მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებს! წნეხის და შეცდომების მიუხედავად, მაინც თავის გზაზე მიდის და შედეგსაც დებს. იტალიის და უელსის დამარცხება ამ მოკლე პერიოდში, მართლა უმაგრესი მიღწევაა! ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ დონის მწვრთნელია, რომელიც სტაბილურ Tier 1 -ს დონემდე მიგვიყვანს და რომელიც ბოლომდე იყენებს ამ ნიჭიერი თაობის პოტენციალს, მაგრამ გულით ვუსურვებ, რომ გუნდთან ერთად გაიზარდოს და მსოფლიო თასზე მინიმუმ დამაჯერებელ მესამე ადგილზე გავიდეს და ჯგუფიდან გამომდინარე, თუ უელსს პრობლემები არ შეუწყდება, იქნებ სასწაულიც მოვახდინოთ. თაობა კი ნამდვილად უნიჭიერესი გვყავს და რა სამწუხაროა, რომ რაგბის მამების უტიფრობის გამო 3 წლის მანძილზე ვერ ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო თასი (როდესაც ჩვეულებრივ მიმდინარეობდა სხვა ტურნირები, თუნდაც მაყურებლის გარეშე) რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მოუმზადებდა პირველ ნაკრებს..
• Gorg.
არადა ეს პირველი მოგება არაა უელსზე, გახსოვთ ადრე მაგრად რომ შევაშინეთ მსაჯით ისეთი რაღაცეები იკადრეს ყველა რომ გაოგნდა მსაჯით თავი გადაირჩინეს თორემ მოვუგეთ. იყო დრო როცა მსაჯით გვიჭერდნენ, მაგრამ ეგეთ რამეებს როდემდე იზავენ ყოველთვის ვერ იზავენ მეორედ ვერ გაიმეორებენ. ამიტომ ეგეც გასავლელი იყო და ეგეც გავლილი გვაქვს, ეხლა კი დადგა უკვე იფიციალური გამარჯვების დრო და ვეღარ გაგვაჩერეს
• ზაზა
სამოასთან თამაშის შემდეგ საქართველო უელსს მოუგებს მეთქი რომ დავწერე 50 დისლაიქი დამიწერეს. ახლა ველოდები ლაიქებს
• გულშემატკივარი
თუ თამაში არ გინახავს არა მგონია რაგბის დიდი გულშემატკივარი იყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ საამისო მიზეზი გქონდა
• საბურთალო
მაისაშვილი უმაგრესია. რაც ვერ გააკეთა უცხოელმა, აგერ კაცმა უხმოდ შეასრულა. რაც მთავარია - გუნდი შეკრა სწორად და ყველაფერი ქართული გაუღვიძა. მადლობა ბიჭებს და მაისაშვილს
ჯიგარამოჭრილმა ფეხბურთელებმა ალბათ უყურეს რა არის თავდადება და ნამდვილი ბრძოლა. ხვიჩამ ნაპოლიში რამდენი თამაში ჩაატარა და ჟილკა და შემართება არ დაუკარგავს, იმიტომაც არის იქ სადაც არის. ბრძოლაა მინიმუმ ყველა სპორტი და არა მოედანზე სეირნობა. გილოცავთ მებრძოლებო გამარჯვებას და დიიიიდი მადლობა ერის გახარებისთვის
• რეზო
ბოდიში მომითხოვია მაისაშვილისთვის. ( ზღვარს არასდროს გადავსულვარ) სულ ვაკრიტიკებდი..ბოდიში! მე ვცდებოდი, ის მართალი აღმოცნდა! გმადლობთ, ბიჭებო!
• mmm
კი არ გაქაჩა ქართველმა უმაგრესმა მწვრთნელმა, გ ა დ ა ქ ა ჩ ა ბოლომდე. ისტორია დაწერა მაისაშვილმა , ი ს ტ ო რ ი ა . ლომებს სწორი მიმართულება მისცა
• სოსო
თვითონვე დარწმუნდები,რომ არაფერი დაგვითმია,თორნიკე.გამარჯვება დამსახურებული იყო და ის,ბრძოლით მოვიპოვეთ.რა თქმა უნდა ცოტა გაგვიმართლა კიდეც,ის ორი ლელო,წესების დარღვევით რომ გაგვიტანეს,მაგრამ ორივე შემთხვევაში,დარღვევის გარეშე,მისი დადება,ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.ეგეც არ იყოს,ჩვენც რამდენჯერმე ფეხის დაცურების გამო დაგვკარგეთ,კარგი შეტევა და თედოსაც გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა.ყველას,მთელ საქართველოს ვულოცავ,დღევანდელ გამარჯვებას.ასეთი ორი გამარჯვება,შემთხვევით არ მოდის და გვიჩვენებს ჩვენს წინსვლას.უძლიერეს ნაკრებებთან,ბოლო წლების ხშირმა ტესტებმა,მათ წინაშე მუხლების კანკალი შეგვიმცირა და მოგვცა რწმენა,რომ მათთან ბრძოლა,შეგვიძლია.აქაც იგივე ხდება,რაც წლების წინ,ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებთან ხდებოდა.ევროპის ნაკრებები,ჯერ გვანადგურებდნენ,შემდეგ გაჭირვებით გვამარცხებდნენ,შემდეგ კი,თანდათან,ყველას მოვუგეთ.ახლა ეროვნული ნაკრებების დონეზე უნდა გავიაროთ,იგივე გზა.მთავარია,აქაც ისევე არ გაგვრიყონ,როგორც ასაკობრივ ნაკრებებში.იქ ხომ,ჩვენთან დამარცებების შემდეგ,ყველა ბობოლა ევროპულმა ნაკრებმა დატოვა, რაგბიში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა და ამით,განვითარების ტემპი შეგვიფერხა.
• სტალინი
მაისაშვილს გორგასლის ორდენი და ბარაქა გუნდსა და ოჯახში
• თაზო
მართალი ხარ ასე რამ შეაძულათ ქართველი ამ ხალხს არ ვიცი
• gori
აფერუმ მაისაშვილო შენ და შენი მგლების ვაჟკაცობას, მადლობა
• ზაალი
გიორგის... ჯანსაღი კრიტიკიკა რა თქმა უნდა, მაგრამ არა ლანძღვა უსამართლოდ!!
• ზაალი
კაცმა ყველას თავისი შედეგით აჩვენა მისი მაღალი დონე.. ისევ რჩებიან ისეთები, ვინც არა მარტო აკრიტიკებს, არამედ ლანძღავს...
• ზაალი
რა კომენტარია ეს? როგორ არ უმჯობესდება?! როგორ მოვუგეთ ბოლო 6 თვეში 2 ძლიერ ნაკრებს? მანამდე ვუგებდით? მაისაშვილის დამსახურება არაფერია ანუ? )))
• მამუკა
სანიოლს და ხიზანას უნდა დაავალს ფედერაციამ რომ ვარჯიშის შემდეგ სახლში კი არ გაუშვან ეგ ვითომ ფეხბურთელები უნდა ჩაურთონ ტელევიზორი და ანხონ ჩვენი რაგბისტების თამაში, იქნებ ცოტა თავდადებამ გამოიღვიძოს მათში, მაგრამ კაი ნათქვამია როგორც მზისგან სალამური არ გამოვა, ისე მაგათგან ფეხბურთელი არ დადგება
• სოსო
არც იქ დაგვიმალია,რამე.უბრალოდ,თამაშის დამთავრებამდე გადავწყვიტეთ,რომ უკვე მოგებული გვქონდა და კონცენტრაცია დავკარგეთ.მადლობა ბიჭებს და მადლობა სამწვრთნელო შტაბს.მჯეროდა,რომ სამოასთან ასე დასანან მარცხს,გაორმაგებული მონდომებით უპასუხებდნენ,მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი,რომ ეს,უელსელთა დასამარცხებლად გვეყოფოდა.მგონი ლევან მაისაშვილის კომპეტენციის საკითხიც უნდა მოხსნას,ამ გამარჯვებამ.რაგბის "გარტყმაში" არ არისო და აქამდე მიუღწეველი ორი გამარჯვება მოაპოვებინა ,ნაკრებს."გარტყმაში" რომ შევა,მაშინ რაღა იქნება,ოცნებასაც ვეღარ ვბედავ.
• სტალინი
მაისაშვილი ჯადოქარია, უხმოდ აკეთებს ქვეყნის საქმეს,უამრავი მტერი ჰყავს ძირითადად უვარგისები, იმედია ეხლა მაინც დადუმდებიან..............
• თორნიკე
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებს, თქვენ და მთლიანად საქართველოს. მე მაისას კრიტიკოსების რიცხვში ვარ, თამაში არ მინახავს, რომ ვნახავ ანალიზს მერე გავაკეთებ. პირადად მას ჩემი არაფერი მართებს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ერთი და იგივე შეცდომები ოდნავადაც არ უმჯობესდება (აუტები, ჯარიმები, რაქების გაწმენდა, დისციპლინა), კრიტიკა დამსახურებულია! დღეს მოგებით გავიხაროთ და ხვალ დავუბრუნდეთ შეცდომებია გამოსწორებაზე ზრუნვას!
• aleko
ამას ველოდებოდი 25 წელია და მაინცდამაინც დღეს ვერ ვუყურე . თქვენ ესე გააგრძელეთ სულ ჩანაწერებს ვუყურებ.
• გიორგი
ჯანსაღი კრიტიკა და შეცდომების გააზრება ყოველთვის უნდა იყოს. ამის გარეშე წინსვლა არ არსებობს!
• valka
ჰაა სადაა ექვსი ერი? ალყას ხოარ დაგარტყავთ თქვე შობელძახლებოოო??? ეხლა რაღას იტყვით
• zurabi
გილოცავთ ყველას ტიერ ერთს გუნდებს მოუგეთ ორს უკვე ამ წელს და ლევან მაისაშვილს ..არცერთ უცხოელ მწვრთნელს საქართველოში ეს არ გამოუვიდა ..
• დდდ
აბიჯო, ყოველდღე ხომ არ ვუგებთ ექვსი ერის გუნდებს, რა მოხდება, რომ ბოლომდე გვასიამოვნოთ და რეპორტაჟი არ გაწყვიტოთ ხოლმე... საჩუქრად არ გვინდა, ჩვენ გადავიხდით მაგ ოხერი რეკლამის ფულს და იქნებ, ცოტა ფეხის ქირაც გაჩუქოთ ხოლმე...
• qartveli
მსოფლიოზედაც უნდა დავადოთ კიდევ ერთხელ
• anti-maisashvilebs
სად ხართ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოუსწორებელო კრიტიკოსებო? ახლა მაინც აღიარეთ ამ კაცის კომპეტენცია. არ თქვათ ახლა, მხოლოდ ბიჭების დამსახურებააო. ზუსტად ლევანმა გადააწყო გუნდი მეორე ტაიმში და მან მიიღო გაბედული გადაწყვეტილება, როცა თედოს ნაცვლად მატკავა შემოიყვანა. საქართველოს გაუმარ-ჯოს!!!
• ვოოტ
აი, ამიტომაც გვიყვარს რაგბი და ის ჯიგარი და შემართება, რომელსაც სპორტის სხვა სახეობაში ფაქტიურად ვერ ნახავთ... დასანანი, მაგრამ ობიექტური მარცხი იტალიასთან კალათბურთში, ყოვლად უსახური და უნიათო ( ვისაც უნდა, ეწყინოს) საფეხბურთო მარცხი მაროკოსთან და... სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, სწორედ იქ ჩავხურეთ წელიწადი მაჟორულ ნოტაზე, გენაცვალეთ ბორჯღალოსნებო, ქვეყნის საამაყო შვილები ხართ!!!
• შალვა
გილოცავთ მთელ საქართველოს,საამაყო შვილები გვყავს, იამაყეთ და წინ დიდი გამარჯვებებისკენ, შემდეგი შესვლა ექვს ერში
• გიო
მადლობა ამ ბედნიერებისთვის!
რეალურად არაფერი დაგვიზოგავს. არც დაგვიმალავს, გააზრებულად არა ყოველ შემთხვევაში. არ გამოვიდა იქ რაც იყო ჩაფიქრული და აქ გამოვიდა, საბედნიორედ ყველაზე კარგი სცენარით დასრულდა ყველაფერი
• ზაალი
სამოასთანაც არ უნდა წაგვეგო წესით...
• ზურაბ სუხაშვილი
გილოცავ საქართველო. ჩვენ მორაგბეებს დიდი მადლობა ჟიგრები და ძალიან მაგრები ხართ, მეამაყებით. გილოცავთ ყველას...
• giorgi 3
მეორე ტაიმში ჩვენმა შერკინებამ უბრალოდ გადაჯეგა უელსი და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ისტორიულ გამარჯვებაში
• რრრ
გამოხტით ეხლა სად ხართ ისინი, ვინც მაისაშვილის კინწისკვრით გაგდებას ითხოვდით, გამოდის სამოასთან ძალები დაგვიზოგავს და რაღაცეები დაგვიმალია კიდეც.
გილოცააავთ! ისტორია დაიწერა, ძალიან კარგი თამაში იყო, აზრიანი გადაწყვეტილებები რაც გვაკლდა აქამდე. აი ფეხბურთს და რაგბს ვინც ღვარძლიანად ადარებთ მაგარი გოიმები ხართ, ორივეთი რო ამაყობდეთ და ერთნაირად გული შეგტკიოდეთ არა? :დდ თუ აზრზე არ ხართ სპორტის დაანებეთ რა თავი, პროფესორები როგორ ხართ ყველანი. ძალიან უცნაური ხალხი ვართ..
• ა
მოგება გვიხარია მაგრამ ერთი თამაშით არ ილაპარკაო
• თბილისელი
მაგენი ჯერ კიდევ 2017 წელს გადაგვირჩნენ, როცა ანგარიში იყო 13:6 და მათ 5 მეტრიან ზონაში დანიშნულ შერკინებაში არ "შემოვიდნენ". თორემ ფრე გარანტირებულად გვქონდა.
• ირაკლი
გილოცავთ ყველას! შავი ლომის შექმნამ ძალიან წინ წაწია ჩვენი რაგბი.მიუხედავად ბევრი ლეგიონერისა ნაკრების საბაზო გუნდია.თუ უკეთეს ტურნირში მიიწვევენ ნაკრების დონეც აიწევს
• ვახო...
ბრავოოოოოოო!!! უდიდესი წარმატებები მომავალშიც ჩვენს ბიჭებს!
• გიგლია
გილოცავ საქართველო, გამარჯვებული იყავი მარად! მადლობა ბიჭებო, მადლობა გენაცვალეთ! მადლობა, რო ეს ბედნიერების, სიამაყის დღე-სასწაული გვაჩუქეთ!
• მე-14 სკოლა
გენაცვალეთ ბიჭებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ რომ, თუ ერთად ვართ ერი შეკრული როგორც ჩვენი შერკინება ადვილად ვერავინ დაგვჩაგრავს, პირიქით აქეთ დავაგუგუნებთ ჩვენს ფერხულს, დიდი მადლობა თქვენ, დღეს ყველა ჭეშმარიტი ქართველი ამაყია და ბედნიერია.
• G.LA
რა მაგარია. ლომებო ყოჩაღ თქვენ. გილოცავთ ყველას.
• ILIA
გილოცავთ, ძმებოოოო!!!
• ლევანი
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცააააააავთ!!! ამდენი არასდროს მიტირია სიხარულისგან, თქვენი ჭირიმე. ამასაც მოვესწარი. წინ საქართველო! დიდება საქართველოს!!!
• გიორგი
სად უყურეთ მატჩს?
• qartveli
გილოცავთ
• ალექს
ეს საქართველოს დღეა, უდიდესი დღე!!! მიყვარხართ!!!
• დათო
თურმე ქვითინით ტირილი შემძლებია, თქვენ გენაცვალეთ მე!!!
• Zviads
მაისაშვილი არ გადადგეს?
• გიორგი
ავოეეეეეეეე ფშიჭიუუუუუუუუ !!!!!! რა მაგარია დავიცალე ემოციებისგან !! ხმა აღარ მაქვს!! გილოცავ საქართველოვ ჩემო!!!
• ქუთაისი
წარმატებები... კიდევ ბევრი მოგველოცოს... ეს მეორე (იტალიის მერე) და კიდევ მეტი არ გაჩერდეეთ... გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ რაგბს... გ ი ლ ო ც ა ვ თ
• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რაგბი ჩვენი თამაშია. ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია.
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"