BBC: საქართველოს ნაკრების "6 ერში" გაწევრიანებაზე ახლა უფრო ხშირად ილაპარაკებენ

AutoSharing Option
დღეს, 19 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად უელსი 13:12 დაამარცხა.

ქართველთა გამარჯვებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემა BBC გამოეხმაურა:

"მიუხედავად იმისა, რომ უეინ პივაკის გუნდმა ჯაკ მორგანის 2 ლელოს წყალობით, პირველი ნახევარი 12:3 მოიგო, მეორე ნახევარში ალექსანდრე თოდუას ლელოთი და მატკავას საჯარიმო დარტყმით, საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა.

ეს მარცხი პივაკის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მართალია, საქართველოს ნაკრებმა გასულ ზაფხულს იტალია დაამარცხა, თუმცა დღევანდელი შედეგის შემდეგ, მათ "6 ერში" გაწევრიანებაზე კიდევ უფრო ხშირად ილაპარაკებენ.

მეორე ნახევარში ქართველების შერკინება წარმოუდგენელი იყო,
რითაც უელსს გამარჯვების შანსი წაართვეს" - წერს გამოცემა.

alt"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთო რა დიდებული დღეა. ისტორიაში ჩაიწერება 19 ნოემბერი. მართლა მეტირება ისეთი მოგება იყო. 2 ექვსი ერის გუნდს ვეთამაშეთ 2022 ში და ორივე დავამარცხეთ. მიგვიღეთ!!!! ბრახუნიც აღარ არის ეს, ჩამოვიღეთ ფაქტიურად 6 ერის კარები
ქართველი
22:34 19-11-2022
1
მიგვიღეთ, დალოცვილებო. ესეც ევროკავშირი და ნატოა!
ტაბუ
22:30 19-11-2022
2

სიახლეები პოპულარული