იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, კარდიფში, ლეგენდარულ "ფრინციფალითიზე" უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ უელსი დაამარცხა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ტიერ1-ის გუნდს სტუმრად მოუგეს:

"დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი
დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი.

უელსელმა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება. საქართველოს სურს, რომ დაამტკიცოს – ჩვენ ისტორიულად შეგვიძლია კარგი თამაში და სიხარულის ყველასთან ერთად გაზიარება".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი მადლობა ბატონ სოსოს გაწეული შრომისთვის, დადებული შედეგისთვის, მაისაშვილის ნდობისთვის! დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ქართველ მწვრთნელთან ერთად მიაღწევდნენ ბიჭები დიდ წარმატებებს, უბრალოდ დრო უნდა მიეცათ. ჰო, კიდე ლაპარაკი არ იცისო და ამაზე უკეთესი რა უნდა ეთქვა?
ქომაგი
18:32 20-11-2022
6
ქალბატონებო და ბატონებო გიხაროდენ...საქართველოს ყველა კუთხე -კუნჭულო....ყველა კეფამაგარო ქართველო....გიხაროდეს!!!! წმინდა სისხლის ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ასევე ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით დაამარცხა მსოფლიო რაგბის დასტურ ელიტის წარმომადგენელი და თანაც სად???!!!!! არგენტინის დამარცხების შემდგომ საქართველოს დამარცხების მომლოდინე ხელების ფშვნეტითა და თვალებში უსიკვდილო გამარჯვების ციაგით ანთებული 55 0000 უელსელით გაჯიჯგვული კარდიფის „ფრინციფალითიზე“ ....ეს კიდევ ერთი ექვსი ერის წარმომადგენელი დავამარცხეთ..მაგრამ თუ იტალია ამ ექვსი ერის მეწინავედ არ ითვლება..უელსი ნამდვილად მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი გამორჩეული ქვეყანაა რაგბის ისტორიაში და ეს არი საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება და არა მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხი რასაც ხსირად აქვს ადგილი ქართულ პრესაში და თანაც უადგილოდ. ქართველ კაცს მიმტევებლობასა და სხვა ერებისადმი და კონფესიებისადმი ტოლერანტობაში ვერავინ დაუდგება დამრიგებლად...დიდი დავითი და სხვა ქართველი მეფეები დიდი პატ.ივით ექცეოდნენ თბილისში ერთმანეთის გვერდით განლაგებულ სამლოცველოებს...უამრავ ლტოლვილებს აპურებდნენ და თავშესაფარს უჩენდნენ..სად იყო მაშინ "green Card" და მისი ევროპული ნაირსახეობები???..და მაინც ნუ ჩამითვლით ჰომოფობიაში ეროვნულ ნაკრებში მინდა წმინდა სისხლის ქართველმა იჩაუქოს..მინდა შავდათუაშვილმა..მამუკელაშვილმა ..ნინიაშვილმა..ჭიჭიკო მაღულარიამ ...იბრწყინოს რამეთუ ლაარაკია ეროვნულ გუნდზე და არა ..ქე იცით რასაც ვჩივი!!! ყველა ერს აქვს საამაყო და ყველა რელიგია კაცთმოყვარებას ქადაგებს..ამინ ..და მაინც მიეცით ქართველ კაცს იამაყოს თავისი ქრისტიანობით ..მიმტევლობით..სიბრძნით .....სილამაზითა და ფიზიკური სიძლიერით...დაუბრუნდეთ კარდიფში გამარჯვებას!!!! ნატოს და ევროკავშირის არ იყოს ( კანდიდატის,ასპირანტის და ნატოსთან ძალიან ნუ პირდაპირ ძალიან ახლოს მიახლოვებულის სტატუსის მორჭმა!!!მაგალითად ალბანეთი დაგვიყენა!!! ..ევროკავშირმა ა ბატონო მოლდავეთი..ისწავლეთ მაგნებისაგანო!!) .ალბათ ექვსი ერი ამ გამარჯვებას საკურსოს წინა სამუშაოდ ჩაგვითვლის და.....დავიწყებთ 7 მილიმეტრიანი ნაბიჯებით......მაგრამ ერთს ვიტყვი!!!! ჩვენ თუ ერთმანეთს ისე დაუდგებით გვერდში როგორც რეგბისტები იმ კარგად მოსაგონარ კარდიფის საღამოს ვერანაირი ტაკიმასხარები ევროპული პარლამენტიდან ვერაფერს დაგვაკლებენ..შეიძლება რაცხა გამოგვტყუონ და თუ რა ქე იცით.......შეუნდოთ ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს..სხვა არაფრის დიდებით არ იზამს ამას..გეხვევით გეფერებით ჩემო ლამაზო და დასტურად სათნო ქართველებო...გაუმარჯოს საქართველოს ამინ!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
23:22 20-11-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული