ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
რაც არ უნდა მაგარი მწვრთვნელი იყოს და მე ვთვლი, რომ მაისაშვილი მაგარია, ნაკრების მწვრთნელი პერიოდულად უნდა იცვლებოდეს, თორემ პროგრეს უკუსვლა ან ერთ ადგილზე გაყინვა მოყვება. გავიხსენოთ თუნდაც მილტონი, ძალიან მაგარი პირველი მსოფლიოს მერე, პროგრესი არ ჩანდა და მომდევნო მსოფლიო პრაქტიკულად ჩააგდო. ეხლა ნაადრევია ამაზე ფიქრი, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიოს შემდეგ, ახალი, ტოპ დონის მწვრთნელი უნდა მოვიწვიოთ, თუნდაც ედი ჯონსი, კარგი კანდიდატურაა.
irakli81
22 ნოემბერი 2022 11:53
1
სხვათა შორის ჰეიგს თავისანვე ემდუროდა ნაკრების საკმაოდ გამოცდილ მოთამაშეთა ნაწილი, მათ შორის მართლაც ისეთი დიდი მორაგბე, როგორიც ზირაქაშვილია. მისი თქმით, ჰეიგი საერთოდ არ ითვალისწინებდა მოთამაშეთა აზრს იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ მორაგბეებს ეხებოდათ და მხოლოდ თანაშემწე მწვრთნელებს ეკითხებოდა. ასეთი უთანხმოებები ხშირად ხდებოდა , უბრალოდ გარეთ არ გამოგვქონდაო.2019 წლის მსოფლიოს დაწყებამდე მან საკმაოდ მცდარი მეთოდი აირჩია და წარმოუდგენლად გაზარდა ფიზიკური დატვირთვები, რის შემდეგაც გუნდს პრაქტიკულად რესურსი აღარ ჰქონდაო. ამაზე თუ არ ვცდები, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. ვეტერანმა მორაგბემ მევლუდ მთიულიშვილმა მამაძაღლის მსგავსი ეპითეტით მოიხსენია ჩვენი პირველი წარმატების შემოქმედი კლოდ სორელი, გიორგი შკინინმა გაიხსენა, 18 წლის ასაკში, როდესაც ეცადა მისთვის აეხსნა კონკრეტული სიტუაცია, სამუდამოდ როგორ მოკვეთა ნაკრებიდან. ასე, რომ თავისი წილი შეცდომა ყველამ, მათ შორის მაისაშვილმაც დაუშვა და სამართლიან კრიტიკას იმსახურებდა. მთავარი ის არის, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვუყუროთ და დამსახურებაც საკადრისად დავუფასოთ
: )))))))
22 ნოემბერი 2022 20:58
0
"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი"
მერაბი
22 ნოემბერი 2022 10:30
5
ნეტავ დაინიშნოს
.
22 ნოემბერი 2022 05:12
2
კი, როტაცია ხდება-ედი საქარᲗველოᲨი მოდის და მაისაᲨვილი ინგლისᲨი მიდის.
ასავალ- დასავალი
22 ნოემბერი 2022 07:38
6
ამხანაგურებისთვის დატოვეთ და ოფიციალურებისათვის წარმატებული უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ
1.2.3.4.5.6.
22 ნოემბერი 2022 12:16
6
რაც კარგად გვეხერხება ეს ოცნებაა ასე რომ ვიოცნებოთ ჩვენი რამიდის..ეგ მაინც ხო არის უფასო ))))))
რონი
22 ნოემბერი 2022 08:54
5
მაისაშვილი მაგარია მეტი რა უნდა ექნა დაწერეთ აბა !!!???
mesxi
12 დეკემბერი 2022 12:14
0
როგორც არ უნდა მივედ-მოვედოთ, მაისაშვილი და მისი გუნდი შედეგს დებს- მსოფლიოსათვის-ს ა ჭ ი რ ო ა შერკინებაში სიმძლავრის დაბრუნება(რამაც მოუგო უელსს), ძველებურის;ჯარიმა,აუტი,მოლი-ლელოს გათამაშების,როცა უკანა ხაზი ვერ არღვევს მაგრად დამუშავება-მაგრად მომზადება,მისთვის აუტის,მოლის სპეცლისტებიც გვჭირდება,აუტში,რაც შეიძლება უშეცდომოთ ვითამაშოთ,ზოგადად კარიმების არ აკიდებისათვის,რაქში და დაცვაში აგრესიული თამაში...და რომ შევძლოთ-გვჭირდება ფიზიკურად კარგად მომზადება და ჯგუფიდან გავალთ.
უნდა გავითვალისწინოთ,ამ მოგების შემდეგ- ჩვენი ნაკრების თამაშს განსაკუთრებით შეისწავლიან,სუსტი მხარეების ძებნას დაიწყებენ,ბოლო-10 წუთიც რომ გვიჭირს-სწორად ამ დროს მასიურ იერიშებს დაიწყებენ და ა.შ. და ა.შ.

საპასუხოთ-მაგრად მომზადებასთან ერთად,თამაშ-ში ტაქტიკა-სტრა-ის შეცვლა-გადაწყობა-დაბრუნებაც სწრაფად უნდა შეგვეძლოს და ჯგუფში ყველა გუნდზე მოგება შეგვიძლია,ავსტალიაზეც.
კახაბერი
24 ნოემბერი 2022 15:05
2
უელსი ჯარიმას კიდეზე აღარ გადაიტანს და მარტო შერკინებით ვერ მოვუგებთ. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი.

მაგრამ ის ნაღდად დავამტკიცედ რომ ჩვენთან მოდუნება არ გაუვათ და სადაც იტალიას ახსენებენ, იქ აწი უელსიც გაწითლდება ჩვენ გახსენებაზე.
ანდრი
26 ნოემბერი 2022 15:01
0
ედი ჯონსი იმდენად ჭკვიანია, რაც არ უნდა იყოს ამ ეტაპზე ჩვენს, როგორც მსოფლიოზე მონაწილე გუნდის გაწვრთნას არ დათანხმდება. ჩემი აზრით, ის უფრო საკლუბო კარიერას აირჩევს მაღალი ანაზღაურებით.
:)))))))))))
22 ნოემბერი 2022 12:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული