თამაში ლეგენდარულ „მარიფილდზე“ გაიმართება, რომელიც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. "ბორჯღალოსნები" ამ არენაზე მესამედ, შოტლანდიასთან კი ჯამში მეექვსედ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ტიერ1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ასევე, ის გახდა ტიერ1-ის პირველი გუნდი, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდა და რომ არა კოვიდ-პანდემია, 2021 წლის ზაფხულშიც გვეწვეოდა.
„ჩვენთვის პატივი, გამოწვევა და
„მეორე მხრივ, ეს ერთგვარი აღიარებაცაა, როდესაც მსოფლიო რაგბის პირველი ეშელონის გუნდი შოტლანდია საქართველოს საკმარისად ღირსეულ მეტოქედ მიიჩნევს თავისი ტესტ-მატჩების კალენდარში შესაყვანად. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მეხუთედ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა და, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყოველთვის შოტლანდია იმარჯვებდა, ჩვენი გუნდისთვის ეს შეხვედრები ყოველთვის იყო სპორტული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი“.
„2022-ში უმაღლესი ეშელონის, ტიერ1-ის ზედიზედ ორ ნაკრებზე – იტალიასა და უელსზე გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ამჯერად სულ სხვა ჭრილში წარმოაჩენს და გაცილებით მეტ საერთაშორისო ინტერესს იწვევს შოტლანდიასთან მისი მორიგი დაპირისპირება; შოტლანდიაც თავის საუკეთესო ფორმაშია – შემოდგომაზე მან ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან შთამბეჭდავი ორთაბრძოლა გვაჩვენა, არგენტინა კი 52:29 დაამარცხა“.
„საქართველოს რაგბის კავშირის მთელი სტრატეგია ამჟამად მიმართულია ქართული რაგბის უფრო მძლავრად წარმოსაჩენად საერთაშორისო არენაზე და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მეტოქეებთან თანასწორ ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა, რომელმაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტის სიტყვებით, ათქულიან შკალაზე 10-იან შეფასება დაიმსახურა. შედეგებს წელს კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ქართული გუნდების ახალ და უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მიწვევის სახით” – ამბობს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი.
"ბორჯღალოსნებისა" და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2011 წლიდან იღებს, როდესაც მეტოქეს ახალ ზელანდიაში, ინვერქაგილში, მსოფლიო თასზე ლელო არ გავატანინეთ, თუმცა მეტოქემ მაინც იმარჯვა – 15:6.
2016 წელს შოტლანდიამ ქილმანროქში გვიმასპინძლა და 43:16 იმარჯვა. 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მათ ორჯერ შევხვდით და თბილისში სტუმრებმა 44:10, ხოლო ედინბურგში 36:9 იმარჯვეს. 2020 წელს შოტლანდიას კიდევ ერთხელ ვეწვიეთ „მარიფილდზე“ და ამჯერად მეტოქემ 48:7 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიამ "ბორჯღალოსნები" სათამაშოდ პირველად 2008 წელს მიიწვია, ოღონდ მაშინ „ა“ ნაკრებით დაგვიხვდა და 69:3 გაიმარჯვა. შოტლანდიის „ა“ ნაკრებს 2010 წელს, ბუქარესტის ერთა თასზეც შევხვდით და 22:21 დავამარცხეთ.
2023 წლის მსოფლიო თასამდე "ბორჯღალოსნები" კიდევ ორ გასახურებელ თამაშს გამართავს. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. საფრანგეთის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
Rugby.ge