საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მოქმედი სპორტსმენებიდან პირველმა პროტესტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გამოთქვა.
"ევროპა ერთადერთი გამოსავალია!", - წერს მერაბ შარიქაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური განცხადებები საფეხბურთო კლუბებმა თბილისის "დინამომ" და "გაგრამ", აგრეთვე, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გააკეთეს.