"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ავტორიტეტს შენარჩუნება უნდა.სანამ გადაწკვეტილებას მიიგებ კარგად უნდა დაფიქრდე რომ ამდენი წლის პატივისცემა წყალს არ გაატანო...გულსატკენია
Lulu
03:01 15-03-2023
23
სამწუხარო ამბავია, ჩემთვის კაჭი ერთერთი საყვარელი რაგბისტი იყო და სადღაც გულის სიღრმეში სულ ვფიქრობდი რომ ცოტა დაუფასებელი (სუბიექტური აზრით) ამიტომ გული მწყდება ყველაფერზე რაც ხდება თუმცა იმედია, რომ "გაკვეთილი" იქნება ყველა სპორცმენისათვის და იქ დარჩებით და იმ საქმეს განავითარებთ რის გამოც ხალხმა შეგიყვარათ. იმედია აწი სხვა ადეთ სისულელეს აღარ გააკეთებს და აქტიური აპორტიდან ყოველგვარი განათლების ამაღლების გარეშე პირდაპირ პოლიტიკაში არ წავა. არაა პოლიტიკა სახალხო სპორცმენის საქმე არაა. ისევე არ გესაქმებოდა ჩემო ძმობილო პოლიტიკაში არაფერი როგორც მე, პროფესიით იურისტს არ მესაქმება რაგბის ნაკრების ფიზმომზადებაში არაფერი.
იბერია
04:07 15-03-2023
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული