"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა პირველი ფინალისთვის!

AutoSharing Option
მას შემდეგ რაც ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა, "ბორჯღალოსნები" პირველად ითამაშებენ ფინალს. ეს 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მოხდება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, პორტუგალიას ჩვენი დროით 23 საათზე ვერკინებით.

1989 წლიდან, ანუ პირველი საერთაშორისო მატჩიდან (ზიმბაბვესთან) დღემდე, "ბორჯღალოსნებს" არცერთ ფინალში არ უთამაშიათ, იმ მიზეზით, რომ მსგავსი ფორმატით არცერთი ტურნირი არ ტარდებოდა, გარდა მსოფლიო თასისა, რომლის ფინალშიც ჯერ არ გავსულვართ.

რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც აქამდე 14-ჯერ გვაქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ ფინალშივე შეგვიძლია ტურნირზე მე-100
გამარჯვების (118 მატჩში) მოპოვება. ამასთან, საქართველო დაუმარცხებელი მატჩის სერიას 29-მდე გაზრდის და თავისივე რეკორდს მოხსნის, რომელიც 2012-2017 წლებში დაამყარა (28 მატჩი – 27 მოგება და 1 ფრე).

გორგაძის დაბრუნება და თოდუას მე-13-ე

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც ისტორიულ ფინალში საქართველოსთვის რიგით მე-15 ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

ნახევარფინალში რუმინეთთან 31:7 მოგების შემდეგ, სასტარტო რაზმში 4 ცვლილებაა – 3 შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერებმა – გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ.

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე დაწყვილდებიან. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს იწყებს ბექა გიგაშვილი. როტაციის პრინციპით შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი. ფინალში თამაშს ინგლისის პრემიერშიფის "ექსეთერ ჩიფსში" ახლახან გადასული ნიკა აბულაძე და შალვა მამუკაშვილი იწყებენ.

შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ასევე მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ. მარჯვენა ბურჯის შემცვლელი კვლავ გურამ პაპიძეა, მეორე ხაზში კი ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ.

ხაზში ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა დემე თაფლაძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან. ფულბეკის პოზიციაზეა დავით ნინიაშვილი. უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

კვლავ მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა. ხაზში შეცვლაზე შევა თორნიკე კახოიძე.

მთლიანობაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 15 მორაგბის კეპების ჯამი 750-ია, საიდანაც 384 ხაზის, ხოლო 366 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

ფინალური მატჩისთვის განაცხადში მყოფი მორაგბეებიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ სანდრო თოდუამ მოიგო – 12-ჯერ და ის ერთპიროვნული ლიდერია. თასი 11-ჯერ შემართა შალვა მამუკაშვილმა (ასევე დავით კაჭარავამ და ლაშა ხმალაძემ), 10-ჯერ კი მერაბ შარიქაძემ (ასევე ლაშა მალაღურაძემ და შალვა სუთიაშვილმა).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023. ფინალი

19 მარტი. ბადახოსი (ესპანეთი). 23:00 საქ. დრო

საქართველო – პორტუგალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
სად ვუყუროთ, არავინ იცის?
გრიშა
19 მარტი 2023 23:17
0
ფინალის ადგილი,ესპანეთ-პორტუგალიის საზღვარი,ისე შეარჩიეს,რომ ნახევარფინალში,პორტუგალია გაიმარჯვებდა თუ ესპანეთი,მაინც საკუთარი მოედანივით ყოფილიყო.ახლა მსაჯობა როგორი იქნება,ეგაა საინტერესო.წინა თამაშებშიც სცადეს,ჩვენთვის ამოცანის გართულება თუმცა ჩვენებმა,მსაჯებიანად დაამარცხეს ყველა და მჯერა,ფინალშიც ასე იქნება!რაგბი ევროპაზე ჩვენი უკანასკნელი დამარცხების დროს,რუმინეთთან,სწორედ მსაჯებმა გააკეთეს ნახევარი საქმე,თუმცა დღეს,გაცილებით ძლიერი ნაკრები გვყავს და მსაჯებმაც ნამეტანი უნდა ეცადონ,თუ რა თქმა უნდა მოინდომეს,მატჩის შედეგზე ზეგავლენის მოხდენა.კარგი თამაშით,დამაჯერებელ გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენ ბიჭებს!
სოსო
19 მარტი 2023 16:35
0
წარმატება ბიჭებს, პირველი ფინალია და უნდა მოვიგოთ.. ძაან კარგია ტურნირის ფორმატი რომ შეცვალეს თორემ ძაან უსახური გახდა, რაც სტადიონებზე მაყურებელის დასწრებასაც დაეტყო
papai
19 მარტი 2023 10:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული