პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიო თასის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 3:21 მარცხდება.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა გახდა მწვრთნელის შეცვლა წლობით ,რაგბის ნიუნსებში ვერ ერკვევა,არ უთამაშია დიდი რაგბი,აჰყვენ ფეხით "პინგ-პონგში" მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გუნდს,ევროპული გრანდები ასე არ იწყებენ ვოლაბებთან თამაშს,და მივიღეთ ორი ლელო,პირველ ათ წუთშივე,შემდეგ კი ვერაფერს ვუპირისპირებთ,რა გახდა ძლიერი ახალზელანდური ან ავსტალია-ბრიტანულ- ბოლო ბოლ ბოლოფრანგების მაღალი დონის მწვრთნელების მოწვევა,თუ უფულობას უჩივიან,როგორც ყოველთვის,ქართული რაგბის "მესვეურნი"
ზ.მ.
21:11 09-09-2023
6
რაგბისტები იბრძვიან მაინც და ჩვენი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ფეხები არ უკანკალებთ.
მამუკა
21:07 09-09-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული