უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
დეაძაბულობისაგან ყურადღება გაფანტული გამოვიდა ნაკრები,მოედანზე.ზოგიერთი მორაგბე კი,პირველ ტაიმში,თითქოს გახევებული იყო და რეაქცია შენელებული.ალბათ ამიტომ გვქონდა ამდენი აუხსნელად ბევრი და თითქმის უმიზეზოდ აღებული ჯარიმა,ან დაკარგვა,მეტოქეს წინ გაჭრის საშუალება რომ მისცა.შესვენებაზე,გუნდი დალაგდა და კარგადაც დავიწყეთ,ჯერ ლელო,მერე კი სათამაშო უპირატესობაც მოვიპოვეთ,მაგრამ ნინიაშვილის შესანიშნავი გარღვევა,პირიქით ჩვენთვის დადებული ლელოთი დამთავრდა და ამან,ავსტრალიელებს,დაწყნარების საშუალება მისცა,ტაბუცაძესაც შესანიშნავი მომენტი ჰქონდა,ბოლო წამს რომ ვერ გამოვიყენეთ და ასეთი კლასის გუნდთან,ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა.აქ ბევრი ამტყუნებს ნინიაშვილს,იმ ლელოში,მაგრამ, განმეორებთ რომ ვნახე,გამოჩნდა,რომ თანაგუნდელები,ყველა ერთ ხაზში მისდევდა,პასის მისაღებად და სიღრმე არ ჰქონდათ,ნინიაშვილი კონტაქტზე რომ წავიდა,აპირებდა,ამის მერე გაეკეთებინა ბურთის ამოგდება,მაგრამ ამასობაში ყველა თანაგუნდელი წინ გავარდა და ვერავის პასს ვეღარ მისცემდა.პარტნიორებმა,დათოს ჩანაფიქრი ვერ გამოიცნეს და მანაც,მომყოლების იმედად,ბურთი უკან ამოაგდო.ეს რა თქმა უნდა გაუმართლებელი რისკი იყო,მაგრამ სხვა შემთხვევაში,ბურთს აუცილებლად დავკარგავდით და მანაც ეს არჩია.როგორც აღმოჩნდა, გადაწყვეტილება არასწორი იყო.ნამდვილად ვერ ვითამაშეთ ისე,როგორც გვინდოდა,გაცილებით უკეთესს ველოდით,მაგრამ ამ თამაშშიც აშკარად ჩანდა,რომ გაცილებით უკეთესი თამაში შეგვიძლია.არ ვიცი,რამდენად ბოლომდე დაიხარჯა ავსტრალია,მაგრამ რაც აქ გამოჩნდა,ნამდვილად შეგვეძლო,ერთი ქულის აღება მაინც.ნინიაშვილიც აუცილებლად მოუმატებს,ტრავმა მორჩენილი გორგაძეც,გამოცდილი ლობჟანიძეც აღარ იქნება ასე აჭრილი და ეს უკვე ,სულ სხვა გუნდი იქნება.ის ფაქტიც,რომ პირველ ტაიმში,ასეთი უპირატესობის მიუხედავად,ავსტრალიელებმა საჯარიმოებით აკრიფეს საკმაოდ ბევრი ქულა,მეტყველებს იმაზე,რომ სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ამ თამაშს და სულაც არ იყვნენ დარწმუნებულნი,რომ ადვილად,ან საერთოდ დაგვამარცხებდნენ.ისე,ჩვენც რომ სრული შესაძლებლობებით გვეთამაშა,სულაც არ ვარ დარწმუნებული,რომ იმ თამაშით,როგორითაც ისინი გვეთამაშნენ,ჩვენთან გამარჯვებას მოიპოვებდნენ.ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და მჯერა,ამას სხვებსაც დავუმტკიცებთ.აი,ამ წაგების მერე უფრო მეტად მჯერა!
სოსო
10 სექტემბერი 2023 00:17
3
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. მოგებას ვერ ვიტყვი, მარა იყო მომენტი შეცდომა რომ არ დავძაბავდით თამაშს. მეორე ტაიმში თითქმის არაფერი დაუთმეთ. გამახარა აუტების გაუმჯობესაბამ და იქით მოუგეთ ავსტარლიას აუტები რამოდენიმეჯერ. მართალი ვთქვა ასე გარდაქმნას აუტებში არ მოველოდი შოტლანდიის შემდეგ. წარმატება ბიჭებს.
G.LA
09 სექტემბერი 2023 22:53
1
სამწუხაროდ ნინიაშვილმა გარდამტეხი მომენტი უკუგარდატეხა. ის საკმაოდ გამოცდილია უკვე რომ ასეთი შეცდომა არ დაეშვა. იმ მომენტისთვის ავსტრალია მოშლილი იყო და ასე ახლოს ვიყავით ისტორიულ გამარჯვებასთან
rigiti
09 სექტემბერი 2023 22:29
12
ლობჟანიძეს აშკარად ჯობს აფრასიძე უფრო სწრაფად გამოაქვს ხაზზე ბურთი და გამუდმებით უაზროდ ფეხით არ წევს და არ აბარებს მოწინააღმდეგეს რით ვერ დაღვინდა, ავსტრალიას პინ პონგს არ უნდა ეთამაშებოდე რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაუმალო ბურთი რომ ნაკლები რაოდენობით შემოგიტიოს დავიჯერო შეტევაში უფრო დამღლელია თამაში ვიდრე დაცვაში თავების და გვერდების ჩეჩქვა? შეინახე რაა და ადრე თუ გვიან ხაზიც გაიჭრება, ლობჟანიძე მოძველებული სტილის რაგბს თამაშობს
გოგა
09 სექტემბერი 2023 22:52
4
დანა პირს არ მიხსნის.. ნინიაშვილმა ვისგანაც ყველაზე მეტად ველოდით ხეირიანს სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ თამაშის წაგებაში,არადა ნამდვილად შეიძლებოდა თუნდაც ბონუს ქულაზე ფიქრი. ის შეტევა წესით ლელოთი უნდა დაგვესრულებინა, 6 ქულამდე შეგვემცირებინა სხვაობა და რა გააკეთა საერთოდ, ჭ კლასი არ იზამდა ამას.. ბოლო ლელოც მის სისულელეებს მოყვა და პირველი ტაიმიც სისულელეების მეტი არაფერი უკეთებია.. გაოგნებული ვარ,რა დაემართა ამ ბიჭს??!! ძალიან მწარედ არის გასაკრიტიკებელი ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო თამაშის გამო.. ტაბუცასაც ორი კარგი სალელოვე შანსი ქონდა და როგორც წესი ასეთ დროს გაცილებით უკეთესად მოქმედებს ხოლმე, კვესოსაც მშვენიერი შანსი ქონდა. ბიჭებს საბოლოო ჯამში მადლობა ბრძოლისთვის და მონდომებისთვის, მეორე ტაიმი ძალიან იმედისმომცემი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ავსტრალიას დერეფანში ვაჯობებდით. შერკინებას რაც შეეხება პირველ ორ-სამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით,როცა მაგრად მოგვაწვნენ,დავუდეგით და ვეღარ დაგვჩაგრეს. ერთი სიტყვით, შემდეგი თამაშებისთვის გვჭირდება უკეთესი და უფრო აგრესიული დაცვა, დისციპლინა განსაკუთრებით ოფსაიდის, ბევრად ნაკლები პინგპონგი.
ალექს
09 სექტემბერი 2023 22:15
5
ამათმაც გადაგვირბინეს! ავსტრალიელები დაფრინავდნენ, ჩვენები დადიოდნენ! საერთოთ ყველა სპორტის სახეობაში სისწრაფეები გვაკლია ძალიან!
მწრთვნელი
10 სექტემბერი 2023 12:01
22
-არა უშავს ბიჭებო- შანსი გვაქვს 2 ნაკრებს მოვუგოთ- ავტორიტეტი მხოლოდ განვიმტკიცოთ.
ვინც რეგბი არ იცის, ან კრემლის ქართული ენის მოიდნე პროპაგანდისტებს- სპორტულ მედიაშიც მიზანმიმართულ სიძულვილის მთხეელებს...
-თავიდანვე გასაგები იყო- მწვრთნელობამ ავსტრალიასთან თამაში არაპრიორიტეტული ჩათვალა,როცა ფლანგებზე მოდებაძე, თაფლაძე დააყენა-ფიზიკურად სუსტები რომელი ტიერი-1-თის ფლანგებს გააჩერებენ (მით უმეტეს შემდგომ ფიჯელების?!),ორივეს ჯერ-ჯერობით არანაირი შედეგები არ აქვს, წარმატებით თამაშობენ-,,შავ ლომში,,-მე-3 ხარისხოვანი ევროპული ტურნირის გამარჯვებულ გუნდში და...

ამ ბიჭებთან არაფერი პირადი,მაგრამ ფიზიკურად აშკარად უნდა მოუმატონ და დაცვაში გაცილებით აგრესიულები უნდა იყონ, სასურველია 2-3 წელი საფრანგეთის ლიგაზე წავიდნენ!

ნინიაშვილის შეცდომაზე მეტი იყო-უკანა ხაზის შეცდომა- ჩავარდნა-არცერთი არ გაყვა 6-8 მეტრში-ც, რაც საფრანგეთის ლიგაზე ხდება(?!),

მე- 2 ტაიმში უკანა ხაზი შეიცვალა და ნაკრები გაცილებით უკეთ ათამაშდა.

1-ლი ხაზი და ზოგადად შერკინება - გაცილებით მძლაცრად უნდა ათამაშდეს-არ შეიძლება შერკინებაში პოზიციების დათმობა თამაშის აჩქარებისათვის,დრო იყო ზელანდიის შერკინებასაც ვამარცხებდით,აქედან ლელოები იდება-თამაშები იგება (როცა სხვა სტრატე-გია არ გამოდის)

დერეფანი გამოსწორებულია,

რაქში მეტი აგრესიულობა გვჭირდება,

მოლი უნდა დავამუშაოთ-გავამძლავროთ.

მანტკავა ძალიან კარგია,მებრძოლია- სანაკრებოა, მაგრამ თედო უნდა ვნახოთ-მეტ შემოქმედებით თამაშს აჩვენებს- ცენტრში გაჭრებსაც...
და ბოლოს-ფიჯისთან ფლანგებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ბიჭები გვჭირდება, შეიძლება ექსპერიმენტი- ც -მე-3-ხაზის ბიჭები დავაყენოთ (საღარაძე,ივანიშვილი, ცუცქირიძე ) ბოლო 20 წუთი მაინც (ფიჯი ამ დროს გადის წინ,თან ფლანგებზე თითქმის 2 მეტრიანების- დიდი გაბარიტების მოთამაშეების დაყენებით,ვისაც სწრაფი- ეფექტური ტაბატაძე და ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ფიჯელებისათვის არა საკმაო გაბარიტების თოდუა- ვერ უმკლავდებიან-ვერ აჩერებენ),

ველით წარმატებებს,ბრძოლის უნარიანობით, შემართება, თავდადებით- საამაყოები ხართ.
გლახუნა
10 სექტემბერი 2023 00:26
8
როცა 4 წელში 1 შანსი გაქვს ეგეთ გუნდს ეთამაშო-მობილიზებული უნდა გამოხვიდე რომ არ ჩააგდო ტაიმი.
სხვა გუნდებიც +20 ქულით აგებენ მაგრამ ჩვემ ხომ მაინც რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი გვაქვს მუდამ.
მირიანი.
10 სექტემბერი 2023 00:51
0
ძალიან ხშირად მეორდება: თითქოს და აი, გარდატეხა იწყება, ინიციატივას ხელში ვიღებთ და აქ, სრულიად არაპროვოცირებულად, საშინელი შეცდომა მოგვდის. ნინიაშვილი ამისთვის საჯაროდ ბოდიშს თუ მოიხდის, ძალიან კარგს იზამს. მარცხი სამარცხვინო არ იყო, მაგრამ სიმპტომური კი. კიდევ ერთი სიმპტომი: ბრძოლას მაშინ ვიწყებთ, როცა უმცირესობაში ვრჩებით. ანუ კრიზისში თვითგადარჩენის რეფლექსი გმირობისკენ გვიბიძგებს. უფრო სტაბილური აგრესიაა საჭირო. ვნახოთ, მგონი სულმთლად უიმედოდ არ უნდა ვიყოთ.
ელიასი
09 სექტემბერი 2023 22:27
10
ნინიას საბოდიშო არაფერი აქვს. მიმყოლი არავინ იყო ახლოს.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 17:57
0
ნუ თავზე ზემოთ ძალა არაა, მაგრამ ამ ავსტრალიასთან შეიძლებოდა უკეთესი შედეგის დადება. ისე მთავარია ბიჭებმა გული და სული ჩადეს, მაგრამ ასეთი ქვეყნების ნაკრებების კლასი არსად არ მიდის და ეს კლასი კი ჯერ არ გვაქვს ისეთ დონეზე რომ ამათ ტოლ სწორად ვეთამაშოთ.რაც შეეხება შერკინებას აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს... ნინიაშვილი მაგარი ბიჭია ნუ გადავაყოლეთ იმ ერთ შეცდომას, ის ქართული რაგბის მომავალია აი ნახავთ სულ ცოტა ხანში რა დონეზე გავა.ისე მაისაშვილის წინააღმდეგი არა ვარ მაგრამ, უკეთესი კვალიფიკაციის მწვრთნელი კარგი იქნებოდა ამ მსოფლიოზე მაინც.
maximus
10 სექტემბერი 2023 22:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული