უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ორი ლელო ავსტრალიას ხუმრობა არაა თან ნერვიულობის გამო კიდევ ორი ლელო გავაცუდეთ ...ეხლა ფეხბურთელებს მინდა უთხრა უყურეთ ჩვენების რაგბის თამაშს და რამდენ სისხლს აქცევენ თამშში .
რატი
09 სექტემბერი 2023 22:18
2
ალბათ ისტორიაში ყველაზე სუსტ ავსტრალიას ტოლ-სწორადაც ვერ ვეთამაშეთ... არა და ეს უკვე მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია ჩვენთვის. ისევ ტექნიკური შეცდომები, ისევ უაზრო ჯარიმები (ჩვენიანის უაზრო გაძევება) ისევ სუსტი ტაქტიკა და შემოქმედება... მიწოლაშიც მოვიკოჭლებთ, ისევე როგორც დინამიურ და სწრაფ თამაშში!
მე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავ, ერთ ადგილს ვტკეპნით!
ახალი უკეთესი თაობა მოდის??..რაღაც მეეჭვება
ბესო
10 სექტემბერი 2023 00:04
24
რამდენად სუსტია ეგ ავსტრალია, მაგას უელსთან და ფიჯისთან ვნახავთ. ქვეყანას მორაგბეების რიგი უდგას, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ითამაშებენ. ამიტომ ჯობია ადეკვატურად შევაფასოთ და მოგებაზე ისე ვიფიქროთ
: )))))))
10 სექტემბერი 2023 10:19
2
როგორ გყვარებია რაგბი
გულშემატკივარი
10 სექტემბერი 2023 09:21
1
დაანებეთ ნინიაშვილს თავი, ნეტა მაგისნაირი კიდე ერთი 5-6 გვყავდეს,
საიდან მოიტანეთ რომ მოგება შეგვეძლო კონტაქტის 90%-ში იგებდა ავსტრალია მანძილს, ორ კაცზე რომ მოდიოდა ერთი ავსტრალიელი 10-დან 9 შემთხვევაში 3-5 მეტრს იგებდა მაინც.
ფიკიზაში დაგვჩაგრეს თან მაგრად...
ეს კიდე რაგბია მძლეოსნობა კი არაა გაქცევა და სისწრაფე რომ საქმეს შველოდეს.
ამ ფორმაციის ნაკრები არის ფიზიკურად უსუსტესი,

ნინიაშვილი დაინახეთ და
1. აიღე და მიეძალეთი რომ ავსტრალია 25-ნი წყვეტილიდან 22-ში რომ შედიოდა როცა უნდაოდა ეგ ვერ დაინახეთ?
2. მეორე ტაიმში ბოლო ავსტრალისს ბოლო ლელოს დროს გორგაძე ავსტრალიის 10 ნომერს რომ დაეჯახა და უკან გადმოვარდა ბურთი დაიკარგა და ლელო დაგვიდეს ეგ ვერ დაინახეთ?

ასეთი სუსტი შერკინებით კიდე რავი საერთოდ რა გინდა რომ ქნა..
dsw
09 სექტემბერი 2023 23:58
1
მაგრად გეწყინებათ ბევრს ალბათ რასაც ვოტყვი.
აზრზე არ ხართ უმეტესობა რაგბის ამ კომენტარებიდან გამომდინარე და არც მე ვარ პროფი,მაგრამ ძმები მყავს რაგბისტები არც თუ ისე ცნობილები და არც თუ ისე უცნობები.
შეცდომები რა თქმა უნდა იყო და გამოსასწორებელია.ან მაისაშვილის ან უფრო უკეთესი მწვრთნელის რა თქმა უნდა.
მაგრამ ბიჭებს მაინც დისი მადლობა თუნდაც შეცდომებიანი ესეთი თამაშისთვის.
35 -15 ავსტრალიასთან კარგიათქო როგორ ვთქვა მაგრამ რეალობასაც ჩახედეთ თვალებში.....
Lomu
09 სექტემბერი 2023 22:54
7
მეორე ტაიმის ფონზე უფრო დასანანი იყო ეს შედეგი. ნინიაშვილის მომენტმაც ცუდად იმოქმედა, მაგრამ აუგის თქმა არ მინდა ამ ბიჭზე იმდენად თანამედროვე და მაგარ რაგბს თამაშობს, გაბედულად ითამაშა და არ გაუმართლა.
ლელო
09 სექტემბერი 2023 22:08
2
ნინიაშვილს უბრალოდ პასი უნდა მიეცა ტაბუცაძისთვის და არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა თამაში
David
09 სექტემბერი 2023 22:36
2
არაფერი ცოდოები არ არიან, ლევანის წვლილი უდიდესია ამ გუნდში თუკი რამეს მიაღწიეს, და მეორეც არ გვყავს სიღრმე, აი კოჭო არაა და მოდებაძე სუსტია, ნინიაშვილმა ვერ ითამაშა და შემცვლელი არაა, მეორე ხაზშიც სისუსტეა და ასე შემდეგ
.
Zviads
09 სექტემბერი 2023 23:31
6
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში დაშვებულმა შეცდომემბა წაგვაგებინა, ალბათ გამოუცდელეობის ბრალია... მაინც მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ ბიჭებს!!! დარმწუნებული ვარ შემდეგ თამაშებში უკეთესად ვითამაშებთ!!!
ზაალი
09 სექტემბერი 2023 22:17
2
აშკარად ჩანს რომ გუნდი არ არის შესაბამის კონდიციებში. მაისაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უსუსტესი მწვრთნელია. არასწორი შემადგენლობა დააყენა. არ არიან ფორმაში გორგაძე, ნინიაშვილი, მოდებაძემ საერთოდ ჩააგდო თამაში. იმედია პორტუგალიასთან მოვიგებთ, ალბათ ამისათვის შეინახეს თავი
დათო
09 სექტემბერი 2023 22:11
14
სანამ ბოლომდე არ გაისწორებს მაისაშვილი თავის მუღამს მანამდე არ ვუშვებთ?
ჩელენჯერი
09 სექტემბერი 2023 22:26
23
საამაყო ბიჭები გვყავს და საერთოდ რაგბი ერთადერთი სპორტია მიუხედავად შედეგისა შეიძლება სინანული იგრძნო მაგრამ ამაყი ხარ რო ასეთი მებრძოლი პატრიოტები გვყავს ეს არის ქართული სული ვინც საქართველოს რაგბს დიდი ხანია ადევნებთ თვალს ვინც ერკვევით რაგბში დამეთანხმებით უდიდესი პროგრესი გვაქვს ექვსი ერი გვჭირდება და ჩვენ ერთ ერთი საუკეთესო ნაკრები ვიქნებით მსოფლიოში ფეხბურთელებისგან განსხვავებით გულწრფელი მადლობა ბიჭებს წარმატებები საქართველო ამ მსოფლიოზე თავის სიტყვას იტყვის
vvvvvv
09 სექტემბერი 2023 22:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული