უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
სამწუხაროდ, ნინიაშვილის შეცდომის შემდეგ წავაგეთ, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. ყოჩაღ ბიჭებსა და მაისაშვილს როგორც ყოველთვის. ესენი ბრძოლობენ, სისხლიანდებიან სხვა პიჟონებისგან განსხვავებით..........
სიმართლე
09 სექტემბერი 2023 22:32
17
პირველრიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადო გუნდი
რაგბი
09 სექტემბერი 2023 22:14
1
ჩვენივე შეცდომებით უფრო წავაგეთ, ვინემ ავსტრალიელთა კარგი თამაშის გამო, თუ ამ შეცდომებს ავღმოფხვრით უელსათან და ფიჟისთანაც ვიბრძოლებთ, პორტუგალიაზე არაფერს ვამბობ.
რრრ
09 სექტემბერი 2023 22:13
1
სულით ქართველი ბიჭები, ქართველი მწრთვნელით წინ და წინ მიდის............
გიო
10 სექტემბერი 2023 00:42
2
მერე ტაიმი ავსტრალიასთან 14-ით თორმეტი წავაგეთ. რომ არა მართლა თავდადებული ბიჭების შეცდომები გარდამტეხ მომენტში, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. ბალერინა ჩვენი ფეხბურთელების გასაგონად ვამბობ, თავგანწირვა, კაცობა და ქვეყნის სიყვარული, პირველ რიგში ჟილკაა და ეროვნული მაისურის ჩაცმის გააზრებაა, სისხლიანებმა, თავაწეულებმა, მხნედ დაამთავრეს თამაში ბალერინებო და უჯიგროებო........
?
09 სექტემბერი 2023 22:53
2
კარგი იქნებოდა ასეთი დონის მოწინააღმდეგეები გვყოლოდა ტესტებზე რუმინეთ/აშშ-ს ნაცვლად და მხოლოდ შოტლანდიით არ დაგვემთავრებინა გახურება. ამ კუთხით შეიძლება ითქვას მსოფლიო რაგბმა ჩვენთან შედარებით ფიჯის ყველაფერი საუკეთესოდ დაუგეგმა. ცალსახად შოტლანდიის მერე ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და იმედია ტენდენციას შევინარჩუნებთ, ნინიაშვილი კი საკუთარ თავზე სასიკეთოდ "გაბრაზდება" და შემდეგ თამაშებში ბოლომდე რეალიზირდება.
რამაზ
10 სექტემბერი 2023 05:54
2
თავიდან მეც მომეჩვენა, რომ თანაგუნდელებმა (ტაბუცაძის გარდა) წინ გაასწრეს ნინიაშვილს ფეხბურთელებივით, მაგრამ გადაახვიეთ და ნახავთ - გაასწრეს, როცა პასი დააგვიანა და შებოჭეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ავსატრალიას შემოვუტრიალებდით, მაგრამ მეორე ტაიმს ალბათ მოვიგებდით და ვინ იცის, იქნებ ქულაც აგვეღო. ახლა ყველა ჯოხის ნინიაშვილზე გადატეხვა არასწორია. ეს ბიჭი დღესდღეობით ჩვენი მთავარი იმედია, უბრალოდ ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო ტრავმის მერე. დიდებს დიდი შეცდომები მოსდით. საღინაძე დაგვაკლდა ძაან ჩემის აზრით. ის რომ გვყოლოდა, რკენა ასე არ გაგვიჭირდებოდა.
ქომაგი
10 სექტემბერი 2023 09:59
3
მოდებაძეც არაა მზად ჩემპიონატისთვის
სხვა
10 სექტემბერი 2023 12:41
1
გაასწრეს კიდეც და ყველა ერთი მხრიდან მიყვებოდა
Dato
10 სექტემბერი 2023 12:06
0
არა უშავს, ერთ ათ წელიწადში ვისწავლით აუტის მოწოდებას, ოც წელიწადში პასების კეთებას და მერე ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი. მაისაშვილო, მალე წახვალ? მართლა დაგვტანჯე, რით ვეღარ გაიგე? ზუროს, სანიოლ, მაისაშბვილო, მისჯილი გვაქვს თქვენი და თქვენი ფედერაციების ყურება?
უშანგი დარტანიანი
09 სექტემბერი 2023 22:30
27
ეს თქობა ამ მწვრთნელის ხელში ცოდოა. ყოჩაღ ბიჭებს
123
09 სექტემბერი 2023 22:21
11
უელსთან თამაშამდე სამი კვირაა მანამდე ნინიაშვილი ფორმაში შევა და გუნდიც უფრო შეთამაშდება.მაღალი ალბათობით უელსს და ფიჯის შერკინებაში დავჩაგრავთ და ჯგუფიდან გავალთ.დღევანდელი თამაშის შემდეგ უფრო ოპტიმიტურად ვარ განწყობილი !
1964 ავთო
09 სექტემბერი 2023 23:07
10
არ ვიცი რატომ უყურებთ ფიჯის ასე მარტივად, ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერია, თუ გამოცდილების და დისციპლინის (ადრე ეგ თვისება ღალატობდათ) ხარჯზე არ მოუგო ავსტრალიამ და უელსმა.
პ.ს. ძალიან ცუდად მახსოვს 8 ერზე რაც დაგვმართეს.
ლელო
10 სექტემბერი 2023 00:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული