კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
გასაოცარი უღიმღამობა გამოვავლინეთ.
ვანდა ჯიქია
23 სექტემბერი 2023 18:13
1
შესაძლოა მეჩვენება მაგრამ მორაგბეებსაც ფეხბურთელების ქედმაღლობა გადაედოთ. და არაპოლიტიკური გაგებით ქართულ სახელმწიფოს გაგება შეეყარათ თავისი ყველა მანკიერი ფორმით. დღეს მრცხვენია მათ გამო!
amberგ
23 სექტემბერი 2023 18:12
3
ცალსახაა, რომ გუნდი თამშობს მწვრთნელის გარეშე.
Guram
23 სექტემბერი 2023 18:12
4
არაუშავს, დროებითააო მაისაშვილიო ბრძანა ბატონმა სვანაძემ წინა მსოფლიოს შემდეგ... თან ძმაკაცია და რაგბი პირველ რიგში კაცობას გვასწავლის... თან, შავ ლომს გვიტოვებენ შთამომავლობას და ეს ცოტა არის? მაისაშვილი წადი რა, წადი! არ ხარ შენ მაღალი დონის მწვრთნელი, არაა! არც არასდროს ყოფილხარ და არც არასდროს იქნები! წადი გთხოვ, წადი!!!
დათო
23 სექტემბერი 2023 18:12
4
ორივე ერთნაირი კლასის გუნდია. პორტუგალია ოდნავ უფრო ლამაზად თამაშობს
giorgi 3
23 სექტემბერი 2023 18:11
6
ყოველთვის ასე იყო, პორტუგალია ყოველთვის სწრაფი იყო ჩვენ კი შერკინებაში სულ ვჯაბნიდით და რადგანაც ეს უპირატესობაც დავკარგეთ ამან გამოიწვია ეს შედეგი
David
23 სექტემბერი 2023 18:28
0
რა არ მოგწონთ. ფრე საუკეთესო შედეგია,, გაბრაზდებიან, შემდეგ თამაშზე მოტივაცია გაეზრდებათ და მოვუგებთ ფიჯის ბონუსით.
ზეზვა
23 სექტემბერი 2023 18:10
29
იქით პორტუგალია შემეცოდა და აქეთ ჩვენების ცოდვით დავიწვი....
დედა რა იყო ეს ააა
23 სექტემბერი 2023 18:08
0
რა მალე დაივიწყეთ გამარჯვებები, მაგრამ პოლიტიკა თუ არ გარიეთ არ შეგიძლიათ.
სამართალი
23 სექტემბერი 2023 18:08
29
ეს თამაში ზედმიწევნით კარგად ასახავს ქვეყნის მდგომარეობას ყველა მიმართულებით.. ასე იცის ყველაფრის გ.ა.პ.რ.ა.ვ.ე.ბ.ა.მ
ზურიკო
23 სექტემბერი 2023 18:08
4
ფრესაც კი არ იმსახურებდნენ.თამაში ხო საშინელი სანახავი იყო.ესეთი თამაშის მსგავსი რაღაც,რაც მეორე ტაიმში იყო იშვიათად მინახავს
გელა
23 სექტემბერი 2023 18:07
1

სიახლეები პოპულარული