კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
საშინელება იყო :(
გენო
23 სექტემბერი 2023 17:57
0
სასწრაფოდ 20 წლამდელებიდან ზაზაძე,ძმები ციხისთავები და უკანახაზელები ძირითად ნაკრებში ლადო კილასონიასთან ერთად,რასაკვირველია... ერთ დროს 20 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი სპანდერაშვილი ვინმემ მოიკითხა? იმ გუნდიდან მარტო საღინაძე,აფრასიძე და ანჟანდაძე რატომ შემორჩა ნაკრებს,სხვები რა იქნენ?თოდუას და მამუკაშვილს ენაცვალოს ჩემი თავი,მაგრამ რა გახდა ნორმალური ჰუკერი ანუ კვაჭი ნაკრებისთვის და სანამ უნდა უბრაგუნონ "აიღე და მიეძალე"?კილასონიას დაყენებული მოლო და დაცვის დისციპლინა 20 წლამდელთან ნაკრებიდან რომ გადმოვიტანოთ დიდ ნაკრებში,დაგვიშალა ვინმემ?გაიტანეთ ეს "გრელანდია" მაისაშვილი,რა გახდით მართლა და მართლა
123
24 სექტემბერი 2023 01:04
2
ჰუკერი აგერ მონპელიეშია, ჩემო ძმაო, მარა...
Rezo
24 სექტემბერი 2023 02:24
1
ესეთი თამაშით ფიჯისთან თქვენგან აგარაფერი დარჩება, ძალიან გულგატეხილი დავრჩი როგორც ყველა გულშემატკივარი, ფსიხოლოგიური მდგომარეობაც დაკარგედ შემდეგ მატჩებში, მე მგონია მწვრთნელმა წააგო პორტუგალიელთა დამრიგებელთან, დზალიან სამწუხაროა, არა და როგორ გრლოდებოდით რომ გაგვახარებდით ამ დახაბულ ცხოვრებაში, მოხდა პირიქით, უფრო დავიგრუზეთ, წარმატებები და მადლობა.
გიო
23 სექტემბერი 2023 18:05
1
ამ თამაშის მერე საერთოდ მოსაშორებელია არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი, არამედ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაც (პრეზიდენტი და გამგეობის მიმდინარე შემადგენლობა), მაგრამ ვინაა გამკითხავი?! წუმპეშია ქვეყანა!!!
vava
24 სექტემბერი 2023 00:13
2
ნინიაშვილმა უნდა გააცნობიეროს რომ ეს მისი კლუბი არაა და საქართველოს ნაკრებია, ვგულისხმობ იმას რომ მის სისწრაფეს ვერ ჰყვებიან დანარჩენები და ბურთის წაღების შემდეგ მარტო რჩება, არავინაა ახლოს რომ ბურთი დაიცვას და შემდეგ სწრაფად გამოიტანოს
David
23 სექტემბერი 2023 18:24
3
"ორი მოგების ილუზია" ჩაფლავდა?
პაოლო იაშვილის შვილიშვილის და მისი გუნდის აწყობილმა რაგბის ქართულმა სისტემამ აქამდე ინერციით იარა? თუ რა ხდება?
გაგვარკვიეთ თუ შეიძლება!!!
თუ არა და "იდი ნა ხუ-დოჟესტვენნი ი-ნსტიტუტ"!
ტყემალაძე: მართლა ტყემალზე ზიხარ და ბალსა ჭამ გგონია - თუ?
პლეხანოველი
23 სექტემბერი 2023 21:55
3
რაგბიში დაპატენტებული ტყუილი ყველა წაგებაზე - "ბიჭებმა ყველაფერი დადეს" ამ თამაშზე არ მიდის? თუ მხოლოდ წაგებაზე ვრცელდება?

ყველა სპორტში მათ შორის "ბიჭებმა ყველაფერი დადეში"-ც მეორე ტაიმი არის მწვრთნელის დამსახურება
დააT
23 სექტემბერი 2023 18:31
2
ახლა აქ ძალიან ბევრი კომენტარი და დაიწერება,მე მეორეჯერ ვწერ უკვე. ახლა ყველა ემოციაში და შოკშია შეიძლება ითქვას. მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ ცოტა ცივი გონებით განსჯა. რეალურად პირველ ტაიმში ისეთი კოლოსალური უპირატესობა გვქონდა როგორიც პორტუგალიასთან ჩვენ კი არა არც უელსს ქონდა და არამგონია ვინმე ელოდა ამხელა უპირატესობას მაგრამ გამოვიყენეთ მიზერის მიზერი მაშინ როცა პრაქტიკულად 40 წუთი მათ ნახევარზე გავატარეთ. გუნდს ეს თამაში უნდა დაესრულებინა პირველივე ტაიმში ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ბონუსი რეალურად პირველივე ნახევარში უნდა აგვეღო.მერე რიცხობრივი მეტობაც ვერ გამოვიყენეთ. ამან სრულიად არია გუნდი. როცა ასეთ უპირატესობებს ვერ იყენებ ხდება ის რაც მოხდა. გუნდმა არ იცის როგორ დაასრულოს შეტევა, როგორ გააკეთოს ბოლო პასი. ამ ყველაფრის გამო მეორე ტაიმში ვნახეთ სრულიად გატეხილი საქართველოს ნაკრები მასზე რეალურად სუსტ მეტოქესთან.
ალექს
23 სექტემბერი 2023 18:14
0
ხო, კიდევ გადაყრას აგვიანებდნენ, ანუ ეს თამაში წააგო ბოლო პასის არ ქონამ (ან არასწორმა გადაწყვეტილებამ) და გადაყრის დაგვიანებამ, ჩემი აზრით ეს თამაში წააგეს მოთამაშეებმა...
Zviads
23 სექტემბერი 2023 20:00
5
ორივე ერთნაირი კლასის გუნდია. პორტუგალია ოდნავ უფრო ლამაზად თამაშობს
giorgi 3
23 სექტემბერი 2023 18:11
6
ყოველთვის ასე იყო, პორტუგალია ყოველთვის სწრაფი იყო ჩვენ კი შერკინებაში სულ ვჯაბნიდით და რადგანაც ეს უპირატესობაც დავკარგეთ ამან გამოიწვია ეს შედეგი
David
23 სექტემბერი 2023 18:28
0

სიახლეები პოპულარული