კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
ან დაინტერესებული ხალხი წერს აქ კომენტარებს ან ჩასაფრებული. არა და ყველაფერი მარტივადაა სახელად ტ ო ტ ა ლ ი ზ ა ტ ო რ ი.
Gio
25 სექტემბერი 2023 23:57
8
პრეზიდენტად - პრარაბი (გასაგებია ვისიც), გამგეობის თავმჯდომარედ - პარლამენტარი/ყოფილი მორაგბე, გამგეობის წევრი - პარლამენტარის (კობახიძის) მამა, მწვრთნელად - საკუთარი კაცი, ჯამურად - სრული ნეპოტიზმი!!!
ჰოდა, მგონი ყველაფერი გასაგებია თუ რატომ ვართ ...-ში. გამოსავალი? დავწერ მაგრამ არარეალურია - მამუკა გორგოძე გამგეობის თავმჯდომარედ, ილო ზედგენიძე პრეზიდენტად (ან ვისაც აირჩევს სარაგბო თემი), ჯამში - რაგბის კავშირის სრული დეპოლიტიზაცია და დაკომპლექტება პროფესიონალი მორაგბე მენეჯერებით. ეეჰ, რა ოცნებებში წავედი?!
სიმართლე
25 სექტემბერი 2023 22:42
2
ეს შენ ხარ,მანდ.
.
18 მარტი 2024 10:24
0
შოტლანდიასთან მეორე ტაიმმა, პირველი საგანგაშო ნიშანი მოგვცა. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში გავბანძდით. აღმოჩნდა, რომ ეს ავსტრალია, არაფერი გუნდია( ფიჯიმ უშანსოდ მოუგო). მიუხედავად ყველაფრისა, ვინც იტყოდა, რომ პორტუგალიასთან გაგვიჭირდება, მოღალატედ აცხადებდნენ. სწორი სტრატეგიით, წინა მსოფლიოზე იაპონიამ ირლანდიას და შოტლანდიას მოუგო, იმის წინაზე სამხრეთ აფრიკას. ფაქტია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და მე მგონია, ყველაფერი ფედერაციიდან მოდის.
დიმა
24 სექტემბერი 2023 15:51
2
საქმე ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, მაინც არაფერი შეიცვლება. მაისაშვილი ხომ ყოველათვის მართალია?! გამოძებნიან მიზეზებს და დარჩება იგივე პრობლემები. სამწუხარო ის არის რომ ეს კარგი თაობა ამ ვითომ დიდი მწვრთნელის და მისი გაუგებარი შტაბიის ხელში დაღმასვლას განიცდის. ისე რაგბი ტვ-ის მოვალეობა რა არის მხოლოდ რეპორტაჟები და ბაბუაჩემის დროინდელი თამაშების კომენტირება? მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს ამ ვითომ რაგბის მცოდნე ჟურნალისტებმა. ზელანდიელების და ფრანგების თამაშით აღტაცება რეპირტაჟის დროს რაგბის ცოდნას მაინცდამაინც არ ნიშნავს
ანდრო
24 სექტემბერი 2023 14:20
2
“საეაგბო პოდკასტის “ ლინკი. https://youtube.com/@Abragani?si=Ai2bPNzn6C3Inzq4
გიორგი
24 სექტემბერი 2023 15:03
0
“სარაგბო პოდკასტი” მოისმინეთ იუთუბზე, ძალიან საინტერესოა!
გიორგი
24 სექტემბერი 2023 15:01
0
ცუდი შედეგია,მაგრამ მიდით ბიჭებო;
1-ლი პორტუგქლოამ ის გააკეთა,ჩვენ რომ უელს ფრე გავუკეთოთ და ფიჯის მოვუგოთ,
და ერთო მაგათც- ოროვეს მოვუგოთ!
2- პორტუგალიის მძლავრმა წინააღმდეგობან დაბნეულობა გამოიწვია, დროზე მოიხსენით- დაივიწყეთ და ახალო მოგებები დადეთ.
3-პორტუგალიის მწვრთნელებმა აშკარად პროფესიულად იმუშავეს, შეგვისწავლეს შერკინებაში,მოლში მაგრად მოემზადეს- დაგვიდგნენ,დაცვაში თავგანწირულად და
..-გაგვიჭედეს,მით უმეტეს ძალიან ერთფეროვანი შეტევები გვაქვს-მხოლ9დ ჯიქურ მივარდნით,თან მეტოქე წინასწარ რომ ხედავს-რომელ მხარეს.

4- სერიოზულო პრობლემებია შერკინებაში,მოლში,რაქში...საჭოროა ყურადღება-დარჩენილ თამაშამდე კარგად მომზადება.

რქც შეეხება სამწუხარო რეგრესს სპორტის ყველა სახეობაში (ჭიდაობაშიც თავისუფ, კლასიკური,შეიძლება მსოფლიო ჩემპიონო არ გვყავდეს და ძალიან ცოტა ოლიმპიური საგზური გვაქვს),შეიძლება ამ ოლიმპიადაზე ყველაზე ცოტა წარმომადგენელი გვყავდეს(?!) ძირითადი მიზეზი არის-უპასუხისმგებლობა- პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხი,რაც შედეგია-არსებული ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობის სისტემა-რეჟიმის, სახელისუფლო ფიმანსურ- ,,პოლტიკური,, კლანი,რომლის ძირითადი მიზანი ხდება- ხელისუფლების შენაჩუნება-პასუხი რომ არაზოდეს აგოს არა მარტო შეცდომებზე-დანაშაულებებზე და მას ინარჩუნებს,თან უცხო,მტრულად განწყობილო,,სახელმწიფო,,-იმპერიის ძალისხმევით-რა პასუხისმგებლონაზე შეიძლება საუბარიც კი-ოდესმე(?!),ამდაგვარ მმართველობა- სისტემაში სპორტის ფედერაციები სახელისუფლო ფინანსური კლანის მაწილია,რომელსაც ვერ გადაირჩევ და-რა შედეგებზე შეიძლება საუნარი(?!).
იქ სადაც არ არსებობს კანჯასაღი კონკურენცია,მისთვის სამართლებრივი გარემო-წესრიგი,მით გამჭვირვალობა,მით სტიმულირება...რეგრესირება,თან ყველა სფეროს და ყველა მიმართულებით-შეუქცევადია!

გლახუნა
24 სექტემბერი 2023 12:43
4
უნდა შეიცვალოს მთავარი მწვრთნელი!
მან თავის "შავ ლომს" მიხედოს! ვუნდერკინდია? რომელი ნაკრების მწვრთნელია გუნდის მწვრთნელიც?
ნაკრებს სჭირდება მაღალ დონეზე ნამუშევარი, თანამედროვეს განსწავლული ტრენერი! რაც მეტს იყოყმანებთ, მეტს წავაგებთ!
ანდუყაფარ მეშვილდიშვილი
24 სექტემბერი 2023 12:35
1
ჯარიმის დარტყმის ნაცვლად ლელოზე რომ უნდა ითამაშო, ამას მაისაშვილი უნდა უყვიროდეს მოედნის კიდიდან? კაპიტანი რით აზროვნებს? ლოგიკა ხომ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებისას? შეტევაში გარღვევაზე რომ მოგყვება რამდენიმე კაცი და პასს მანამდე არ აკეთებ, სანამ არ წაიქცევი და ბურთი იკარგება, ესეც მაისაშვილის ბრალია?
პასუხი
24 სექტემბერი 2023 12:42
2
მაისაშვილზე უკეთესი ვერ მოიყვანეთ?
გენა
24 სექტემბერი 2023 12:29
0
დაგავიწყდათ ვისი მწვრთვნელობის დროს მოვუგეთ 6 ერის ორ გუნდს?
ჩემი აზრით
24 სექტემბერი 2023 12:01
11
თამაში კატასტოფა! მწვრთნელიან მოთამაშიანად აბსოლიტური დაბნეულობა! მაგრამ არც ჩვენ ვიცით სწორი გულშემატკივრობა! ახლა ლანძღვის დრო არაა! რომ მორჩებიან ჩემპიონატს მერე სწორი კრიტიკა! ბევრი რამ არის შესაცვლელი! შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მწვრთნელმა! ბიჭებო აბა თქვენ იცით, იქნებ გამოასწოროთ ეს ჩავარდნა!
PS. ისე შემადგენლობაც გადასახედია!
ეჰ
24 სექტემბერი 2023 08:31
0
ზუსტად რომ მწვრთნელის დამსახურებაა ეს შემადგენლობა დ ამბობენ რომ ძლიერ ბიჭებს არ იწვევს ნაკრებში!
რატომ ასე, არ ვიცი....
₾ადო
24 სექტემბერი 2023 10:35
0
ბევრჯერ დავწერე რომ მაისასვილს და მისნაერებს რაგბი არ უნდა ებაროს. კი გვიდა რომ გვყავდეს ქართველი მწვრთბნელი და წარმატებული. მაგრამ მოდი განსვაჯოთ რა იყო მიზეზები ასეთი კრახის:
იტალიასთან მაგარ ფორმაში მყოფმა ნინიაშვიმა მოიგო ტამაში მარტომ.
უელსთან გაგვიმართლა რადგან არეულობა იყო უელსისი ნაკრებში და მწრვთნელი ბავრს არ მოსწონდა და ბევრმი საუკეთესო მოთამაშე არ ჰყავდათ და იმ მწვრთნელმა წააგო ის თამაში. მაისაშვილს არ მოუგია.
უკუსვლა ნიჟარაძის პერიოდში დაიწყო მისი კომკავშირელი მაფიოზური მიდგომის გამო. ფულის გაქრობა და სემდგომ სვანაზეს მიეწერა ყველაფრი რაც ნიჟარაძემ დანგრევას საფუზველი ჩაუყარა. რადგან სვანაძემ აღმოაჩინა საიდან "რავდებოდა" ოლიგარქის მიერ ჩადებული ფული რაგბში და ვიღაცეების ანგარიშებზე ირიცხებოდა.
მილტონ ჰეიგის დანიშვნაც ნიჟარაძის გათველბს ემსახურეებოდა. ამ დროს ჰეიგი ჯურნალისტად მუშაობდა და ჭ ლიგის გუნდის მწვრთნელად. ჰეიგი ჩამოიყვანეს როგგორც ახალზელანდიელი უკანა ხაზის გამოსასწორებლად. ამ დროს მან ვერც ეგ გააკეთა და ასევე შერკინებაც დააკნინა. მას გაუმართლა რომ გორგოძე თამაშობდა იმ პერიოდში და ზირაქაა დასხვები. მის დროს მოიშორეს უნიჭიერესი ზურა ძვანიაც რომელიც არაჩვეულებრივად თამAშობდა პირველ ხაზს და თანამედროვე რაგბს..
შეცდომები იყომბევრი დაშვებული ასევე 20 წლიანებში. გაიხსენეათ რა გუნდი გაუშვეს რვა ერზე წინა წელს. სულ ნათესავ, ნაცნოობით შეტენილები.,
დიდე ბესის არ დაუფასეს კარგი გარჯა ასევე რომელმაც ჩვნი შერკინება აიყვანა მაღალ დონეზე.
ჭლევანდელი გუნდის შერკინება არასწორად იქნა არჩეული. ნარიაშვილს თავი ჰქონდა დანებებულუ, მამუკაშვილმა ამდენი წელია ბურთის შემოგდება ვერ ისწავლა, ზამთარაძეც ლელოდან შეტენეს. ასევე შეიყვანე ნკარებში დამტვრეული, გორგაძე, საღინაძე, ცუცქირიძე... ნინიაშვილიც ეხლა მოშუშდა და ეტყობა კიდეც,უთამაშებლობა..კი კარგი ბიჭები არიან და ბევრი კარგი თამაშები ჩაატარეს. მაგრამ სპორტში მარტო მოშუშება არ კმარა. გამოჯანმრთელების შემდგომ თამაშის მაღალ დონეზე ასასვლელად დროა საჭირო რადგფან დიდი ტრამვის შემდგომ ყველას შიში აქვს რომ კიდევ არ დაიმტვრნენ და ვერ არიან იმ დონეზე სანამ დაიმტვრეოდნენ.
ამ დროს სრულიად მოატოვეს ქუნთელია, რაფავას ბიჭის გადმობირებაც შეიძლებოდა რადგან ვერ ხვდება ინგლისის ნაკრებში და არც სცადეს კარგად.
ვანო კარკაძე რომელიც მონპელიეს მთავარი ჰუკერია სულ დაივიწყეს. შემდგომ დაკარგეს ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები როგორიც სხვებმაც ახსენეს სპანდერაშვილი, იაშაღაშვილი რომელიც სასწაულად გამართულ რაგბს თამაშობს და თავის გუნდშI 8 ნომერია, რასაც ჟალაღონია ვექაჩავს და გორგაზე ფორმაშიც არ არის.
რამოდენიმე მოთამაშეს საერთოდ გული აუცრუეს რაგბზე, რომლებიც ბავშვობიდან თამაშობენ და თავი დაანებებინეს საერთოდ სრული იგნორორების გამო, რადგან ისენიც ლელოს აღზრდილები არ იყვნენ. ]
ასევე მოშალეს 7 კაცა რაგბი, რაც აუცილებელია დღევანდელი თამაშის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ყველა მოწინავე ქვეყანაში ბავშვების რაგბი იწყება შვიდკაცით, რაც ანვითარებს, მოედნის ხედვას, ბურთის ხელით კარგ თამაშშ, რაქებში დროულ ჩასვლას და გაწმენდას, მობილურობას, სისწრაფეს და სწრაფ აზროვნებას, მოედაზე ხვრელების ხედვას, "ოფლოუდებს" და ასე შემდეგ.
ეს ფედერაციის პრიზიდენტი რომელიც ტყემალზე ზის ყველამ ვნახეთ როგორ მოვიდა ძალით და ჩხუბით, მოაშორეს რაგბს ყველა ვისაც ალალმართლად უნდოდა მუშაობა, ბევრი მოისყიდეს, ზოგი მთავრობაში შეტენეს...საძმოში შუღლი ჩააგდეს... ხომ არ გვეცნობა ხელწერა?
მოკლედ ყველას გვინდა კარგი ქართველობა და წარმატება სპორტში მაგრამ სანამ ქვეყანა ერთიანი არ იქნება და ისევ რუსეთში მონახვეჭების და მოხვეჭილთ ანდ "დავერბოვკებულების" ხელშია ქვეყანა ერი და სარწმუნოება ეს ყველაფერი სპორტში და განსაკუთრებით გუნდურ სპორტში ჩნდება როგორც ამ ამაზრზენობის ანარეკლი და გვაქს სათანადო შედეგები ფეხბურთში, კალათბურთში და რაგბიც... ხო და ვიღაც კიდევ წყალბურთელებს აუზში წყალს არ უსხამს ან აუზს ითვისებს კიდევ ერთI მახინჯი შენობის დასაყუდებლად. შეხედეთ რას დაამსგავსეს დედა ქალაქი და ქვე ყანა...
გამოფხიზლდით ხალხნო, გამოდით, გააპროტესტეთ 32 წელია ტყუილ თავისუფლებაში ცხოვრობთ... ქვეყან მიჰყიდეს და მიაქვთ თურქებს, სპარსებს არაბებს, ინდოელებს, ჩინელებს და ისევ რუსებს და ხახლი კი მექსიკის გავლით ამერიკაში გარბის ბევრი გამწარებული და ბევრი კიდევ იაფი გასაჩხერისთვის ბრაიტონზე... მერე კიდევ იტყვით პოლიტიკა რა შუაშიაო, შუაში კა არა თავშია

simartle
24 სექტემბერი 2023 02:55
6
მწარე სიმართლეა სამწუხაროდ. ერთს დავამატებდი კიდევ: ტელევიზიები საქართველოში ჭორაობის და სერიალების ჩვენების მეტს რომ არაფერ აკეთებენ და სპორტში მხოლოდ ნაკრების თამაშის ჩვენებით იფარგლებიან( ხშირად უნიჭო კომენტატორების თანხლებით), იმის ნაცვლად რომ ზოგადად სპორტის და განათლების მნიშვნელობაზე ილაპარაკონ, გადაცემები მოიფიქრონ, თამაშები გააშუქონ და გაარჩიონ, თუ საჭიროა კრიტუკულადაც და ა.შ.
გიორგი
24 სექტემბერი 2023 12:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული