ლევან მაისაშვილი: ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველ ტაიმში ლელოს დადების რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, ანგარიშში ჩამორჩენისას შეცდომები დაუშვეს და ამის გამო დაისაჯნენ:

"ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა. პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ".

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს ფიჯისთან ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 57 /
აზრზე არ არის აქ დამწერების 90% არც რაგბის და არც იმის შემადგენლობა როგორ ირჩევა, მოიკითხეთ ერთი კარგად შიგნიდან ჩილაჩავა და ჟვანია რატომ არ არიან.. ან ის თუ იცით, მაისაშვილი რომ მოვიდა მოთამაშეების 85% თავის კლუბებში(საფრანგეთში) ძირითადში რომ არ იყო, ნაწილი საერთოდ არ თამაშობდა.. ბრდღვიან არა ის.. სიღრმე არ არის მაღალი დონის მოთამაშეების, ფიზიკურად არ გვყავს.. "შავ ლომს" კიდე კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, რამოდენიმე კაცი მად გაიზარდა... მეტი მასიურობაა საჭირო, და მიდის მაგ საკითხზე მუშაობა, სკოლებში აპირებენ დანერგვას... უხცოელებთანაც მიდის მუშობა მეტ თამაშებზე და აქაც მალე დავინახავთ შედეგებს, და იმედია ეს ყველაფერი კლასში აისახება... დროა საჭირო... ხო,ფული არაა კიდე საკმარისი, მოიმატა ეხლა მაგრამ მაინც (ან ის მოიკითხეთ რამდენს იხდიდნენ სპონსორები, მაგალითად თბს) და ასე შემდეგ...
Zviads
26 სექტემბერი 2023 22:46
4
ჰო, შენ ხომ გესმის რაგბი. წესიერი მწვრთნელის გარეშე ფიჯი ყველაფერს აგებდა. ახლა კარგი მწვრთნელი ჰყავთ და ვხედავთ როგორ დაფრინავენ. მაისაშვილს არცბის შეუძლია,რომ ურთიერთობა დაამყაროს საფრანგეთში მოთამაშე ბიჭებთან. დიდი ხანია გასაგდებია.
გიორგი
29 სექტემბერი 2023 13:53
0
ანუ ჩავიგუბოთ პირში წყალი, ვითომც არაფერი მოხდა?! მალე იქნება თამაშები ფიჯისთან და უელასთან და მერე გამოჩნდება უკეთესად ყველაფერი. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ…
გიორგი
27 სექტემბერი 2023 09:03
0
რა უბედურებაა ეს მაისაშვილიზე დაბრალება ყველაფრის

წავაგეთ რა...... უელსი და იტალია რო გადახია იმაზე რასიტყვით


მიდით ბიჭებო გენაცვალეთ არაუშავს

mesxi
26 სექტემბერი 2023 20:15
3
პირველივე ტაიმში იყო ის ერთი კაცი 4 ჩვენიანს რომ დაუძვრა და ლელო დადო. საღინაძე და აფრასიძე ერთი მოძრაობით დააბნია. არადა ეგ იყო ერთადერთი მათი შესვლა ჩვენს 22-ში. მეორე ტაიმში საერთოდ ჭკუაზე არ იყო გუნდი. პესიმიზმი საქმეს ვერ უშველის, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლას როგორ შეძლებენ, არ ვიცი
:)))))))))))
26 სექტემბერი 2023 17:05
0
იტალიასთან და უელსთან მოვიგეთ მადლობა გასაგებია, მაგრამ პორტუგალიასთან ესეთი თამაშის შემდეგ დაიხურე ქუდი და წადი. სირცხვილია საქართველოს ნაკრები საკუთარ შერკინებაში პორტუგალიასთან რომ დაჯარიმდრბა.
რეზო
25 სექტემბერი 2023 20:51
2
Davelodot bolo 2 tamashs da gairkveva yvelaperi.

Turniri tu eseti tamashit davasrulet rogorc bolo tamashebshi mashin ubda cavides maisashvili sxva gamosavali ar aris.

Magram marto maisashvilis casvlit yvelapers ar eshveleba
Martali
25 სექტემბერი 2023 20:38
1
მე უკვე ვწერდი ამას, რაც ახლა ხდება ნაკრებში.... პორტუგალიამ ვერ მოიგო, თორემ ჩვენ წავაგეთ პორტუგალიასთან. ახლა გეუბნევით, დარჩენილ ორივე თამაშს წავაგებთ... წავაგებთ დიდი ალბათობით ბონუსებით. ,,შავი ლომიც'' პირწმინდათ წააგებს, როგორც კი კასტრს და გლოსტერს შეხვდება.... ამ სტაფის ხელში რეგრესი გარანტირებული გვაქვს. გამოსავალი? მწვრთნელთა შტაბი უნდა შეიცვალოს პირწმინდათ, მადლობა გადავუხადოთ და გავუშვათ პენსიონერი მორაგბეეები და ნაკრებში მოვიყვანოთ ახალგაზრდა მორაგბეეები, საფრანგეთში სხვადასხვა ლიგებში თამაშობეეენ და ბდღვნიააან... პორტუგალიასთან შერკინებებს რომ დათმობ, ეს უკვე მძიმედ ასატანია... ბოდიში, თუ ვინმეს ვაწყენინე... გასკდა გული... მესამე დღეა ჭვალი მადგაას...
გიორგი-50
25 სექტემბერი 2023 20:30
2
ამ კაცს თუ თავმოყვარეობა,ნამუსი და ქართული რაგბის სიყვარული გააჩნია თავისით უნდა წავიდეს ნაკრებიდან,რას დაამსგავსა შერკინება?სად არიან კარკაძე,მელიქინე,გიორგაძე?... ჩილაჩავა და ჟვანია ხომ მთლად მოაშორეს ნაკრებს ამდენი ხანია და ერთხელაც არ უთქვამს რატომ.... ახალგაზრდა ქუნთალიასაც არ მისცა მეტი შანსი... საერთოდ არაა მომზადებოლი ნაკრები ჩემპიონატისთვის არც ტაქტიკურად არც არაფერნაირად,აცხადებდა წინა ჩემპიონატზე უკეთ მოვემზადეთო,ისე გამოდის რომ გულშემატკივრის მოლოდინი და იმედები ისევ გულშემატკივრის პრობლემად რჩება და რაგრის კავშირი მხოლოდ თავის ჭიას ახარებს...წარმატებები და გაძლება ქონებოდეს ქართულ რაგბს...
დავითი...
25 სექტემბერი 2023 19:17
3
არასწორად და მიკერძოებით არჩეული შემადგენლობა. ასეთ დროს როცა ვერ თამაშობ შერკინების ხარჯზე გასვლა შეგვეძლო მაგრამ ისეთი ხალხი გამოიძახა პორტუგალიამ აქეთ დაგვაჯარიმა საჭირო მომენტში.გყავს მელიქიძე და კარკაძე და პირადი უთამხნოების გამო ათამაშებ პაპიძეს და ზამთარაძეს. მეორე ხაზში გიორგაძეზე რა ხდება ეგეც არ ვიცი.მოკლედ მაისაშვილი დროა სახლისკენ წასვლის
kicha
25 სექტემბერი 2023 13:34
2
ეს კაცი არის ყველაფრის მწვრთნელი, ბარემ ფეხბურთის ნაკტებიც ამას ჩავაბაროთ.
ჰეიგი არ მოწონდათ და ეს მოწონთ?
gzp
25 სექტემბერი 2023 10:09
3
მე ვფიქრობ აქ მწვრთნელის საკითხიც უნდა დაისვას. მართალია იყო მოგებები მაგრამ მსოფლიო თასზე ორივე თამაში მეორე ტაიმები სრულად ჩავაგდეთ და სწორედ ესეთ დროს არი საჭირო რაღაც გადანაცვლება რაღაცის შეცვლა ფიქრობ აქ მწვრთნელის ბრალია. იმედია ვცდები ეს უბრალოდ ჩემი აზრია.
გიორგი
25 სექტემბერი 2023 09:20
2
ნამდვილად არ სცდები სეხნიავ. ეს ნარცისი უნდა მოაშორო რაგბს, თუ გვინდა ოდესმე რამე წარმატევას მივაღწიოთ.
გიორგი
25 სექტემბერი 2023 12:11
3

სიახლეები პოპულარული