მსოფლიოს თასზე პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირველ ტაიმში ლელოს დადების რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენეს, ანგარიშში ჩამორჩენისას შეცდომები დაუშვეს და ამის გამო დაისაჯნენ:
"ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა. პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ".
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 სექტემბერს ფიჯისთან ჩაატარებს.