ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან განწყობა საბრძოლოა - პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.

მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.

რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
არ გაურბიხარ, არა? მაშინ ეგრე იყოს: მო(ვ)იგებ(თ) ფიჯისთან? გულშემატკივარი ბოდიშს მოგიხდით და უზომოდ გავიხარებთ! ხოლო საპირისპირო შედეგის შემთხვევაში, გადადექი. აი, შემადგენლობის შერჩევისას კი უკვე არა ხარ მართალი.
გიო
30 სექტემბერი 2023 02:07
2
ფიჯი რა თქმა უნდა კლასით ჩვენზე მაღლა დგას, მაგრამ. ერთადერთი იმის იმედი მაქვს , რომ ფიჯელები ცოტა დაუდევრები არიან და ხშირად ჰაერზე ფლანგავენ თავის უპირატესობას.გაიხსენეთ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მათი ურუგვაისთან წაგებული მატჩი. ეგება ჩვენც გაგვიღიმოს ბედმა
giorgi 3
30 სექტემბერი 2023 01:09
7
პასუხისმგებლობას ვგრძნობო და რაში გამოიხატება ეს? ცარიელი სიტყვებია ხარიელუ ადამიანის ნათქვამი. კაცი რომ იყო, უნდა გადადგე და შეეშვა ქართულ რაგბს. მიეცი სხვა, ნიჭიერ ხალხს ასპარეზი.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:09
6
გაიტანეთ ეს გრენლანდია, გაიტანეთ!
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:05
3
როდემდე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში.. არა ვართ უმადურები მადლობა რასაც მიაღწიე ხედავ რომ მომატების პოტენციალი არ გაქვს მაინდამაინც კარისკენ უნდა მივუთითოთ თუმცა მსოფლიოს შემდეგ ისედაც გაგიშვებენ
კახა
30 სექტემბერი 2023 00:42
4
ცრუობ, ობივატელო, პრიმიტიულად ცილისწამებაზე გადადიხარ, მეტის თავი არ გაქვს. ვერ გასვრი რეგბისტებს, შეეშვი ჭამას.
გიორგი-ს
30 სექტემბერი 2023 03:57
9
სამწუხაროდ არ გაუშვებენ. რაგბის ფედერაცია ფეხბურთისას დაემსგავსა და ფულის მოსატეხ მანქანად ხმარობენ.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:10
3
ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს
1. ზელანდიელი
2. სამხრეთ აფრიკელი
3.ავსტრალიელი
4. ინგლისელი და ა.შ
მოაშორეთ ეს კაცი ნაკრებს თორე დავბრუნდით 15 წლით უკან.. არ ფამიწყოთ ეხლა იტალიას და უელსს მოვუგეთო
მომისმინეთ
30 სექტემბერი 2023 00:24
8
ეუფ???? ეხლა არ დამუწყოთო ???? აბა რა ყნდა ვქნათ- ვუნც არ გეთანხმება რუსეთუმეა
ადამიანი
30 სექტემბერი 2023 01:20
9
1000% დისლაიქებს ტყემალაძის შნირები სვამენ
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:02
8
ეჰ მგონი გადაგვივლიან, იმედია ვცდები.
ტტტ
29 სექტემბერი 2023 23:29
3
ოცნების არ იყოს ესეც მოუშორებელი ჭირი გახდა ისინი 12 წლის წინანდელით გვაშინებენ და ეს რატო არ მიდის ნეტა?
29 სექტემბერი 2023 23:08
5
და... მოდებაძე, თაფლაძით ვაპირებთ დაცვას- გაბარიტებიანი ფიჯელების გაჩერებას(?!).ან შერკინებაში ასე სუსტად რატომ ვართ(?!),ან...
ვნახოთ,ვნახოთ,იქნებ გადაირიონ მოდებაძემ, თაფლაძემ და მართლა საუკეთესო თამაში აჩვენონ(?!),
გათვალისწინება- რა დროსაც დაიწყებთ ლელოების არ გამოყენებას (ჯარიმიდან-აუტი-მოლი-ლელო) და გადახვალთ ჯარიმებზე,მით ფაქტიურად ბრძოლაზე თავის არიდებას-იმ წუთიდან ავირევით...
ფეხით მაკლებად,ფიჯის ბურთი არ უნდა მისცე!
გლახუნა
29 სექტემბერი 2023 23:02
1
ჩილაჩავა, კარკაძე, მელიქიძე და ხარაიშვილს რომ არ წაიყვან გექნება პრობლემები შერკინებაში, აბა რა?
Gio
30 სექტემბერი 2023 08:24
0
წავიდა სადღეგრძელოებიიი…”ცრემლებამდე” არ მიგვიყვანო… ზუროსის არ იყოს, 5 კაცი ვერ ათამაშა ერთ გუნდად და ამას მსოფლიოზე სრულად მოეშალა მთელი გუნდი:(
პაატა
29 სექტემბერი 2023 22:16
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული