ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორდოში ფიჯის დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ბორჯღალოსნებს" "ბორდოს" ფეხბურთელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ეწვია.

დავითაშვილს თანამემამულე მორაგბეებმა 9-ნომრიანი მაისური გადასცეს. ზურიკომ მათ წარმატებები უსურვა, მაგრამ "სტად დე ბორდოზე" ვერ უგულშემატკივრებს, რადგან მის გუნდს ამ საღამოს "გრენობლთან" გასვლითი შეხვედრა აქვს.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო!!!
ლადო
14:00 30-09-2023
0
ყოჩაღ ზურიკო!!❤️
გიორგი
13:18 30-09-2023
2

სიახლეები პოპულარული