პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს

AutoSharing Option
მსოფლიო თასზე მესამე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის 9:0 ამარცხებს.

შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
წინ გადაუვარდას ლომები. ეს სპორტია ჩვენი სახეობა? :)))) ტიპებმა 4 ჯერ მოსაგები თამაში გააჩუქეს!!! კომედიის ჟანრიდან არის ეს თამაში. მენტალურად ერი რო გამარჯვებას ეიფორიით და ელეთ მელეთით არ შეხვდება, მერე შეიძლება რაიმე გამოგვივიდეს. 6 ერიო ხოოო და გვჩაგრავენო არააა? :)))))))))))
giorgi
21:28 30-09-2023
2
ფიზიკაში გვაჯობეს და მოგვიგეს, ძალიან დამწყდა გული, სამწუხაროდ ჩვენი ნაკრებები პრინციპულ თამაშს ვერ იგებენ, რა გარწყობა, მადლობა ბიჭებს.
გიო
21:41 30-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული