რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი პარიზში!

AutoSharing Option
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, გუნდები საბოლოო ადგილებისთვის ერთ დღეს და ერთ ადგილას – „ჟან ბუინზე“ იბრძოლებენ.

"ბორჯღალოსნებისთვის" ეს სტადიონი ნაცნობია. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იმხანად უმაღლეს დონეზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ საქართველოსთან საშინაო მატჩი სწორედ „ჟან ბუინზე“ გამართა, რომელიც 20 ათასამდე მაყურებელს იტევს. ეს 7 მარტს მოხდა და "ბორჯღალოსნებმა" 39:24 გაიმარჯვა.

ფინალური მატჩების გარდა, ცნობილია სად და როდის გამართავენ გუნდები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს.
საქართველო 4 თებერვალს გერმანიას სტუმრად, დესაუში ეთამაშება; 10 თებერვალს ნიდერლანდებს, 17-ში კი ესპანეთს საქართველოში დაუხვდება. ნახევარფინალები 2 და 3 მარტსაა ჩანიშნული.

მეორე ჯუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი თამაშობენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული