გადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას FreeRugby.ge ავრცელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კოკერილს 1+1+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.

"ბორჯღალოსნების" ახალ თავკაცს "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითის" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩამდე წარადგენენ, რომელიც 22 დეკემბერს "ავჭალაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოკლედ, ლესტერს 3-ჯერ მოაგებინა პრემიერშიპი, ედინბურგი ისტორიაში პირველად გაიყვანა პრო12-ის პლეიოფში და ტულონი ტოპის ფინალში, იყო ინგლისის ნაკრების და საფრანგეთის ჩემპიონის მონპელიეს მწვრთნელი. ჯერ არ ჩამოსულა კაცი საქართველოში წესიერად და ქართველმა ,, გულშემატკივარმა '', გათვიცნობირებულმა'' და ,,ექსპერტმა'' რაგბის საკითხებში უკვე გინება დაუწყო და გაგდებისკენ მოუწოდა რაგბის კავშირის პრეზიდენს!! თავის თავს კითხვა არ დაუსვა, როდის წავედი საგულშემატკივროდ სტადიონზე ან როდის ვუყურე ბოლო რაგბის თამაშს..?!
ზაალი
21:16 17-12-2023
3
ყველა მწვრთნელის ხელში,ქართული რაგბი ვითარდებოდა და საერთო დონე,სულ უფრო მაღლა მიიწევდა.მილტონ ჰეიგს,ამოცანად დაუსახეს,ქართული რაგბი,ხელით თამაშზე უფრო მეტად ორიემტირებული გაეხადა და მას შემდეგ,ეს მიმართულება,ძირითადი გახდა.შედეგად.ჩამორჩენა,საგრძნობლად შევამცირეთ.კოკერილი,ბრიტანელი სპეციალისტია და სავარაუდოდ,მისი სათამაშო სტილი,განსხვავებული იქნება.ეს რა თქმა უნდა,რაგბის ფედერაციაშიც კარგად ესმით,მაგრამ რაკი ეს გადაწყვეტილება მიიღეს,ეტყობა ისიც გააზრებული აქვთ,რა სურთ და რა უნდა შეცვალონ.იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად იქნება,ქართული რაგბი,განვითარებას გააგრძელებს და უკეთესის ძებნაში,კარგსაც არ დაკარგავს.კოკერილს დიდ წარმატებებს ვუსურვებ,ლევან მაისაშვილს კი,მადლობას ვუხდი,გაწეული,მართლაც უზარმაზარი შრომისათვის და სამომავლოდაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.დარწმუნებული ვარ,კიდევ ბევრს გააკეთებს,ქართული რაგბის განვითარებისათვის.ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ასე მგონია,კიდევ მოუწევს,საქართველოს ნაკრებში მუშაობა.მას ხომ ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა,რომელიც ძალიან გამოადგება,სამომავლოდ.
პ.ს.დღეს ალბათ ძალიან ბევრ დისლაიქს დამიწერენ,მაგრამ რაღაც დრო გაივლის და უკვე ცივ გულზე,დარწმუნებული ვარ,დისლაიქების ავტორების უმეტესობის აზრი,რადიკალურად შეიცვლება,ლევან მაისაშვილის სასარგებლოდ.დროის გადასახედიდან,მისი ღვაწლი,უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
სოსო
01:10 18-12-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული