ოფიციალურად - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს.

რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული "ტულონის", "მონპელიესა" და შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი.  მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა "ლესტერ ტაიგერსისა" და "კლერმონის" ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ის შემთხვევაა,როცა მხოლოდ ერთი უნდა ვთქვათ:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.წარმატებები!
მინდია
18:35 18-01-2024
0
სიმართლე გითხრათ,ველოდი,რომ ბოლო თამაშსაც ლევან მაისაშვილი ათამაშებდა,შავ ლომს და მერე გადაიბარებდა,რიჩარდ კოკერილი,შავ ლომს.ასე,გაგანია ტურნირის მიმდინარეობაში,ახალი მწვრთნელის უმტკივნეულოდ შეყვანა,უიმედო საქმე მგონია.ვფიქრობ,ლევან მაისაშვილი,ყოველნაირად დაეხმარებოდა და დაეხმარება,სწრაფ ადაპტაციაში.ალბათ კლერმონთან,გამარჯვების დიდი იმედი არა გვაქვს და ეს ლოგიკურიცაა,თორემ არა მგონია,ასეთი ნაბიჯი გადაედგათ.ახლა კი,სანაკრებო თამაშებისათვის,კოკერილს უკვე საშუალება მიეცემა,ამ თამაშში ნახოს და უხელმძღანელოს შავი ლომის ბიჭებს.რა თქმა უნდა,ეს მნიშვნელოვანია.უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ რიჩარდ კოკერილს და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ლევან მაისაშვილს,ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოსა და მონიჭებული უამრავი სიხარულის გამო.რაღაცა პერიოდი,სხვაგან იმუშავებს,ბატონი ლევანი,ამასობაში სისტემაში მოიყვანს,მიღებულ უდიდეს გამოცდილებას და ვინ იცის,კვლავ ვიხილოთ,ნაკრების,ან მთლიანად ქართული რაგბის სისტემაში.ვინც რაც უნდა თქვას,მაგრამ ვთვლიდი,ვთვლი და მომავალშიც ჩავთვლი,რომ ლევან მაისაშვილი უდიდესი ქართველი მწვრთნელია,რომელსაც დღეს ღირსეულად ვერ აფასებენ.ასეთი ადამიანების ღვაწლს,მხოლოდ წლების გადმოსახედიდან აფასებენ ხოლმე,ღირსეულად.
სოსო
19:31 18-01-2024
3

სიახლეები პოპულარული