ბორჯღალოსნები | სიახლეებით რუმინეთთან

AutoSharing Option
დავით ნინიაშვილი და ვასილ ლობჟანიძე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ. ბორჯღალოსანი ლეგიონერები რიჩარდ კოკერილის 23-კაციან განაცხადში პირველად მოხვდნენ.

‘ლიონის’ უკანახაზელი ნინიაშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვისაც იყო, თუმცა ტრავმამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცა, ლობჟანიძე კი „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით ‘ტულონში’ ირჯებოდა, სამწვრთნელო შტაბმა ტოპ 14-ში უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მისცა და შეკრებაზე ახლაღა გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველო რუმინეთს „მიხეილ მესხზე“ 2 მარტს, 16 საათზე მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში მიიღებს, ფინალი კი 17
მარტს პარიზში გაიმართება.

სასტარტო შემადგენლობაში ლობჟანიძეს მგეზავი ლუკა მატკავა შეუწყვილდება, ნინიაშვილი კი თამაშს ფრთაზე იწყებს. მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება; ცენტრში მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფულბეკი კი მირიან მოდებაძე იქნება.

თითო ცვლილებაა შერკინების სამივე რგოლში. პირველ ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ბურჯი ირაკლი აფციაური. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნდნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და მესამეხაზელი ბექა გორგაძე. ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ რაზმში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა გიორგი ახალაძემ, კვაჭმა ვანო კარკაძემ, მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელებმა – ილია სპანდერაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ.

ორი ცვლილებაა მარქაფაში. მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი გერმანიასთან, ხოლო ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ ბრუნდებიან. მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი გიორგი მამაიაშვილი, მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, 9 ნომერი მიხეილ ალანია, მგეზავი თედო აბჟანდაძე და ხაზის მოთამაშე დემურ თაფლაძე.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი

2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 16:00

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
დარწმუნებული ვარ,გუნდი გაცილებით უფრო დალაგებულად ითამაშებს და რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ.იმედი ვიქინიოთ რომ კარგი ამინდი იქნება და სანახაობრივ თამაშს შემოგვთავაზებენ,ბიჭები.
სოსო
22:47 29-02-2024
0
გიგაშვილი რატომ არაა?
გიორგი
00:09 01-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული