
სატიტულო შეხვედრას 16 მარტს 16 საათზე, თბილისის, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტულს შეუტევს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება და მას თავდაპირველად ერთა თასი ეწოდებოდა, ამჟამინდელი სახელწოდება კი 2015 წლიდან მიიღო. ტურნირის ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. 2003-2008 წლებში გამარჯვებული ორი წლის ჯამით ვლინდებოდა, რის გამოც განვლილ 25 წელიწადში თასი 22-ჯერ გათამაშდა.
2023 წლიდან ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა, გუნდები ორ ჯგუფად გაიყო და დაინერგა ნახევარფინალისა და ფინალის სისტემა. წინა ორ ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ - ჯერ ესპანეთში, ბადახოსში, მერე კი საფრანგეთში, პარიზში. ამრიგად, თბილისი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს წელს პირველად მასპინძლობს და მეტოქეც განსხვავებული ეყოლება, რადგან ნახევარფინალში პორტუგალიას ესპანეთმა 42:31 მოუგო.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ "ბორჯღალოსნები" ესპანეთს წელს ერთხელ უკვე ეთამაშნენ და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მადრიდში, 62:32 დაამარცხეს.
ორი სიახლით წლევანდელ რაგბი ევროპაზე
რიჩარდ ქოქრილმა ფინალური მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალსა და 15 ხაზის მოთამაშეს უხმო. მათ შორის ორი ისეთი მორაგბეა, რომლებიც სანაკრებო შეკრებაზე წელს პირველად არიან. ესენი არიან "ორიაკის" კვაჭი ლუკა ნიორაძე და ლა როშელის ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში დაბრუნდა "პროვანსის" მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.
გაფართოებულ შემადგენლობაში 20 ლეგიონერია, 14 კი "შავ ლომს" წარმოადგენს.
"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (მონპელიე), გიორგი ახალაძე (კლერმონი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი); ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი);
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა შვანგირაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი);
ფრთა: სანდრო თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).
Rugby.ge