გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
გუშინ, 6 აპრილს, გვიან ღამით გარდაიცვალა კლოდ სორელი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ადამიანი, ვინც ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ღვაწლმოსილი ფრანგი მწვრთნელი და იქამდე მორაგბე, 77 წლის გახლდათ. კლოდი პატარა ქალაქ, მეზეში ცხოვრობდა და სწორედ იქ გარდაიცვალა.

კლოდ სორელი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 1996 წელს დაინიშნა და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად, მსოფლიოს თასის საგზური 2003 წელს მასთან ერთად მოიპოვა. ამას გარდა, სორელი გახლდათ გზის გამხსნელი ქართველი მორაგბეებისთვის - მისი ინიციატივითა და რეკომენდაციით საფრანგეთის ჩემპიონატში საქართველოდან 80-ზე მეტი
მორაგბე გადავიდა.

აღსანიშნავია ის, რომ 2001 წელს ფრანგი მსოფლიო რაგბის საბჭომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა!

საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობამდე, სორელმა ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი "ბაზიესთან" ერთად, მაროკოს 7-კაცა ნაკრები მსოფლიოს თასზე გაიყვანა. ბოლო წლებში, კი ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 45 /
Sportall.ge იქნებ გამოვნახოთ გზა და მუსიე კლოდის ოჯახს ქართველების მხრიდან სამძიმარი შევუთვალოთ.მე ესე მისაღებად მაგალითად.კლოდი და ხერხემალ დაზიანებული ლეონსიო.კლოდი და ჩემთვის საუკეთესო კაპიტანი ილო ზედგენიძე.კლოდი და ქართველი მორაგბეები ყასით ხელში.პლუს ამას ....ქართველების დახვედრა საქართველოში,როცა ის რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა.მოდი ფოტო და ვიდეო კოლაჟი შევქმნათ და მუსიე კლოდის ოჯახს გადავცეთ
ჯელა
00:11 08-04-2025
0
გაანათლე უფალო მისი სული !!!! დიდი ადამიანი რომელმაც შექმნა პირველი წარმატება ქართულ რაგბში
suxumchanin
23:34 07-04-2025
0

სიახლეები პოპულარული