ესპანელთა თავკაცი: რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა

AutoSharing Option
საქართველო მორაგბეთა ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევის შემდეგ (23:10), ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა პრესკონფერენცია გამართა.

- კმაყოფილი ხართ თუ არა შედეგით და ნაკრების ნაჩვენები თამაშით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ მატჩით, არ ვიყავით საუკეთესო გუნდით ჩამოსული და კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვეჩვევით მოგებას, მოგებისთვის თამაშს და რაღაც მომენტებში შეგვეძლო მოგებაზე გვეფიქრა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ძირითადად ნატურალიზებული მორაგბეებით ნაკრების შექმნა და მათით თამაში?
- დიახ, დადებით გზად მიმაჩნია. ჩვენ ვცდილობთ ვითამაშოთ ხარისხიანი რაგბი და ამას ახალგაზრდობა უყურებს და ვითარდება.

კი გვყავს ფრანგები,
მაგრამ ისინი წარმოშობით ესპანელები არიან.  ჩვენ გვყავს წამყვანი სპორტსმენები ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში და ა.შ. ახლა ვცდილობთ წარმატებას მივაღწიოთ რაგბში.

ესპანელთა კაპიტანი: მე ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ, გულდაწყვეტილი დავრჩი. ჩვენ ამ შეხვედრაში მეტი შეგვეძლო, თუმცა ასე არ მოხდა. ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მარცხი კი გულდასაწყვეტია.


მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიქრით ამაღამ ლოგინში რომ დაწვები მაშინაც იფიქრე ჩვენთან მოგებაზე; ვინ გიშლის
ბარკა
12:52 04-03-2018
0
რა მომენტში შეეძლო ესპანეთს მოგებაზე ეფიქრა ? უპირატესობა არასდროს ჰქონია .
ერთი ეგ არის , ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს.
ბესო
20:46 03-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული