შეყლაშვილს დებიუტი ჰქონდა თავის ახალ კლუბ "კოლომიეში". ის "ორიაკთან" გასვლით მატჩში თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო და რვა წუთის შემდეგ გუნდისთვის გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. "კოლომიემ" ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის გუნდს 30:23 მოუგო.
სიმბოლური ნაკრები:
15. ბენჟამინ დუმა (მასი), 14. სეტარეკი ბიტუნიაიტა (მასი), 13. ოლოვიე კლემენზაკი (დაქსი), 12. მაქსიმ მატი (მონტობანი), 11. ჯონათან ბუსკე (პერპინიანი), 10. ჟაკ პოთხიტერი (პერპინიანი), 9. აუვასა ფალეალიი
* * *
ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულმა "ლონდონ აირიშმა" ჩემპიონშიპის კლუბ "ილინგთან" საკონტროლო მატჩი გამართა და 29:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ლაშა ლომიძე ლონდონელთა შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ "ტელეგრაფთან" ინტერვიუში "ლონდონ აირიშის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკ კენედიმ ახალწვეულებზე ისაუბრა. მან სავიზო პრობლემების თაობაზე წაიწუწუნა და თქვა, რომ ამის გამო ნაპოლეონ ნალაგა ჯერ კიდევ არ ჩასულა ინგლისში და გუნდთან ერთად ვერ ემზადება. ლაშა ლომიძეს კი ვიზის გაცემა გაუჯანჯლეს და შეკრებაზე დაგვიანებით შემოგვიერთდაო. შესაბამისად, როგორც ჩანს, კენედი სრულყოფილად ვერ ამზადებს გუნდს, რადგან თამაშში უცხოელ ახალწვეულებზე აკეთებს აქცენტს.
* * *
ამასობაში, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა", რომელსაც გასულ სეზონში პრემიერშიპში ხელი მოეცარა, უელსის "ჰლანეჰლის" უმასპინძლა და 26:33 წააგო. ნემსაძე განაცხადში არ იყო. * * *
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფმა", რომელიც კელტთა ლიგაში ასპარეზობს, სტუმრად დაამარცხა ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "ლონდონ სკოტიში" - 34:23. ფეიქრიშვილს არ უთამაშია. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"