რაგბი. ლეგიონი: ვასილ ლობჟანიძის პირველი ელიტური ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც წინა ტურებში, ქართველი მორაგბეები ლელოს გარეშე მოედანს არ ტოვებენ.

საქართველოს ნაკრებისა და "ბრივის" ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში ლელოების ანგარიში გახსნა. "ბრივმა" წარუმატებელი სტარტი აიღო, ორი თამაშიდან ორივე წააგო. ამჯერად ბრიველებმა სტუმრად წააგეს "ლიონთან" - 14:29. ლობჟანიძე თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო და 15 წუთში ლელო გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ელიტურ, მეორე დივიზიონში მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წვლილი
საქართველოს ნაკრების შუამარბმაც შეიტანა. მესამე ტურში ორიაკელებმა "კარკასონს" უმასპინძლეს და 41:10 გაიმარჯვეს. შარიქაძემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, ლელო 28-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მორიგი ლელო მიითვალა რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "კრასნი იარის" ქართველმა გარემარბმა გიორგი ფრუიძემ. კრასნოიარსკელებმა სტუმრად დაამარცხეს კრასნოდარის "ყუბანი" - 33:25. ფრუიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სეზონში მეხუთე ლელო მატჩის დასაწყისში მიითვალა.

საქართველოს ნაკრებისა და "კრასნი იარის" დამრტყმელ ლაშა მალაღურაძის ანგარიშზე კი ორი გარდასახვაა (ოთხი ქულა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული