რუსებმა მათიაშვილი 4-თვიანი იჯარის წესით აიყვანეს.
ქართველმა მორაგბემ სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და მისი კლუბი "რუანთან" 26:40 დამარცხდა.
Sportall.ge მათიაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.
"კრასნი იარში" 4-თვიანი იჯარით გადმოვედი, რომ "ჩელენჯის" მატჩები ვითამაშო. იჯარის დასრულების შემდეგ ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება.
გუნდთან შეგუება არ გამიჭირდა. ამ კლუბში ქართველები თამაშობენ და ადაპტაცია ადვილი აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, "კრასნი იარში" გადასვლა მნიშვნელოვანია,
აქ სწრაფ და კარგ რაგბის თამაშობენ. 4 თვის გასვლის შემდეგ თუ არაფერი გამოჩნდა, ისევ "აკადემიაში" დავბრუნდები", - განაცხადა მათიაშვილმა.
მათიაშვილს კითხვა საქართველოს ნაკრების მოახლოებულ თამაშებზეც დავუსვით.
"ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სანაკრებო თამაშები და იმედი მაქვს, ნაკრების სახელით კიდევ გამოვალ.
შევეცდები, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდე ამ შეხვედრებს.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა მათიაშვილმა.