მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის პირველივე ტურში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ორი ლელო დადო, რომლის "ტულონმაც" გასვლაზე "აჟენი" 44:25 დაამარცხა.

მამუკამ პირველი ლელო მე-13, ხოლო მეორე 59-ე წუთზე დადო.

გორგოძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო არა მხოლოდ დადებული ლელოების გამო, არამედ დაცვაში ძალიან საიმედო თამაშითაც იყო.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. "აჟენის" შემადგენლობაში 47-ე წუთზე ანტონ ფეიქრიშვილი ჩაერთო.

ამ გამარჯვებით "ტულონი" "ლიონთან" ერთად ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიხარია,მაგრამ გაცილებით გამიხარდებოდა,ბორჯღალში ყოფილიყო
სოსო
11:00 26-08-2019
0
მესმის ამ ადამიანის მაგრამ ვერაფრით ვეგუები ნაკრებს მის გარეშე.
ბოლო მსოფლიო უნდა ეთამაშა თუნდაც შეცვლაზე. :/
giorgi
19:38 26-08-2019
0

სიახლეები პოპულარული