The Telegraph: ყურადღება მიაქციეთ იაშაღაშვილს

AutoSharing Option
ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" 15 მორაგბეზე  გამოაქვეყნა წერილი, რომლებზეც კორონავირუსის დასრულების შემდეგ სპეციალისტებს დაკვირვება მართებთ. ამ სიაში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იოანე იაშაღაშვილია. ის 23 აპრილს 20 წლის გახდა.

"იაშაღაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან სტაბილურია, მისი თამაში კი "ბორჯღალოსნების" მომავალს ოპტიმიზმს სძენს. მსოფლიოს 20-წლამდელთა გასულ ჩემპიონატზე მან 70 ბოჭვა შეასრულა. იაშაღაშვილი შესანიშნავად თამაშობს ბურთითაც და ბურთის გარეშეც", - წერს გამოცემა.

მარნეულის "არმაზის" აღზრდილი იაშაღაშვილი ტოპ-14-ის "ბაიონში" გასული წლის ზაფხულიდან ასპარეზობს, უმეტესად ესპუარებში, ხოლო პირველ გუნდში ჩელენჯ კაპზე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიამ მაგარი ბიჭია და სწორად თამაშობს ყველა მონაკვეთში. თამაში კარგად ესმის და აყოველთივს საჭირო ადგილზეა, ბურძეც კარგად ჩადის, ბოწვები არ ეშლება და შეტევაშიც ზნელია მისი გაჩერება.
ნიკო
18:54 06-05-2020
0
წარმატებები იოანეს!!!
Patrika
08:34 06-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული