ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გასულ კვირაში საფრანგეთში რაგბი დაბრუნდა. გასული, შეწყვეტილი სეზონის შემდეგ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდებმა 2020/21 წლების ჩემპიონატები დაიწყეს.

პირველი ტური შედეგიანი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ტოპ 14-ის ახალ სეზონში თავისი პირველი ქულები მოიპოვა "ბრივის" მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, ხოლო პრო დე2-ის დაბრუნება ლელოთი აღნიშნა "პროვანსის" ბურჯმა ზაზა ნავროზაშვილმა.

ტოპ 14

ახალ სეზონში ქართველი ლეგიონერებიდან მოედანზე პირველი ბექა გიგაშვილი გავიდა, რომლის "ტულონი" სტუმრად "ლა როშელთან" 15:29 დამარცხდა. "ბორჯღალოსანი' ბურჯი შეცვლაზე 33-ე წუთზე შევიდა.

სეზონის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა გურამ გოგიჩაშვილის "რასინგ 92"-მა. პარიზელები "ლიონს" ეწვივნენ და მეორე ტაიმში გატანილი ორი ლელოთი 27:23 მოიგეს. გოგიჩაშვილი შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა.

სეზონი გამარჯვებით დაიწყო ტოპ 14-ის ყველაზე ქართულმა გუნდმა "ბრივმა", რომელმაც "ბეიონი" მიიღო და 42:23 დაამარცხა. წარმატებაში საკუთარი წვლილი ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა შეიტანა. პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშეს 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ და შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ.

54-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში მგეზავი თედო აბჟანდაძე და ის გუნდს 12 ქულით შეეწია. 21 წლის მორაგბემ დასკვნით 20 წუთში 4 ჯარიმა გაიტანა. შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა "ბრივის" ახალწვეულმა, სამედიცინო ჯოკერმა ბადრი ალხაზაშვილმა, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

პანდემიის გამო გადაიდო პირველი ტურის ერთი შეხვედრა, რომელშიც "სტად ფრანსეს" "ბორდო" უნდა მიეღო.

პრო დე 2

საფრანგეთში პოსტპანდემიური, ახალი სეზონი, 3 სექტემბერს პრო დე2-ის მატჩით გაიხსნა. "ბიარიცმა" "პერპინიანს" უმასპინძლა და 21:12 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, რომელიც 57-ე წუთზე ლუკა აზარიაშვილმა შეცვალა. სტუმართა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა ვახტანგ ჯინჭარაძემ.

მეორე დღეს სეზონის პირველი ქართული ლელო გავიდა. "პროვანსი" საკუთარ მოედანზე მუდამ ძლიერად მოთამაშე "ანგულემს" ეწვია და ზაზა ნავროზაშვილის ლელოს წყალობით, 28:23 დაამარცხა. ზაზა თამაშში 44-ე წუთზე ჩაერთო, ლელო კი 61-ეზე გაიტანა. ორი ქართველი იყო მასპინძელთა განაცხადში და ორივეს დაგეგმილზე ადრე მოუხდა თამაშში ჩართვა – შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 26-ე, ხოლო ლუკა გოგინავა 35-ე წუთზე შევიდა.

"ვალანს რომანმა" "კოლომიე" მიიღო და 32:19 სძლია. "ვალანსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული და მოედანზე 64 წუთი გაატარა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

სეზონის პირველ მატჩში სტუმრად "ვანთან" 22:30 დამარცხდა ქართველების "ორიაკი". სტუმართა შორის ოთხმა ქართველმა ითამაშა და სამი მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კვაჭი ლუკა ნიორაძე (შეცვალეს 67-ე წუთზე), მეორეხაზელი გიორგი ჯავახია (შეცვალეს 51-ე წუთზე) და მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელმაც 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ.

"გრენობლმა" "ნევერი" მიიღო და 27:17 დაამარცხა. პირველი 60 წუთი ითამაშა მასპინძელთა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ნიკა ნეფარიძე მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. "ნევერის" რიგებში 58-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

დღეს "ბეზიე" სტუმრად "მონ-დე-მარსანს" ეთამაშება და მის სასტარტო შემადგენლობაშია ჟორჟ სალდაძე.

წყარო: rugby.ge

თედო,გილოცავ წარმატებულ თამაშს,წლევანდელი TOP 14-ის სეზონის გახსნის სასტარტო მატჩში.მომავალშიც სულ ასე კარგად გეთამაშოს,უფრო უკეთესად,შენ რომ იცი ხოლმე ჭკვიანურად ხაზის გაჭრები და ლელოები.პირველ რიგში საქართველოს ნაკრებში გვსურს შენი კარგი თამაშის ხილვა,როგორც ყოველთვის.
bedena
თედო მაგარი ხარ
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა