გოგიჩაშვილი და გიგაშვილი ევროთასების ფინალში

AutoSharing Option
2019/2020 წლის ევროთასების ნახევარფინალური ეტაპი, ბორჯღალოსნების ორმა გუნდმა გადალახა და ოქტომბრის შუა რიცხვებში თასისთვის იბრძოლებენ.

გურამ გოგიჩაშვილის ‘რასინგ 92’-მა, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ინგლისის ‘სარასენსს’ უმასპინძლა და 19:15 დაამარცხა. გამარჯვების ლელო 75-ე წუთზე იმჰოფმა გაიტანა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

‘რასინგ 92’ ფინალში ინგლისურ ‘ექსეთერს’ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ‘ტულუზი’ 28:18 დაამარცხა. მატჩი 17 ოქტომბერს, ბრისტოლში გაიმართება. პარიზელებს ჩემპიონთა თასის ფინალი ორჯერ აქვთ ნათამაშები და ორივეჯერ დამარცხდნენ.

ჩელენჯ ქაფის ფინალშია ბექა გიგაშვილის ‘ტულონი’, რომელმაც ინგლისურ ‘ლესთერ თაიგერსს’ უმასპინძლა და 34:19 სძლია. ფრანგთა
სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა გიგაშვილმა. ის კარგად იდგა სტატიკაში, შეტევაში ბურთი 6-ჯერ წაიღო და 6 მეტრი მოიგო, დაცვაში კი სამი ბოჭვა შეასრულა.

ტულონელებმა ამ შეხვედრაში ევროთასებზე თავისი 300-ე ლელო გაიტანეს. გუნდი ჩელენჯ ქაფის ფინალში მესამედ ითამაშებს, თუმცა აქამდე ამ თასის შემართვა ვერცერთხელ მოახერხა.

ფინალური შეხვედრა 16 ოქტომბერს ექს-ან-პროვანსში გაიმართება და ‘ტულონის’ მეტოქე ინგლისური ‘ბრისტოლი’ იქნება, რომელმაც ქართველების ‘ბორდო’ დამატებით დროში 37:20 დაამარცხა.

‘ბორდოს’ შემადგენლობაში 52-ე წუთიდან ითამაშა და მოედანზე 48 წუთი გაატარა ლექსო ყაულაშვილმა. ის აქტიურად ჩაება თამაშში და 12 შეტევით ბურთი წინ 50 მეტრით წაწია, დაცვაში კი 7 ბოჭვა შეასრულა.

ძირითადი დროის 20:20 დასრულების შემდეგ, ორ დამატებით 10-წუთიან ტაიმში ‘ბრისტოლმა’ 17 უპასუხო ქულა აიღო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
განაცხადში რო არ იყო ჩვენც ვიცით, თქვენ ის გაარკვიეთ-რატო! ჟურნალისტები არ ხართ& დაურეკეთ, კითხეთ ბოლო ბოლო!
გაგი
00:55 28-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული