![](https://sportall.ge/pictures/image5/6e807e5968f2d81d1b07a20951cedf98.jpg)
სარაგბო კლუბი "კლერმონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტოპ 14-ს ქართველი ლეგენდა დავით ზირაქაშვილი კლუბში შერკინების მწვრთნელად დაბრუნდა.
37 წლის ზირაქაშვილმა კარიერა გასულ წელს დაასრულა და მას შემდეგ "ლა როშელში" მწვრთნელ-კონსულტანტად მუშაობდა.
მოთამაშის რანგში დავითმა "კლერმონის" რიგებში 337 მატჩი ჩაატარა, პირველად კი გუნდის მაისური 2004 წელს მოირგო. "ზირაქა" საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა.
"ყვითელ არმიაში" კი ახალზელანდიელი ჯონო გიბსის ხელმძღვანელობით იმუშავებს.