"კლუბზე მაღლა არავის დავაყენებთ" - ნინიაშვილი "ლიონს" დატოვებს

AutoSharing Option
Midi Olympique-ის ინფორმაციით, ფრანგული "ლიონი" შეეგუა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს რაგბის ქართველი ვარსკვლავი დავით ნინიაშვილი დატოვებს. 

"ლიონს" გუნდში 24 ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებსაც კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდებათ და მათთან ხელშეკრულების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა მათი ნაწილი გუნდს მაინც დაემშვიდობება. ამ მორაგბეთა რიგში 22 წლის ნინიაშვილიც იქნება, რომლის დამატების სურვილიც "ტულონსა" და "ტულუზს" აქვთ. 

"ჩვენი აზრით, დავითს ძალიან კარგი შეთავაზება გავუკეთეთ. ამაზე მეტის გადახდას არ ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, არცერთი მოთამაშე არ დგას კლუბზე მაღლა. ნინიაშვილმა იცის, თუ რა ხელფასის
მიღება შეუძლია ჩვენგან და არ გვაინტერესებს, რას სთავაზობენ სხვები. თუ "ლიონში" უნდა დარჩეს, ეს ფულზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზით უნდა გააკეთოს", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა.

დავით ნინიაშვილი "ლიონს" 2021 წელს შეუერთდა. ქართველმა გარემარბმა Top 14-ის ახალდაწყებულ სეზონში უკვე მოასწრო ერთი მატჩის გამართვა და "მონპელიესთან" 26:22 გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ბებია უჭყავით, რა ნამყსზე აგდებაა? სამშობლოდან გარბუს ომის დროს თუ რა არი? სულ რო ნახევარი გადაუხადის ტულუზმა, მაინც უბდა,წავიდეს, რადგან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდია. თუ ეგ არ გამოვა, ტულონში მინიონისთან მაინც სჯობს. ფაქტიყრად მაგის გაძრობილია დიდ რაგბიში. ისე, საუვარი ლა როშელზე უფროა. ო გარა თუ ფარჩა, იქაც ძაან მაგარი იქნება. თან უკონკურენტო იქნება. ერთი სიტყვით, ნუ შეგვჭამა ყველამ ეს ქართველები რა! არავის ვალი ჩვენ არ გვაქ! მიდი, ნინი, წადი იქ, სადაც შენ გინდა!
ზურა
18:44 10-09-2024
1
სამჯერ გადავიკითხე ლიონის განცხადება და მე მანდ ულტიმატუმის მსგავსი ვერაფერი დავინახე. აი ამდენს გადავუხდით, მეტს ვეღარ და დანარჩენი თავად იცისო.
თუ სხვა რამე ვალდებულებები არ აფერხებს (რაც ჩვენ არ ვიცით), დავითს გზა ხსნილი აქვს და სადაც უნდა, იქ გადავა.
espo
19:27 10-09-2024
4

სიახლეები პოპულარული